გუბისწყალი
იერსახე
| გუბისწყალი | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | იმერეთის მხარე |
| სათავე |
სემი ყუმი 42°20′33″ ჩ. გ. 42°31′39″ ა. გ. / 42.342528° ჩ. გ. 42.527583° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 105 მ |
| შესართავი |
რიონი 42°09′41″ ჩ. გ. 42°24′37″ ა. გ. / 42.161583° ჩ. გ. 42.410500° ა. გ. |
| სიგრძე | 36 კმ |
| აუზის ფართობი | 442 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 16,3 მ³/წმ |
|
| |
გუბისწყალი — მდინარე საქართველოში, წყალტუბოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში.[1] წარმოიქმნება მდინარეების ყუმისა და სემის შეერთებით სოფელ დედალაურთან, ზღვის დონიდან 105 მ სიმაღლეზე. მიედინება იმერეთის დაბლობზე. ერთვის მდინარე რიონს მარჯვენა მხრიდან, ქალაქ სამტრედიასთან. სიგრძე 36 კმ, აუზის ფართობი 442 კმ². საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალმოვარდნა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — აგვისტოსა და სექტემბერში. საშუალო წლიური ხარჯი 16,3 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად. გუბისწყლის ზემო დინებაში, სემის ხეობაში, ზღვის დონიდან 235 მ სიმაღლეზე არის ცარცული პერიოდის კირქვის ბრექჩიებით აგებული ბუნებრივი ხიდი.[2]
გუბისწყალი აღწერილი აქვს ვახუშტი ბატონიშვილს:[3]
„მოერთვის რიონს ჩრდილოდამ გუბისწყალი. გამოსდის ოკრიბასა და ვაკეს შორისს მცირეს მთას, დადის ფრიად ფლატოიანსა და ბარდნალიანს ადგილსა ზედა... ამ გუბისწყალს ეწოდა სახელი ესე გუბედ მომდინარეობისთვის.“ |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 49.
- ↑ ილია აფხაზავა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 171.
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 150 — თბილისი, 1941