ღალიძგა
ღალიძგა | |
---|---|
![]() მდინარე ღალიძგა ტყვარჩელთან | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
ქალაქები | ტყვარჩელი, ოჩამჩირე |
სათავე |
კოდორის ქედი 42°58′55″ ჩ. გ. 41°51′43″ ა. გ. / 42.982056° ჩ. გ. 41.862194° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | მწვერვალი ხოჯალი |
შესართავი |
შავი ზღვა 42°41′50″ ჩ. გ. 41°28′01″ ა. გ. / 42.697333° ჩ. გ. 41.467194° ა. გ. |
სიგრძე | 53 კმ |
აუზის ფართობი | 483 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 25,1 მ³/წმ |
![]() ![]() |
ღალიძგა (მეგრ. ღალიშ ძგა — „ღელის ნაპირი“) — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ხოჯალის მახლობლად. სიგრძე — 53 კმ, აუზის ფართობი — 483 კმ². ზემო დინებაში მთის მდინარეა კარგად გამოხატული სწრაფი დინებით, ქვემო წელში კი დაბლობზე გამოდის და შავ ზღვას ერთვის ქალაქ ოჩამჩირეს სამხრეთით. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა —ზამთარში. ახასიათებს ხშირი წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი ქალაქ ოჩამჩირესთან — 25,1 მ³/წმ. მთავარი შენაკადებია მდინარე ღეჯირი.
ჩამოუდის ქალაქებს ტყვარჩელსა და ოჩამჩირეს. XVIII საუკუნის წყაროებში მოხსენიებულია როგორც სამურზაყანოს დასავლეთი საზღვარი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 582.