შინაარსზე გადასვლა

სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არხი სოფ. მარტყოფთან

სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხიარხი აღმოსავლეთ საქართველოში, ივრის ზეგანზე. წყალს იღებს მდინარე ივრიდან და სოფელ პალდოსთან (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) მოწყობილი სათავე ნაგებობის საშუალებით. ივრის წყალი ამ არხით ჩადის თბილისის ზღვაში. არხის სიგრძეა 42,39 კმ, სარწყავი ქსლის ჯამური სიგრძე — 312,6 კმ, მაქსიმალური გამტარუნარიანობა — 13 მ³/წმ. ექსპლუატაციაშია 1952 წლიდან. არხი რწყავს 29,2 ათ. ჰა ფართობს, ძირითადად გარდაბნის მუნიციპალიტეტის, აგრეთვე თბილისის მიწებს.