შინაარსზე გადასვლა

ყელის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყელი (მრავალმნიშვნელოვანი).
ყელის ტბა
ყელის ტბა
ყელის ტბა
კოორდინატები: 42°28′47″ ჩ. გ. 44°18′54″ ა. გ. / 42.4799722° ჩ. გ. 44.3150778° ა. გ. / 42.4799722; 44.3150778
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ახალგორის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 2914 
ფართობი 1,28 კმ²
მოცულობა 0,0316 კმ³
საშუალო სიღრმე 24,7 
მაქსიმალური სიღრმე 63 
აუზის ფართობი 7,8 კმ²
ყელის ტბა — საქართველო
ყელის ტბა
ყელის ტბა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ყელის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ყელის ტბა — ვულკანურ-მყინვარული გენეზისის[1] ტბა საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში.[2] მდებარეობს ყელის ვულკანურ ზეგანზე, ზღვის დონიდან 2914 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 1,28 კმ², საშუალო სიღრმე 24,7 მ, მაქსიმალური სიღრმე 63 მ, წყლის მოცულობა 31,6 მლნ მ³. წყალშემკრები აუზის ფართობი 7,8 კმ². მერიდიანულად გადაჭიმული ტბის ქვაბული შექმნილია დიდი მყინვარული ცირკის ლავური ნაკადის შეგუბებით, რომელიც შემდეგში მყინვარმა გადაამუშავა. უკავია ორი ქვაბული. ტბა საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მაქსიმალური დონე ივნისშია, მინიმალური — თებერვალში. ტბიდან გამოედინება მდინარე ქსანი.[3] ტბა 7–8 თვე ყინულითაა დაფარული. წყალი მტკნარია. თევზი არ არის.[4] ტბა და მისი მიდამოები პერსპექტიულია ტურიზმისათვის.

  1. ლევან მარუაშვილი, საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბილისი, საქართველო, გვ. 64, წელი 1964.
  2. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009.  გვ. 188.
  3. Озера Кельского нагорья, А. В. Зимницкий // ყელის ვულკანური ზეგნის ტბები
  4. Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.