ყვარლის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყვარლის წყალსაცავი
ყვარლის წყალსაცავი
ყვარლის წყალსაცავი
კოორდინატები: 41°55′28″ ჩ. გ. 45°52′58″ ა. გ. / 41.92444° ჩ. გ. 45.88278° ა. გ. / 41.92444; 45.88278
სიმაღლე ზღვის დონიდან 430 
სიგრძე 0,9 კმ
სიგანე 0,3 კმ
ფართობი 0,3 კმ²
საშუალო სიღრმე 12 
მაქსიმალური სიღრმე 20 
ყვარლის წყალსაცავი — საქართველო
ყვარლის წყალსაცავი
ყვარლის წყალსაცავი — კახეთის მხარე
ყვარლის წყალსაცავი

ყვარლის წყალსაცავი ან ყვარლის ტბა — წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთის ძირში, მდინარე დურუჯის მარჯვენა მხარეს, თბილისიდან დაახლოებით 150 კმ-ში, ზღვის დონიდან 430 მ სიმაღლეზე. შექმნილია პატარა ნამდინარევ ქვაბულში, რომელიც გაზრდილია 20 მ სიმაღლისა და 800 მ სიგრძის მიწაყრილის კაშხალით. მაქსიმალური დონის დროს ფართობი 0,3 კმ² აღწევს. წყლის მოცულობა 3,6 მლნ. მ³. საშუალო სიღრმე 12 მ, მაქსიმალური სიღრმე 20 მ, უდიდესი სიგრძე 0,9 კმ, უდიდესი სიგანე 0,3 კმ. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით. წყალსაცავის წყალს იყენებენ სარწყავად.[1] ამჟამად კეთილმოწყობილია. დასასვენებელი ადგილია. სამხრეთ-დასავლეთ ნაპირთან გაშენებულია სასტუმრო და რესტორანი „ყვარლის ტბა“. არის სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი, აქვეა ორი ღია საცურაო აუზი, რომელთაგან ერთი საბავშვოა, თანამედროვე სავარჯიშო სპორტული დარბაზი ფიტნეს აღჭურვილობით, თურქული და ფინური საუნა, სპა ცენტრი მასაჟისტებითა და იტალიური ბრენდ Ten-ის პროდუქციით.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 638.
  2. ახალი სპორტული კომპლექსი კურორტ ყვარლის ტბაზე