თეძამი
იერსახე
| თეძამი | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | შიდა ქართლის მხარე |
| სათავე |
თრიალეთის ქედი 41°47′17″ ჩ. გ. 43°54′07″ ა. გ. / 41.788111° ჩ. გ. 43.902028° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 2080 მ |
| შესართავი |
მტკვარი 41°56′23″ ჩ. გ. 44°18′41″ ა. გ. / 41.939917° ჩ. გ. 44.311472° ა. გ. |
| სიგრძე | 51 კმ |
| აუზის ფართობი | 394 კმ² |
| მდინარის სისტემა | მტკვარი → კასპიის ზღვა |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 2,32 მ³/წმ |
|
| |
|
| |
თეძამი — მდინარე საქართველოში, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში, სათავე აქვს ზღვის დონიდან 2080 მ სიმაღლეზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ერთვის მტკვარს მარჯვნიდან, სოფ. მეტეხის მახლობლად. სიგრძე 51 კმ, აუზის ფართობი 394 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარსა და ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,32 მ³/წმ. ზამთრობით ჩნდება ყინულნაპირისი, თოში. გაძგიფვა დეკემბრიდან მარტამდე. წყალი სუფთა და გამჭვირვალეა. გამოსადეგია სასმელად. იყენებენ სარწყავად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 55.