აჯამეთის არხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

აჯამეთის არხი — სარწყავი სისტემა ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.

არხი იწყება სოფელ ქვედა საქარასთან, მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირზე და მის პარალელურად მიემართება. სოფელ ახალ სვირთან აკვედუკით ყვირილის მარცხენა მხარეზე გადადის და მთავრდება ვარციხესთან, მდინარე ხანისწყალთან. სიგრძე 30 კმ. არხში წყლის საშუალო ხარჯი 3 მ³/წმ. საექსპლუატაციოდ გადაეცა 1950 წელს. რწყავს 3,5 ათ. ჰა ფართობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]