ტიანძინი (ჩინ.天津) — მეტროპოლისიჩინეთისჩრდილო-აღმოსავლეთით. ეს დასახლებული პუნქტი არის ქვეყნის ოთხი ცენტრალური დაქვემდებარეობის ქალაქიდან ერთი. ტიანძინის ურბანულ ტერიტორიას ესაზღვრება ხებეის პროვინცია და პეკინის მუნიციპალიტეტი (ბეიჯინგი), რაც შეეხება აღმოსავლეთის საზღვარს, ის გადის ბოჰაის ყურეზე რომელიც წარმოადგენს ყვითელი ზღვის შემადგენელ ნაწილს. მოსახლეობის თვალსაზრისით ამ ტერიტორიას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მეექვსე ადგილი უკავია, ხოლო ფართობის მიხედვით მეხუთე ადგილს იკავებს, პეკინის, შანჰაის, გუანჯოუს და შენიანის შემდეგ.
ქალაქ ტიანძინის ფართობი შეადგენს 11 920 კმ². ურბანული ტერიტორია გაშენებულია მდინარე ხაიხეს სანაპიროზე, აქ მდებარეობს პორტი, რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქალაქში. მიუხედავად იმისა რომ ეს დასახლება ყვითელ ზღვასთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, აქ კლიმატი მაინც კონტინენტურია. ტიანძინიდან 96 კილომეტრში მდებარეობს დედაქალაქი პეკინი, ეს ორი ქალაქი ერთმანეთს მაღალსიჩქარიანი რკინიგზის მეშვეობით უკავშირდება.