ქვედის ტბა
Jump to navigation
Jump to search
ქვედის ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 42°33′26″ ჩ. გ. 43°38′06″ ა. გ. / 42.5573250° ჩ. გ. 43.6350833° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1567 მ |
ფართობი | 0,09 კმ² |
მოცულობა | 710 000 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 8,2 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 14,5 მ |
აუზის ფართობი | 12 კმ² |
ქვედის ტბა — შეგუბებული ტბა საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქვედრულის ხეობაში. მდებარეობს ზღვის დონიდან 1567 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,09 კმ², უდიდესი სიღრმე 14,5 მ, საშუალო სიღრმე 8,2 მ. წყლის მოცულობა 710 000 მ³. წყალშემკრები აუზის ფართობი 12 კმ². ტბა გაჩნდა 1896 წელს კლდებოძალის მთის ჩამონგრევის შედეგად. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ქვედის ტბას ერთვის და შემდეგ გამოედინება მდინარე ჯეჯორის მარჯვენა შენაკადი — ქვედრულა.
წყლის დონე მინიმალურია ზამთრაში, მაქსიმალური — ივნისში. წყალი მტკნარია. ტბაში არის კალმახი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 510, თბ., 1986 წელი.