შინაარსზე გადასვლა

სკრა-ქარელის არხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სკრა-ქარელის არხი — სარწყავი არხი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. გამოყვანილია მდინარე მტკვრის წყალი. სათავე უდევს სოფელ ახალსოფელთან, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. მაგისტრალური არხის სიგრძეა 27,5 კმ. გამტარუნარიანობა 2,2 მ³/წმ. ექსპლუატაციაშია 1947 წლიდან. რწყავს ქარელისა (1802 ჰა) და გორის (456 ჰა) მუნიციპალიტეტების მიწებს[1]ქვემო ხვედურეთი, ზემო ხვედურეთი, ღვლევი, ქვენაფლავი, ქ. ქარელი, სკრა, ბეთლემი, ქვემო რიეთი და სხვ.[2]

  1. გვახარია ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 430.
  2. „სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხი იწმინდება“. interpressnews.ge. 2020-11-19. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)