წუნდის ტბა
Jump to navigation
Jump to search
წუნდის ტბა | |
---|---|
![]() ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
კოორდინატები: 41°24′40″ ჩ. გ. 43°19′38″ ა. გ. / 41.41111° ჩ. გ. 43.32722° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1539 მ |
ფართობი | 0,034 კმ² |
მოცულობა | 284 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 6,6 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 10,8 მ |
წუნდის ტბა — მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1539 მ სიმაღლეზე. განფენილია თმოგვის ციხესიმაგრის ნანგრევების სიახლოვეს. სარკის ფართობი — 0,034 კმ², აუზის ფართობი 1,8 კმ². უდიდესი სიღრმე 10,8 მ, საშუალო სიღრმე 6,6 მ. წყლის მოცულობა 284 ათ. მ³.[1] ტბის ქვაბული წარმოქმნილია ახალქალაქის ლავური პლატოს დასავლეთი პერიფერიის დამეწყვრის შედეგად მდინარე მტკვრის ხეობაში. წარსულში ტბა აფეთქების კრატერად ანუ მაარად მიაჩნდათ.[2] საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ტბა გაუდინარი და მტკნარია. აქვს მიწისქვეშა ჩამონადენი.[3]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 351, თბ., 1987 წელი.
- ↑ მარუაშვილი ლ.. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია. თბილისი, საქართველო: ცოდნა, გვ. 64, თბ. 1964.
- ↑ Апхазава, Илья Соломонович. Озера Грузии. Тбилиси, Грузия: Мецниереба, გვ. 57, თბ. 1975.