სალთვისის არხი
სალთვისის არხი — სარწყავი არხი შიდა ქართლში. წყალს იღებს მდინარე დიდი ლიახვიდან. სათავე ნაგებობა დგას ქალაქ ცხინვალში (ამავე ნაგებობიდან, მდინარე მარცხენა მხარეს, იწყება ტირიფონის არხი). მაგისტრალური არხის სიგრძეა 8 კმ, სარწყავი ქსელისა — 325 კმ. მაქსიმალური გამტარუნარიანობა 9,0 მ³/წმ. ექსპლუატაციაშია 1950 წლიდან. რწყავს 11978 ჰა სავარგულს. აქედან გორის მუნიციპალიტეტში — 7735 ჰა. ქარელის მუნიციპალიტეტში — 4243 ჰა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გვახარია ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 691.