ფარავანი (მდინარე)
ფარავანი | |
---|---|
![]() მდინარის ხედი ხერთვისის ციხიდან | |
ქვეყანა | საქართველო |
სათავე | ფარავნის ტბა |
სიგრძე | 74 კმ |
აუზის ფართობი | 2352 კმ² |
![]() | |
![]() |
ფარავანი, ახალქალაქისწყალი[1], ჯავახეთის მტკვარი — მდინარე საქართველოს სამხრეთ მთიანეთში, ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში. იწყება ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირიდან, ზღვის დონიდან 2073 მ-ზე, ერთვის მდინარე მტკვარს მარჯვნიდან, სოფელ ხერთვისთან. სიგრძე 74 კმ, აუზის ფართობი 2352 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ფარავნის, საღამოსა და სხვა ტბების გავლენით მდინარე ფარავნის ჩამონადენი საკმაოდ რეგულირებულია. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა აგვისტოდან თებერვლის ბოლომდე. თოში, ყინულნაპირისი, ძგიფი და ყინულსვლა ნოემბრიდან აპრილამდეა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 28,9 მ³/წმ. გამოყენებულია სარწყავად და ჰესებისათვის.
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფარავანი“ ვიკისაწყობში.
- ი. აფხაზავა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 221.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.