კეხვის არხი
კეხვის არხი — სარწყავი სისტემა აღმოავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში. იწყება ჯავის რაიონში, მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირიდან. მიემართება მდინარის პარალელურად სამხრეთისკენ, შემდეგ — სამხრეთ-დასავლეთისკენ, გადადის მდინარე აღმოსავლეთ ფრონის ხეობაში და მთავრდება სოფელ ხეთაგუროვთან. სიგრძე 27 კმ. ექსპლუატაციაშია 1948 წლიდან. რწყავს ქურთის (1583 ჰა), თიღვისა (2194 ჰა) და გორის (666 ჰა) მუნიციპალიტეტების და ყოფილი ჯავის რაიონის (51 ჰა) ბაღ-ვენახებსა და ყანებს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 480.