შემოდგომა
Jump to navigation
Jump to search
შემოდგომა — წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შემოდგომის ბუნიობიდან (23 სექტემბერი) ზამთრის მზებუდობამდე (22 დეკემბერი) გრძელდება. ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდგომას უწოდებენ სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებს. ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში გაზაფხულია. დღე საგრძნობლად მოკლდება, იწყება გრილი ამინდები და ფოთოლცვენა. შემოდის მრავალგვარდი ხილი. ბუჩქები დახუნძლულია კენკრით.
იწყება რთველი, მოსავლის აღების ალო, შემდეგ ყანებს საშემოდგომოდ გადახნავენ. ბევრი ცხოველიც და ადამიანიც ზამთრისთვის საკვებს იმარაგებს. ფრინველების უმრავლესობა თბილ ქვეყნებში მიფრინავს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 711, თბ., 1986 წელი.
|