გაჭედილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
გაჭედილი
Gachedilikanyon.JPG
გაჭედილის კანიონი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°28′17″ ჩ. გ. 42°22′30″ ა. გ. / 42.47139° ჩ. გ. 42.37500° ა. გ. / 42.47139; 42.37500
ცენტრის სიმაღლე 240
მოსახლეობა 427[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
გაჭედილი — საქართველო
გაჭედილი

გაჭედილისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, ოდიშის ვაკეზე, მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპირო, ზღვის დონიდან 240 მეტრი, მარტვილიდან 8 კმ, სენაკიდან 48 კმ.

სოფელი გაჭედილი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ჭყონდიდის ეპარქიას.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 427 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 573 272 301
2014[1] Decrease2.svg 427 213 214

კანიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ გაჭედილის კანიონი მდებარეობს მდინარე აბაშაზე. კანიონის სიგრძეა 2400 მ, ხოლო ჩაჭრის სიღმე – 20-40 მ. კანიონის შუა ნაწილში 12 მ სიმაღლის ჩანჩქერია.

კანიონში ინახება 75 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები, რითაც ის მსოფლიოში მესამე აღმოჩენაა, რომლის ტერიტორიაზეც პრეისტორიული ხანის ცხოველების ნაშთები ერთად დიდი რაოდენობთაა წარმოდგენილი. ეს აღმოჩენა 2010 წლის ივლისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტთა და მაგისტრანტთა საველე-სასწავლო პრაქტიკის დროს გაკეთდა. აგვისტოში ილიას უნივერსიტეტმა საველე დაზვერვითი ექსპედიცია მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პალეონტოლოგებმა ვიაჩესლავ ჩხიკვაძემ და ვასილ გაბუნიამ. ამ ექსპედიციების შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ გაჭედილში, მდინარე აბაშის ხეობაში დინოზავრის ორი ნატერფალი აღმოჩნდა[3]. სოფელ გაჭედილის კანიონი 2010 წლის 4 ოქტომბერს ნაკრძალად გამოცხადდა[4]. 2011 წელს ილიას უნივერსიტეტმა ხელმეორედ მოაწყო რამდენიმე საკვლევი ექსპედიცია გაჭედილის კანიონში. კანიონის ზოგიერთ მღვიმეში აღმოჩნდა უძველესი ადამიანის არსებობის ნაშთები, მათი ძვლები, ნასუფრალი. გარდა ამისა, ნაპოვნია ცხოველთა გადაშენებული სახეობების ძვლებიც, მათ შორის მღვიმის დათვისა და ბიზონის ნაშთები. ექპედიიციის ერთ-ერთი მონაწილის, ვასილ გაბუნიას თქმით, კანიონში აღმოჩენილი ნაკვალევი დინოზავრის ნაფეხურების მსგავსია, თუმცა ამაზე გადაჭრით საუბარი ძნელია, მანამ, სანამ არ მოხდება კვლევა და შესწავლა აღმოჩენილი მასალებისა[5].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]