ქუთაისი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
me davwere tu sad da ramdeni xalxia qutaisshi
87.253.50.95-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Gaga.vaa-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1: ხაზი 1:
[[Tatra T3R.PV]]{{მრავალმნიშვნელოვნება}}
{{მრავალმნიშვნელოვნება}}
{{ინფოდაფა დასახლება
{{ინფოდაფა დასახლება
|სტატუსი =ქალაქი
|სტატუსი =ქალაქი
ხაზი 45: ხაზი 45:
|კატეგორია ვიკისაწყობში = Kutaisi
|კატეგორია ვიკისაწყობში = Kutaisi
}}
}}
[[ფაილი:Kutaisi W W vert 3 0 View from South.jpg|thumb|300px|ხედი სატელიტიდან]]
qutaisi ert erti uzhvelesi qalaqia, igi dasavlet saqartvelos shua nawilshi mdebareobs. igi mdinare rionis orive napirasaa gashenebuli.
[[ფაილი:Kutaisi2.jpg|thumb|300px|ქუთაისის რუკა]]


'''ქუთაისი''' — [[ქალაქი]] და [[საქართველოს ტერიტორიული მოწყობა|მუნიციპალიტეტი]] [[საქართველო|საქართველოში]], [[იმერეთის მხარე|იმერეთის მხარის]] ადმინისტრაციული ცენტრი. საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე [[რიონი|რიონზე]]. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა [[1811]] წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში ([[730]] წ., [[980]]-[[1072]] წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. მოსახლეობა 192 500 ([[2010]] წ.). ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები, თეატრები, გალერეები. ქუთაისი განათლების ერთ–ერთი ცენტრია საქართველოში.
100 wlis win qutaisshi 32 atasi xalxi cxovrobda xolo 50 wlis win imata xalxis raodenobam da 100 atas miaRwia[[ფაილი:Kutaisi W W vert 3 0 View from South.jpg|thumb|300px|ხედი სატელიტიდან]]{{ციტატა|ხოლო დაჯდა რა ესე ლეონ მეფედ და დაიპყრა ყოველი ეგრისი, არღარა უწოდა ეგრისი, არამედ აფხაზეთი... აღაშენა ქუთაისი ქალაქი და ციხე და ჰყო საყდარი აფხაზთა მეფისა|ვახუშტი ბატონიშვილი}}
ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება [[ძვ. წ. III საუკუნე|ძვ. წ. III საუკუნიდან]], თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი [[კოლხეთის სამეფო|კოლხეთის სამეფოს]] ([[ძვ. წ. VIII საუკუნე|ძვ. წ. VIII]] ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, [[VIII საუკუნე|VIII]]-დან [[XIX საუკუნე|XIX]] საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით [[იმერეთის სამეფო]]ს) ცენტრი. ბიზანტიელი ისტორიკოსი [[პროკოპი კესარიელი|პროკოპი კესარიელის]] (VI ს.) ცნობით:

{{ციტატა|მოხირისის მხარეს ჩამოუდის ერთი მდინარე, სახელად რეონი; მის სანაპიროებთან ძველადვე კოლხებს აუგიათ ციხე... მაშინ ამ ციხეს კოტაიონს უწოდებდნენ ელინურ ენით, ამჟამად კი მას ლაზები ქუთათისს ეძახიან... სხვები კი ამბობენ, ძველ დროში ამ ადგილას ქალაქი იყო და კვიტაიონი ეწოდებოდაო; აქაური იყო აიეტი, რის გამოც პოეტები მას კვიტაიელს ეძახდნენ, კოლხიდის ქვეყანას კიკვიტატიდსო}}

[[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებში]] ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში — [[წერეთელი, აკაკი|აკაკი წერეთლის]], [[ზაქარია ფალიაშვილი]]ს, [[კოტე მარჯანიშვილი]]ს საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირსშესანიშნაობანია: [[ბაგრატის ტაძარი|ბაგრატის ტაძრის]] ნანგრევები ([[XI საუკუნე|XI]] ს.), [[გელათის მონასტერი]] ([[XII საუკუნე|XII]] ს.), [[გეგუთის სასახლე]] (XII ს.), [[სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი|სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი]], ბალნეოლოგიური კურორტი [[წყალტუბო]]. ქუთაისში არის [[ქუთაის-გაენათის ეპარქია|ქუთაის-გაენათის ეპარქიის]] კათედრა და რეზიდენცია.

== ეტიმოლოგია ==
ქუთაისის დაარსების ისტორია და სახელწოდება დღემდე კამათის საგანია. ესეც, ისევე როგორც ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული ბევრი სხვა საკითხი, სამეცნიერო ჰიპოთეზების საგანია. წყაროთა მონაცემები მწირია. ასევე ზოგადია ცოდნა ძველი ქუთაისის გარეგნული იერ-სახის შესახებაც. ისტორიკოსი [[დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი]]ს (XIX ს.) ცნობით:
{{ციტატა|ამბობენ მითომ ქუთაისის სახელი შემდგარიყოს სამთა სიტყვათაგან: ქვა მთა ისი (ესე იგი ქვიან მთაზედ ქალაქი) და შემდგომ ჟამთა ცვლილებისა, უწოდებენ აწ ქუთაისი}}

აია-კოლხეთის დედაქალაქი კჳტაიისი [კოტაისი, კუტაია, კჳტაჲა] პირველად ელინისტური ხანის ბერძნულ თხზულებებში იხსენიება. მათ შორის უმთავრესია [[აპოლონიოს როდოსელი]]ს „არგონოვტიკა“ (ძვ. წ. III ს.), ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ბერძენთა ლაშქრობის შესახებ დაწერილი პოემა.

{{ციტატა|აქ კჳტაიისის ხმელეთსა და კირკეონის ველზე ამარანტების შორეული მთებიდან მორევიანი ფაზისი მიაგორებს ფართო ნაკადს ზღვისაკენ. როდესაც ამ მდინარის შესართავთან მიაცურებთ ხომალდს, დაინახავთ კჳტაიელი აიეტის კოშკებს და არესის ჩრდილოვან ჭალაკს, სადაც მუხის წვერზე ჩამოკიდებულ საწმისს... უთვალთვალებს საზარელი დრაკონი|არგონავტიკა, აპოლონიოს როდოსელი<ref>„ქუთაისი: საქართველოს ძველი ქალაქები“, 2006, თბილისი, გვ. 8</ref>}}

„კჳტაიისის ხმელეთი“, ანუ ქუთაისი მისი მიმდებარე მიწებით ბიზანტიელ ავტორებთან „მოხირისად“ იწოდება; ქართულ მატიანეებში XI საუკუნიდან ამ სახელწოდებას „ქუთათისის ქუეყანა“ ცვლის, XVIII საუკუნეში კი — „ვაკე“. XVIII საუკუნეში „ვაკის“ მცხოვრებნი იმერეთის მეფის ერთგულებაზე იფიცებდნენ და განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდნენ, მათ „ფიცისკაცები“ ეწოდებოდათ.

== ისტორია ==
=== დაარსება ===
ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. არქეოლოგიური მონაცემებით, დღევანდელი ქუთაისის ტერიტორია და შემოგარენი უკვე ასი ათასი წლის წინ იყო დასახლებული. ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე ძვ. წ. VIII-VII საუკუნის ვრცელი დასახლების კვალია შემორჩენილი.

ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია ქუთაისს ე.წ. „მინოსის ხანას“ (ძვ. წ. XVII-XV სს) მიაკუთვნებს. მინოსი, ხელმწიფე [[კრეტა]]ზე, და [[აიეტი]] ძველ ბერძნებს თანადროულ, მოკავშირე და დამოყვრებულ (სიძე-ცოლის ძმა) მეფეებად მიაჩნდათ. ანტიკური დროიდან და შემდგომ ფეოდალურ ხანაშიც ქუთაისი ინტენსიურად ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი, ეგრისი, ლაზეთი, აფხაზეთი) პირველი ქალაქის მდგომარეობას.

ქუთაისი ევროპის უძველეს ქალაქებს შორის მეხუთეა.

=== ეგრისის პერიოდი ===

[[ფაილი:Kutaisi Rioni da citeli xidi (4).JPG|thumb|right|200px|უქიმერიონი]]

III-V საუკუნეებში, ეგრის-ლაზიკის სამეფოს დედაქალაქის ხანაში, ჩამოყალიბდა ქალაქის აღნაგობა, რომელიც შემდეგ საუკუნეების მანძილზე უცვლელი დარჩა. დღევანდელი არქიელის გორაზე ჯერ ციტადელი გაშენდა, შემდეგ კი მას იქვე შიდაქალაქი დაემატა, რომლის გალავანშიც დიდი სასახლე იყო აღმართული. მოგვიანებით რიონის მარცხენა ნაპირისკენ გალავანშემოვლებული ქვედაქალაქი გაიშალა.

VI საუკუნეში ქუთაისი [[ეგრისი]]ს სატახტო ქალაქი იყო. VIII საუკუნის ბოლოს იგი უკვე [[ეგრისი]]სა და [[აფხაზეთი]]ს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქია. ბიზანტიის ვასალობიდან გამოსვლის შემდეგ, ლეონ აფხაზთა მთავარი „აფხაზთა მეფედ“ ეკურთხა და ანაკოფიიდან ქუთაისს გადმოვიდა.

{{ციტატა|ხოლო დაჯდა რა ესე ლეონ მეფედ და დაიპყრა ყოველი ეგრისი, არღარა უწოდა ეგრისი, არამედ აფხაზეთი... აღაშენა ქუთაისი ქალაქი და ციხე და ჰყო საყდარი აფხაზთა მეფისა|ვახუშტი ბატონიშვილი}}


=== შუა საუკუნეები ===
=== შუა საუკუნეები ===

13:28, 1 თებერვალი 2017-ის ვერსია

ტერმინს „ქუთაისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ქუთაისი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ქუთაისი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთი
კოორდინატები 42°15′00″ ჩ. გ. 42°42′00″ ა. გ. / 42.25000° ჩ. გ. 42.70000° ა. გ. / 42.25000; 42.70000
მერი შოთა მურღულია
დაარსდა ძვ. წ. III საუკუნე
პირველი ხსენება ძვ. წ. III საუკუნე
ადრეული სახელები აია, ქუთაია, ქუთათისიუმი
ფართობი 70 კმ²
ცენტრის სიმაღლე 120 მეტრი
მოსახლეობა 147 635 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 2746.9[1] კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 431[2]
საფოსტო ინდექსი 4600[3]
ოფიციალური საიტი kutaisi.gov.ge
ქუთაისი — საქართველო
ქუთაისი
ქუთაისი — იმერეთის მხარე
ქუთაისი
ხედი სატელიტიდან
ქუთაისის რუკა

ქუთაისიქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. მოსახლეობა 192 500 (2010 წ.). ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები, თეატრები, გალერეები. ქუთაისი განათლების ერთ–ერთი ცენტრია საქართველოში.

ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით:

ვიკიციტატა
„მოხირისის მხარეს ჩამოუდის ერთი მდინარე, სახელად რეონი; მის სანაპიროებთან ძველადვე კოლხებს აუგიათ ციხე... მაშინ ამ ციხეს კოტაიონს უწოდებდნენ ელინურ ენით, ამჟამად კი მას ლაზები ქუთათისს ეძახიან... სხვები კი ამბობენ, ძველ დროში ამ ადგილას ქალაქი იყო და კვიტაიონი ეწოდებოდაო; აქაური იყო აიეტი, რის გამოც პოეტები მას კვიტაიელს ეძახდნენ, კოლხიდის ქვეყანას კიკვიტატიდსო“

შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში — აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირსშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის სასახლე (XII ს.), სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

ეტიმოლოგია

ქუთაისის დაარსების ისტორია და სახელწოდება დღემდე კამათის საგანია. ესეც, ისევე როგორც ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული ბევრი სხვა საკითხი, სამეცნიერო ჰიპოთეზების საგანია. წყაროთა მონაცემები მწირია. ასევე ზოგადია ცოდნა ძველი ქუთაისის გარეგნული იერ-სახის შესახებაც. ისტორიკოსი დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის (XIX ს.) ცნობით:

ვიკიციტატა
„ამბობენ მითომ ქუთაისის სახელი შემდგარიყოს სამთა სიტყვათაგან: ქვა მთა ისი (ესე იგი ქვიან მთაზედ ქალაქი) და შემდგომ ჟამთა ცვლილებისა, უწოდებენ აწ ქუთაისი“

აია-კოლხეთის დედაქალაქი კჳტაიისი [კოტაისი, კუტაია, კჳტაჲა] პირველად ელინისტური ხანის ბერძნულ თხზულებებში იხსენიება. მათ შორის უმთავრესია აპოლონიოს როდოსელის „არგონოვტიკა“ (ძვ. წ. III ს.), ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ბერძენთა ლაშქრობის შესახებ დაწერილი პოემა.

ვიკიციტატა
„აქ კჳტაიისის ხმელეთსა და კირკეონის ველზე ამარანტების შორეული მთებიდან მორევიანი ფაზისი მიაგორებს ფართო ნაკადს ზღვისაკენ. როდესაც ამ მდინარის შესართავთან მიაცურებთ ხომალდს, დაინახავთ კჳტაიელი აიეტის კოშკებს და არესის ჩრდილოვან ჭალაკს, სადაც მუხის წვერზე ჩამოკიდებულ საწმისს... უთვალთვალებს საზარელი დრაკონი“
(არგონავტიკა, აპოლონიოს როდოსელი[4])

„კჳტაიისის ხმელეთი“, ანუ ქუთაისი მისი მიმდებარე მიწებით ბიზანტიელ ავტორებთან „მოხირისად“ იწოდება; ქართულ მატიანეებში XI საუკუნიდან ამ სახელწოდებას „ქუთათისის ქუეყანა“ ცვლის, XVIII საუკუნეში კი — „ვაკე“. XVIII საუკუნეში „ვაკის“ მცხოვრებნი იმერეთის მეფის ერთგულებაზე იფიცებდნენ და განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდნენ, მათ „ფიცისკაცები“ ეწოდებოდათ.

ისტორია

დაარსება

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. არქეოლოგიური მონაცემებით, დღევანდელი ქუთაისის ტერიტორია და შემოგარენი უკვე ასი ათასი წლის წინ იყო დასახლებული. ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე ძვ. წ. VIII-VII საუკუნის ვრცელი დასახლების კვალია შემორჩენილი.

ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია ქუთაისს ე.წ. „მინოსის ხანას“ (ძვ. წ. XVII-XV სს) მიაკუთვნებს. მინოსი, ხელმწიფე კრეტაზე, და აიეტი ძველ ბერძნებს თანადროულ, მოკავშირე და დამოყვრებულ (სიძე-ცოლის ძმა) მეფეებად მიაჩნდათ. ანტიკური დროიდან და შემდგომ ფეოდალურ ხანაშიც ქუთაისი ინტენსიურად ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი, ეგრისი, ლაზეთი, აფხაზეთი) პირველი ქალაქის მდგომარეობას.

ქუთაისი ევროპის უძველეს ქალაქებს შორის მეხუთეა.

ეგრისის პერიოდი

უქიმერიონი

III-V საუკუნეებში, ეგრის-ლაზიკის სამეფოს დედაქალაქის ხანაში, ჩამოყალიბდა ქალაქის აღნაგობა, რომელიც შემდეგ საუკუნეების მანძილზე უცვლელი დარჩა. დღევანდელი არქიელის გორაზე ჯერ ციტადელი გაშენდა, შემდეგ კი მას იქვე შიდაქალაქი დაემატა, რომლის გალავანშიც დიდი სასახლე იყო აღმართული. მოგვიანებით რიონის მარცხენა ნაპირისკენ გალავანშემოვლებული ქვედაქალაქი გაიშალა.

VI საუკუნეში ქუთაისი ეგრისის სატახტო ქალაქი იყო. VIII საუკუნის ბოლოს იგი უკვე ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქია. ბიზანტიის ვასალობიდან გამოსვლის შემდეგ, ლეონ აფხაზთა მთავარი „აფხაზთა მეფედ“ ეკურთხა და ანაკოფიიდან ქუთაისს გადმოვიდა.

ვიკიციტატა
„ხოლო დაჯდა რა ესე ლეონ მეფედ და დაიპყრა ყოველი ეგრისი, არღარა უწოდა ეგრისი, არამედ აფხაზეთი... აღაშენა ქუთაისი ქალაქი და ციხე და ჰყო საყდარი აფხაზთა მეფისა“
(ვახუშტი ბატონიშვილი)

შუა საუკუნეები

დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისის ცენტრში
ქუთაისის ცენტრალური, დავით აღმაშენებლის, მოედანი

978 წელს ბაგრატ III-მ ახლადგაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი ქუთაისში გადაიტანა. ამ დროიდან 1122 წლამდე ქუთაისი საქართველოს სატახტო ქალაქის ტიტულს ინარჩუნებდა. ბაგრატ III-ის პერიოდში ქალაქმა მნიშვნელოვნად იცვალა სახე: განახლდა სამეფო სასახლე და ციხე-გალავანი, ხოლო 1003 წელს ეკურთხა ღვთისმშობლის მიძინების ახალი ტაძარი. ეს ტაძარი საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლო უნდა ყოფილიყო, ამიტომ მისი კურთხევა განსაკუთრებულ მოვლენად იქცა. მეფე ბაგრატმა „აკურთხა ეკლესია ქუთათისა განგებითა დიდითა და მიუწვდომელითა, რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ჴელმწიფენიდა კათალიკოსნ, მღვდელმთმოძღუარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღუარნი, და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქუემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი, და სხუათა ყოველთა საჴელმწიფოთანი“ (ქართლის ცხოვრება).

1089 წელს ქუთაისში მეფედ ეკურთხა დავით აღმაშენებელი, რომელმაც 1106-1125 წლებში ქუთაისთან ახლოს ააგო გელათის ტაძარი და უმაღლესი სასწავლებელი — აკადემია, რომელიც „მეორე იერუსალიმად“ და „სხუად ათინად“ იწოდებოდა. გელათი მთელი საქართველოსთვის სიბრძნისა და სიწმინდის კერად იქცა.

1122 წელს, როდესაც დავით აღმაშენებელმა პირველობა არაბთაგან განთავისუფლებულ თბილისს მიანიჭა, ქუთაისი ერთიანი საქართველოს მეფეთა სამყოფლად დარჩა. სამეფო რეზიდენციად რჩებოდა გეგუთის სასახლეც, რომელსაც „საყდარსა დავითიანსა“ უწოდებდნენ. ქუთაისი სამეფო კარის თავშესაფარი და დედაქალაქი ხდებოდა, როდესაც მტრები თბილისს იღებდნენ. ასე იყო 1226 წელს ჯალალ ად-დინის შემოსევისას და 1235 წელს მონღოლთა მიერ აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობისას.

ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ (1489-1810) ქუთაისი კვლავ იმერეთის სამთავროების სამეფო დედაქალაქია. 1386 წელს დაწყებულმა თემურლენგის გამანადგურებელმა ლაშქრობებმა 1403 წელს ქუთაისამდეც მოაღწია. ქალაქი აოხრდა და მოსახლეობა გაიჟლიტა. ამ ლაშქრობის შემდეგ დაიწყო ქუთაისის დაქვეითება. XV საუკუნის იტალიელი მოგზაურისთვის ქუთაისი უკვე ერთ პატარა ბორცვზე მდებარე ქალაქია (ჯოსაფატ ბარბარო, XV ს.).

1555 წლის ირან-ოსმალეთის ზავის შემდეგ იმერეთის სამეფო ოსმალეთის ვასალი გახდა. 1510 წელს ქუთაისს „თათარნი მოვიდნენ და დაწვეს დიდი მონასტერი გენათისა შიგნით და გარეთ, და ქუთათისი და საყდარი, და სხუანი ეკლესიანი“ (ქართლის ცხოვრება). 1669 წელს ოსმალებმა უკვე მთელი საუკუნით დაიკავეს ქუთაისის ციხე. 1691 წელს ბაგრატის ტაძარი დაანგრიეს. XVIII საუკუნეში ქალაქი არაერთხელ ოდიშის მთავარ ლევან დადიანსაც არაერთხელ დაურბევია და გადაუწვავს, რაზეც მოწმობს წარწერა ილორის წმ. გიორგის ტაძარზე.

ქუთაისი ამ პერიოდში სუსტი იყო, თუმცა ვაჭრობა მაინც ხერხდებოდა. კათოლიკე მისიონერი არქანჯელო ლამბერტის (XVII ს.) ცნობით:

ვიკიციტატა
„მთებიდან ჩამოდიან სვანები, რომელთაც ჩამოაქვთ თავისი შინაური ნაწარმი... და ჩამორეკენ ხოლმე თხებს და ცხვრებს. ქართლიდან მოდიან ქართველები და ირანელები, რომელთაც მოაქვთ ირანული შალები და ინდოეთის ფერადი ქსოვილები, ტყავები, დამარილებული თევზი კასპიის ზღვიდან, ხიზილალა და სანელებლები. თურქები სამცხის მხრიდან მოდიან და ბლომად მოაქვთ თავისი სავაჭრო. მაგალითად: უნაგირები და ცხენის საკაზმავები, ხალები, ხანჯლები და თურქული ზანდუკები“

მიუხედავად დაკნინებისა, იმერეთის სატახტო ქალაქი თავის ოდინდელ აღნაგობას მეტ-ნაკლებად მაინც ინარჩუნებდა. ქალაქის მთავარი ნაწილი კვლავაც ძველი ცენტრი იყო: შიდაციხე და გალავნიანი შიდაქალაქი, სადაც ბაგრატის ტაძარი იყო აღმართული. ქალაქის ამ ნაწილს "დიდ ქუთაისს" ან „ზედაქალაქს“ უწოდებდნენ. XVIII ს.-ში ჯერ კიდევ არსებობდა მთის ფერდზე შეფენილი გამაგრებული ქვედაქალაქი, რომელიც რიონის მარცხენა ნაპირზე გადადიოდა და „ჴიდის კარით“ იყო დაცული. გალავანს მიღმა დიდ ქუთაისს გარეთუბანი ემიჯნებოდა.

ზედაქალაქის მნიშვნელობის მიუხედავად, ქუთაისი რიონის მარცხენა ნაპირზე, დაბლობზე ვითარდებოდა. უკვე XV საუკუნეში იმერთა მეფეებს აქ გადმოუტანიათ სასახლე და ქალაქის ახალი უბნებიც მის სიახლოვეს გაშენდა. XVII საუკუნეში აქ უკვე რამდენიმე პალატი, სალხინო „ოქროს ჩარდახი“, კარის ეკლესია და დიდი ჭადარი იდგა. ამ არემარეს "მცირე ქუთათისს" ეძახდნენ. გალავანს მიღმა მეფის ბაღები და დიდი მოედანი იყო გაშლილი. ამ მოედანზე იმართებოდა მეფის საჯარო შეხვედრები, ეწყობოდა ასპარეზობები - ყაბახი, ჯირითი, ხელშუბის ტყორცნა და თოფის სროლა. მოედნის გაყოლებაზე მდებარეობდა „ახალი ქალაქი“, გარეთუბანი, სადაც სავაჭრო რიგები და ვაჭარ-ხელოსანთა სახლები იყო ჩამწკრივებული.

ახალი ისტორია

ქუთაისის ძველი უბანი რესტავრაციის შემდგომ
ოქროს ჩარდახი

1770 წელს მეფე სოლომონ I-მა რუსეთის ჯარის დახმარებით ქუთაისის ციხიდან ოსმალები განდევნა. მეფემ ხონიდან და სხვა ადგილებიდან ვაჭრები გადმოიყვანა და ქუთაისში „ქალაქობა“ (ბაზრობა) აღადგინა. ამ პერიოდიდან ქუთაისის აღორძინების ხანა იწყება.

აღმავლობა სოლომონ II-ის პერიოდშიც გრძელდება. 1800 წელს დაარსდა პირველი სტამბა, გაიხსნა ასამდე სავაჭრო სახლი, სახე იცვალა ქალაქის მოსახლეობამ. XVIII საუკუნეში ქალაქში მოვაჭრე სომხებს, ებრაელებსა და თურქებს, მოგვიანებით სოლომონ II-ის მიერ ახალციხიდან გადმოსახლებული კათოლიკე ვაჭრები დაემატა, რომლებმაც XIX ს.-ში დიდი წვლილი შეიტანეს ქალაქურ ცხოვრებაში.

1804 წლის 25 აპრილს მეფე სოლომონ II იძულებული გახდა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობა მიეღო. 1810 წლის 20 თებერვალს რუსეთმა იმერეთში მეფის ხელისუფლება გააუქმა. ქუთაისში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, რუსეთის ჯარი ჩადგა. 1811 წლიდან ქუთაისი იმერეთის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა, 1840 წლიდან — მაზრის ცენტრი, 1846 წლიდან კი — გუბერნიისა.

ამ პერიოდში მეფეთა სასახლის ადგილი რუსთა მხედრობის ყაზარმებმა დაიკავა. რუსული ადმინისტრაცია ახალ ქალაქში განთავსდა, ხოლო თვით ქალაქის განვითარება რიონის მარცხენა ნაპირზე გაგრძელდა. აქ იყო ძირითადი საცხოვრებელი უბნები, ბაზარი მრავალრიცხოვანი სავაჭრო და სახელოსნო რიგებით, ახალი სამლოცველოები და ყაზარმები. სახლების უმრავლესობა თიხით შელესილი, გარედან კირით შეთეთრებული წნულის იყო. თავადები და მდიდარი ვაჭრები ხის სახლებში ცხოვრობდნენ. 1820-იან წლებში ქუთაისის სამოქალაქო მოსახლეობა 1085 ადამიანს შეადგენდა. აქედან ნახევარი იყვნენ ებრაელები, დანარჩენი კი სომხები და იმერლები.[5] 1850-იან წლებშიც კი 481 სახლიდან ქალაქში მხოლოდ 15 ყოფილა ქვის, დანარჩენი კი „იმერული წესით" იყო ნაგები.[6]

ვიკიციტატა
„კედლები ნაგებია სუფთად გათლილი ხის ფიცრებისგან; ფართო აივნები დამშვენებულია სხვადასხვანაირი რიკულებითა და ბოძებით, და ნაგებობის უკეთეს და ულამაზეს ნაწილს წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი შებურვილია ვაზის რტოებით; ეს არის სტუმრის მისაღები და ოჯახის საყვარელი ადგილი... აივნები აქ იგივეა, რაც ბანურ სახურავები ძველ თბილისში... ლამაზია სახლის ინტერიერიც: ჩუქურთმებით შემკული ფართო ხის ტახტები, ოთხკუთხა გუმბათიანი ჭერი, სუფთა ნათალი ქვისაგან ნაგები დიდი ბუხრები, რომლებზეც ამოკვეთილია ნაირ-ნაირი ლამაზი არაბესკები“
(ვიცე-გუბერნატორი პ. ნგილოსაროვი, 1850-იანი წწ.)

ქუთაისის მოსახლეობა 1860-იან წლებში 6000-ს არ აღემატებოდა. თავადაზნაურობა ძირითადად ქალაქგარეთ ცხოვრობდა. ძველ ქუთაისში სახლობდნენ განდევნილი მეფის მსახურთა და მოხელეთა შთამომავლები. აქვე იყო იმერეთის ეპარქიის მმართველის რეზიდენციაც. რიონის მარცხენა სანაპიროზე გაშლილი ახალი ქუთაისი „ვაჭართა ქალაქი“ იყო. მოსახლეობის ძირითად ნაწილს ქართველი კათოლიკები, სომხები და ებრაელები შეადგენდნენ. ქართველ და სომეხ ვაჭრებს უცხოური საქონელი შემოჰქონდათ, ებრაელები წვრილვაჭრები იყვნენ, იმერლები კი ხელოსნები, მიკიტნები და მედუქნეები იყვნენ. ბერძნები პურს აცხობდნენ. XIX საუკუნის დასაწყისში ქალაქს „თათარი“ (მაჰმადიანი) ლაზები აშენებდნენ, მოგვიანებით კი იმერელი და ბერძენი ქვისმთლელები და დურგლები გამოჩნდნენ. ამათ გარდა, ქალაქში მცირერიცხოვანი რუსი და პოლონელი სამხედოები და მოხელეებიც იყვნენ.

ვიკიციტატა
„ცხოვრება ქუთაისში წააგავს ძველი ბერძნების ცხოვრებას... ბაზარი აქ არის, ისევე, როგორც ათენში, სიცოცხლისა და მოძრაობის ცენტრალური პუნქტი. ხელოსანსაც აქ გამოუფენია თავისი ნაწარმი, მუშაობს ხალხის თვალწინ; ყველაფერი სჩანს: როგორ იზილება ცომი, ცხვება პური, იხარშება წვენი მიკიტანთან, იჭედება ცხენი, ილესება დანა, იკერება წაღა, იპარსება თავი. დუქანი და სახელოსნო ღიაა წინიდან და არაფერია დაფარული საზოგადოებისაგან“
(ფრანგი მეცნიერი ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე, 1830-იანი წწ.)

ქუთაისურ ნაწარმთაგან განთქმული იყო გიშრის ნაკეთობანი, რომლებიც სპეციალურ მაღაზიებში იყიდებოდა. პარასკეობით და კვირაობით გამართულ ბაზრობებზე გარშემო სოფლებიდან ჩამოჰქონდათ სანოვაგე. აქ გახსნილ „იარმუკაზე“ უფრო შორიდანაც ჩამოდიოდნენ ვაჭრები, რომელთაც ძირითადად ევროპული საქონელი ჰქონდათ.

XIX საუკუნის შუა წლებიდან ქალაქში ბევრი სიახლე გაჩნდა. ძველი საასპარეზე მოედნის ადგილას 1848 წელს ბულვარი გაშენდა — ხეივნებიანი დიდი ბაღი ზამბახებით, ბზებით, კაფეთი, გრძელი სკამებით და „სატანციო“ მოედნით. 1820-იანი წლებიდან ქალაქში უკვე არსებობდა კიდევ ერთი საზოგადო ბაღი-მოედანი, სადაც კვირაობით და სადღესასწაულო დღეებში გარნიზონის ორკესტრი უკრავდა ქართულ საცეკვაო მუსიკას. თუმცა ახალი ბაღი ქუთაისში ნამდვილ ცენტრად გადაიქცა.

ვიკიციტატა
„თუ ვისიმე ნახვა გინდოდათ აქ შეხვდებოდით, აქ იყო ყოდვა-გაყიდვა, დაგირავება, დაქირავება, ფულის სესხება, მაჭანკლობა, აქ იმართებოდა დებატები, აქ იყო ბირჟა და გამოფენა ადამიანების, სილამაზის, ტანადობის, ტანსაცმლის. ბაღი ყოველთვის სავსე იყო ხალხით, დღითა და ღამით, კვირაუქმე დღე“
(სამსონ ფირცხალავა, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე)

მოედნის ირგვლივ იყო განლაგებული ქალაქის მთავარი მართლმადიდებლური ტაძრები (წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის "სობორი" და წმ. მთავარანგელოზის ეკლესია), პირველი დიდ სასწავლებლები (კლასიკური გიმნაზია და წმ. ნინოს სასწავლებელი) და ახალი სავაჭრო "ყაფანი". მდიდარი ქუთათურებიც აქვე ცხოვრობდნენ. ქუთათურთა მცდელობით ქალაქი თანდათან ევროპულ იერს იღებდა. ქალაქი საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ცენტრალურ ქუჩებში ხის სახლების მშენებლობის აკრძალვის შესახებ. ხის სახლების ადგილი ნელ-ნელა ქვითკირის ორსართულიანმა ნაგებობმა დაიკავა. გაჩნა ახალი უბნები: ბალახვანი, მწვანეყვავილა, საფიჩხია ბჟოლები, ჭომა და სხვა. ოღროჩოღრო ქუჩები შეცვალა სწორმა, მოკირწყლულმა და განათებულმა ქუჩებმა. ქუჩებს სახელები დაარქვეს. 1862 წელს რიონზე ააგეს პირველი ლითონის ხიდი კავკასიაში, რომელსაც წითელი ხიდი უწოდეს.

ბაზრის ქუჩა (1870).

ამ პერიოდში დაიწყო ქალაქში განვითარება მეწარმოებამ. პეტრე კოკოჩაშვილს „სამაგალითო სუნოვან სასმელი წყლის ქარხანა“ ჰქონდა; ოცხელებს — სამღებროები და არყის სახდელები; ჭალიშვილებს — გიშრის, ბამბისა და მატყლის წარმოება; გოკიელებს, ფირალიშვილებსა და მეფისაშვილს — თამბაქოს ფაბრიკები. აქვე იყო აბრეშუმის „ზაოდი“, საკონდიტრო საამქორები, მიტროფანე ლაღიძის შუშხუნა წყელბის დარბაზი და ყინულის ქარხანა; ასევე აგურის ქარხნები, ღვინის საწარმოები, შამპანურის ქარხანა. გაიხსნა სასტუმროები: „ფრანცია“, „გრანდოტელი“, „ლონდონი“, „პალასოტელი“, „ორიენტი“, „ბელვიუ“, „იტალია“ და სხვა. XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა სინემატოგრაფი (კინოდარბაზები): „რადიუმი“, „მონპლეზირი“ და „თამარი“. 1890-იან წლებში, როდესაც ქუთაისის მოსახლეობამ 32 000-ს გადააჭარბა, ქალაქის ერთ-ერთი სტუმარი წერდა:

ვიკიციტატა
„ეს ალაგი ჩუმი და მოწყენილია. როდესაც ქუთაისში შევედით, გვეგონა განათლების ცენტრში შევედითო... ქუთაისი უფრო ქალაქის მიდამოს ჰყავს, ვინემ თვითონ ქალაქს“
(ემილ ლევიე, იტალიელი მეცნიერი)

ქალაქი უცხოელი სტუმრისთვის უჩვეულო შთაბეჭდილებას ტოვებდა. პატარა, ორსართულიანი სახლები ერთი მხრივ ევროპულს ჰგავდა, მეორე მხრივ კი აივნები და ბაღები ადგილობრივი ორნამენტებით იყო მორთული. პირველ სართულად თითქმის მთელ ქალაქს დარაბების რიგი მისდევდა, სადაც მაღაზიები და საწარმოები იყო მოთავსებული.

ქალაქში გამორჩეულად დიდი ზომის მხოლოდ სასწავლებლები იყო. ქუთაისი მთელი დასავლეთ საქართველოს საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა და იქ ჩადიოდა მთელი რეგიონის ახალგაზრდობა. XX საუკუნის დასაწყისში აქ 24 სხვადასხვა სახის სასწავლებელი არსებობდა. კლასიკური, სათავადაზნაური, წმინდა ნინოსა და რეალური სასწავლებლის გვერდით არსებობდა მრავალი კერძო სკოლაც. მოქმედებდა სასულიერო სემინარია, კათოლიკური და სომხური სამრევლო სკოლები. თუმცა სკოლების უმრავლესობაში ქართული ენა იკრძალებოდა.

1926 წლისთვის ქალაქის მოსახლეობამ 45754 ადამიანი შეადგინა, ხოლო ფართობი 25 კმ2 იყო.[7]

ამჟამად ქალაქში 200 000-მდე მოსახლე ცხოვრობს. 2012 წლიდან ქუთაისი საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი გახდა. ქალაქის ტერიტორიაზე 18 000-მდე კერძო საცხოვრებელი სახლი, 900-მდე მაღლივი კორპუსი და ასობით საზოგადოებრივი დანიშნულების შენობაა განლაგებული.

სატრანსპორტო სისტემა

საავტომობილო გზები

ქუთაისი რამდენიმე მნიშვნელოვანი საავტომობილო მაგისტრალის გადაკვეთაზე მდებარეობს. ქალაქში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1, ასევე საავტომობილო გზები ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი, ქუთაისი-ბაღდათი და ქუთაისი-ტყიბული. ქალაქში არის რკინიგზის სადგური, საიდანაც არის მუდმივი მიმოცვლა თბილისსა და ბათუმში. ქალაქში მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ქუთაისიდან რამდენიმე კილომეტრში, კოპიტნარში, მოქმედებს დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი [8]

რკინიგზის ჩიხში

საქართველოში დასავლეთ - აღმოსავლეთის შემაერთებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 1865 წელს დაიწყო. მე-19 საუკუნის დასავლეთ საქართველოში ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელი და ცნობილი მეურნე ვაჭარი ალექსანდრე ანანოვი იყო. ანანოვები ფლობდნენ აჯამეთის ტყეს და მასთან დაკავშირებულ ხე-ტყის წარმოებას, მათი ღვინის სარდაფები კი საქართველოს ყველა კუთხეში იყო მოფენილი და ყოველწლიურად ღვინის ქარხნებში 600-700 ათას ლიტრ ღვინოს და 150 000 ბოთლ შამპანურს აწარმოებდნენ. მხოლოდ ვარციხის ღვინის სარდაფებიდან მეწარმეები ყოველწლიურად რუსეთში გზავნიდნენ 20-30 ათას სათლ ღვინოს, 30-40 ათას ბოთლ შამპანურს და 60 ათას ბოთლ კონიაკს. ანანოვების მეურნეობას თანამედროვეები დაქირავებული შრომის გამოყენების ნიმუშად მიიჩნევდნენ, მათი ქარხანები მთელი რუსეთის მასშტაბით კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ და საერთაშორისო სიგელები და მედლებიც მრავლად ჰქონდათ მოპოვებული.

1866 წელს, ალექსანდრე ანანოვის ვაჟიშვილები მიხრან და აბგარ ანანოვები, გაემგზავრენ პეტერბურგში და რკინიგიზის ადმინისტრაციაში და სოლიდური თანხის სანაცვლოდ, მოახერხეს პროექტის შეცვლა და სარკინიგზო მაგისტრალის ქალაქ ქუთაისის ნაცვლად სოფელ რიონში, თავიანთ მამულში გამოტარება. ამით ანანოვებმა მიაღწიეს პროდუქციის გატანის გაიაფებასა და გამარტივებას, თუმცა ყოველივე ამის გამო 1871 წელს პირველმა მატარებელმა ქუთაისს გვერდი აუარა და ისე გაიარა რკინიგზის ფოთი - ზესტაფონის, მაშინდელი სადგური ყვირილას მონაკვეთი. 1872 წლის 10 ოქტომბერს თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი, ასევე ქუთაისის გვერდის ავლით ჩავიდა.

ანანოვებმა გვიან გააცნობიერეს მათი დანაშაული ქალაქის წინაშე და ბოლომდე განიცდიდნეს მას. დანაშაულის გამოსყიდის მიზნით, საკუთარი სახსრებით ააშენეს სპეციალური სახლი ყრუ-მუნჯი ბავშვებისათვის და სიცოცხლის ბოლომდე უხვად სწირავდნენ უსახლკაროებისა და ობლების დახმარების ფონდებში. ასევე აქტიურად მიიღენ მონაწილეობა ქუთაისი რიონის რკინიგზის ხაზის მშენებლობაში, რომელიც 1877 წელს დასრულდა, თუმცა მაგისტრალურ რკინიგზაზე რეალური მიერთება მხოლოდ 15 წლის შემდეგ, 1887 წელს, ტყიბული-ქუთაისი-რიონის რკინიგზის დასრულების შემდეგ მოხერხდა.

საგანმანათლებლო დაწესბულებები

ქალაქში მდებარეობს 35 ბაგა–ბაღი, 46 საჯარო და 20 კერძო სკოლა, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი «ქუთაისი», თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი—ქუთაისის ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქ. ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტი, ქ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი „ლამპარი“ , ქ. ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტი „კოლხა“ , ქ. ქუთაისის საერო ინსტიტუტი „გელათი“, ქ. ქუთაისის საინჟინრო ინსტიტუტი , ქუთაისის კვებისა და ფარმაცევტული მრეწველობის ინსტიტუტი , ქალაქ ქუთაისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ბორის ონიანის სახელობის ჰუმანიტარული და სამართლის საერო ინსტიტუტი , საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სახელობის მრავალპროფილიანი ინსტიტუტი, ქ. ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტი, ქ. ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი და რამდენიმე პროფსასწავლებელი.

სპორტი

ფეხბურთი

საქართველოს რიგით მეორე ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი ასპარეზობს საქართველოს უმაღლეს ლიგაში. ტორპედო ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებულია, რაც ამ ტურნირის მეორე მაჩვენებელია.

კალათბურთი

ქუთაისის სპორტის სასახლე

საკალათბურთო კლუბი ქუთაისი 2010 ასპარეზობს საქართველოს სუპერლიგაში.

რაგბი

ქუთაისის აია ასპარეზობს საქართველოს "დიდ 10"-ში


გამოჩენილი ქუთაისლები

დაძმობილებული ქალაქები

თეთრი ხიდი, 1900-იანი წლები.
ნომერი ქალაქი ქვეყანა
1 კოლუმბია, მისური აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
2 ნიუპორტი გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
3 გელზენკირხენი გერმანიის დროშა გერმანია
4 ვიტორია-გასტეისი ესპანეთის დროშა ესპანეთი
5 ნიკეა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
6 ტულა რუსეთის დროშა რუსეთი
7 პლოვდივი ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
8 აშკელონი ისრაელის დროშა ისრაელი
9 რაშთი ირანის დროშა ირანი
10 სამსუნი თურქეთის დროშა თურქეთი
11 გიუმრი სომხეთის დროშა სომხეთი
12 ტიანძინი ჩინეთის დროშა ჩინეთი
13 სინჰუა ჩინეთის დროშა ჩინეთი
13 ლიონი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
14 ბაიონი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
15 დონეცკი უკრაინის დროშა უკრაინა
16 ხარკოვი უკრაინის დროშა უკრაინა
17 ლვოვი უკრაინის დროშა უკრაინა

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე 2002 წლის აღწერის მიხედვით
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. „ქუთაისი: საქართველოს ძველი ქალაქები“, 2006, თბილისი, გვ. 8
  5. ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 134 — „განათლება“, თბილისი, 1987
  6. „ქუთაისი: საქართველოს ძველი ქალაქები“. გვ. 51.
  7. ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა საქართველოს ეროვნული არქივი
  8. ქუთაისში გაიხსნა დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი რადიო თავისუფლება