ლარაკვაკვა
Jump to navigation
Jump to search
ლარაკვაკვა | |
---|---|
ქვეყანა |
![]() |
ქალაქები | მესტია, ოჩამჩირე |
სათავე | კოდორის ქედის სამხრეთი კალთა |
სიგრძე | 17 კმ |
აუზის ფართობი | 86.2 კმ² |
ლარაკვაკვა, მდინარე ოჩამჩირისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში, ენგურის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, 2185 მ სიმაღლეზე. სიგრძე 17 კმ, აუზის ფართობი 86,2 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 4,37 მ3/წმ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 129, თბ., 1983 წელი.
|