მაშავერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Disambig-dark.svg ტერმინს „მაშავერა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მაშავერა (მრავალმნიშვნელოვანი).
მაშავერა
Mashavera River in Bolnisi.jpg
მდინარე მაშავერა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები დმანისის მუნიციპალიტეტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ქალაქები დმანისი, ბოლნისი
მარჯვენა შენაკადები ბოლნისისწყალი
მარცხენა შენაკადები გეტისწყალი
სათავე ჯავახეთის ქედი
41°18′42″ ჩ. გ. 44°08′43″ ა. გ. / 41.31167° ჩ. გ. 44.14528° ა. გ. / 41.31167; 44.14528
სათავის მდებარეობა დმანისის მუნიციპალიტეტი
სათავის სიმაღლე 2125 მ
შესართავი ხრამი
41°26′40″ ჩ. გ. 44°42′54″ ა. გ. / 41.44444° ჩ. გ. 44.71500° ა. გ. / 41.44444; 44.71500
შესართავის მდებარეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტი
სიგრძე 66 კმ
აუზის ფართობი 1390 კმ²
მდინარის სისტემა ხრამიმტკვარიკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 7,78 მ³/წმ
მაშავერა — საქართველო
მაშავერა
მაშავერა
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი
Commons-logo.svg მაშავერა ვიკისაწყობში

მაშავერამდინარე საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2125 მ სიმაღლეზე. ერთვის მდინარე ხრამს მარჯვნიდან სოფელ ნახიდურთან.[1] სიგრძე 66 კმ, აუზის ფართობი 1390 კმ². აქვს ღრმა, კანიონისებური ხეობა.[2]

მაშავერის და მისი შენაკადების ხეობების ცალკეული მონაკვეთები კანიონისებური მორფოლოგიის მატარებელია, ზოგან კი ხეობების ძირი საკმაოდ განიერია და დაბალი აკუმულაციური ტერასების განვითარებით გამოირჩევა. მაშავერისთვის დამახასიათებელია ნაპირების ეროზიული გარეცვხა, რომელიც განსაკუთრებით სეზონური წყალდიდობების დროს აქტიურდება. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.[1]

წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობაზამთარში. ზაფხულ-შემოდგომაზე ზოგჯერ — წყალმოვარდნა. ზამთრობით მაშავერაზე აღინიშნება ყინულნაპირისი და თოში. მარჯვნიდან ერთვის მდინარე ბოლნისისწყალი.

გაზაფხულზე ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 40 %, ზაფხულში — 30,8 %, შემოდგომაზე — 16,8 % და ზამთარში — 12,4 %. საშუალო წლიური ხარჯი 7,78 მ³/წმ. მაშავერის საერთო ვარდნა უდრის 968 მ-ს, საშუალო ქანობი 14,7 ‰.[2]

მდინარე გამოიყენება ირიგაციული დანიშნულებით. მაშავერაზე ფუნქციონირებს 5 სარწყავი სისტემა, რომელიც რწყავს ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების 7440 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულს.[2]

მდინარე მაშავერის ორივე ნაპირზე გაშენებულია ქალაქი დმანისი, ხოლო შუა დინებაშია ქალაქი ბოლნისი.

ციტატა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„მა, შავერიე ქციას და აწ მაშავრად წოდებული; არამედ გამოსდის კეჩუთის მთასა და მიდის აღმოსავლით, და მიერთვის ქციას ნახიდურის ბოლოს“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ილია აფხაზავა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 507-508.
  2. 2.0 2.1 2.2 დმანისის მუნიციპალიტეტის საბაზისო კვლევა [მკვდარი ბმული]
  3. აღწერა სამეფოსა საქართველოსა გვ. 314 — თბილისი, 1973
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: