ზონკარის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზონკარის წყალსაცავი
კოორდინატები: 42°17′11″ ჩ. გ. 44°10′50″ ა. გ. / 42.2864417° ჩ. გ. 44.1806500° ა. გ. / 42.2864417; 44.1806500
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე ზღვის დონიდან 1209 
ფართობი 1,4 კმ²
მოცულობა 40,0 კმ³
ზონკარის წყალსაცავი — საქართველო
ზონკარის წყალსაცავი

ზონკარის წყალსაცავი — კომპლექსური დანიშნულების წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა შენაკადის — პატარა ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 1209 მ სიმაღლეზე. წაგრძელებული ფორმისაა. წყლის ზედაპირის ფართობი 1,4 კმ², წყლის საერთო მოცულობა 40,0 მლნ. მ³, სასარგებლო მოცულობა 39,0 მლნ. მ³.[1] კაშხლის სიმაღლეა 78 მ. სპეციალისტთა შეფასებით, თუ წყალსაცავზე აღიმართება ჰიდროელექტროსადგური შესაძლებელი იქნება გამომუშავდეს 8 მეგავატი ელექტროენერგია.[2] 2009 წელს თავიდან აიცილეს შესაძლო სტიქიური უბედურება, რომლის შედეგადაც დაიტბორებოდა ახლო მდებარე მრავალი სოფელი.[3] იგი აბრკოლებს აგრეთვე კალმახის მიგრაციას პატარა ლიახვის სათავეებში. წყალსაცავი გამოყენებულია საირიგაციოდ და მელიორაციის მიზნით; აგრეთვე რეგიონისთვის როგორც სასმელი წყლის მომწოდებელი წყარო.[4] სანაპიროსთან გაშენებულია სოფლები: ზემო ზონკარი, ქვემო ზონკარი და აწრისხევი.[5]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]