მადათაფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მადათაფა
კოორდინატები: 41°10′46″ ჩ. გ. 43°46′59″ ა. გ. / 41.17944° ჩ. გ. 43.78306° ა. გ. / 41.17944; 43.78306
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 2108 
ფართობი 8,78 კმ²
მოცულობა 9,7 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 1,7 
საშუალო სიღრმე 1,5 
აუზის ფართობი 136 კმ²
ჩამდინარე მდინარეები კიურიანჩაი
გამომდინარე მდინარე მადათაფა
მადათაფა — საქართველო
მადათაფა
მადათაფა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
მადათაფა

მადათაფა, მადა[1] — ტბა საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2108 მ სიმაღლეზე. ფართობი 8,78 კმ², აუზის ფართობი 136 კმ², უდიდესი სიღრმე 1,7 მ, წყლის მოცულობა 9,7 მლნ მ³. ქვაბული წარმოქმნილია ლავის ნაკადით ხეობის გადაკეტვის შედეგად.[2]

ტბის წყალშემკრები აუზი ძირითადად აგებულია ჯავახეთის ქედის დანაპრალიანებული ვულკანური ქანებით, რომლებიც გადაფარულია მთა-მდელოს შავმიწა ნიადაგებით. ტბის წყალშემკრები აუზის მცენარეული საფარი ძირითადად წარმოდგენილია ალპური და სუბალპური ბალახეული ფორმაციებით.[3] ტბა საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. დონე მაღალია გაზაფხულზე, დაბალია ზამთარში. ტბიდან გაედინება მდინარე მადათაფა, რომელიც ერთვის მდინარე ბუღდაშენს მარჯვენა მხრიდან. აქვს მიწისქვეშა განადენიც, რის გამოც დონე მკვეთრად ირყევა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 17-18°C, ზამთრობით თითქმის ფსკერამდე იყინება.[2] ტბის შენაკადებიდან ყველაზე დიდია კიურიანჩაი.[3]

წყალი სუსტად მინერალიზებულია. ტბას მცირე სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. ტბაში თევზი არ არის. ზაფხულობით მრავლადაა წყლის ფრინველი. ტბის ნაპირები დაბალია და დაფარულია წყლის მოყვარული მცენარეულობით.[3] მადათაფა შედის მადათაფის ტბის აღკვეთილის შემადგენლობაში, რომლის საერთო ფართობია 320 ჰექტარი.[4]

წლის თბილ პერიოდში ტბაზე დიდი რაოდენობით იყრის თავს წყალხმელეთა გადამფრენი ფრინველები.[3] მადათაფის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ეფრემოვკა, ჟდანოვაკანი და სამება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]