ფოცხოვისწყალი
Jump to navigation
Jump to search
ფოცხოვისწყალი | |
---|---|
![]() ახალციხე. მდ. ფოცხოვი | |
ქვეყანა |
![]() ![]() |
ქალაქები | ახალციხე, ვალე |
სათავე | არსიანის ქედი |
სიგრძე | 64 კმ |
აუზის ფართობი | 1840 კმ² |
![]() |
ფოცხოვისწყალი, ფოცხოვი — მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, სიგრძე 64 კმ. აუზის ფართობი 1840 კმ². სათავე აქვს თურქეთში, არსიანის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2720 მეტრზე. ერთვის მდინარე მტკვარს მარცხნიდან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზფხულზე, წყალმოვარდნები – აგვისტო–ნოემბერში, მდგარი წყალმცირობა – დეკემბერ–თებერვალში. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის დაახლოებით 54%, ზაფხულზე – 25%, შემოდგომაზე – 12%, ზამთარზე – 9%–მდე. ყინულნაპირისი, თოში და ძგიფი დეკემბრიდან შუა მარტამდეა, საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 22,4 მ³/წმ.
იყენებენ ჰესის, წისქვილების ასამუშავებლად, სარწყავად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 388.