ბაღდათის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
IM-baghdati-ka.svg

ბაღდათის მუნიციპალიტეტი  დროშა ბაღდათის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

ბაღდათი

რეგიონი

იმერეთის მხარე

სიმჭიდროვე

35.9 [1] კაცი/კმ²

ფართობი

815 კმ2

მოსახლეობის რაოდენობა

21 582[2] კაცი (2014 წელი)

ეროვნება

ქართველები 99.5%
რუსები 0.3%
სომხები 0.1%
უკრაინელები 0.02%
ოსები 0.02%[3]

ბაღდათის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრაში, 1917-28 — ქუთაისის მაზრაში, 1930 წელს გამოიყო ცალკე რაიონად. 1940-90 — მაიაკოვსკის რაიონი ერქვა.

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორია უმეტესად მთაგორიანია, იგ მდებარეობს მესხეთის ქედის კალთებზე, მთისწინეთსა და იმერეთის დაბლობზე. ტერიტორია — 815 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 82.22 კვ.კმ. ბაღდათის ტერიტორიის 67, 5% ტყით არის დაფარული; გავრცელებული ჯიშებია მუხა, კაკალი, კოპიტი, წაბლი, ნაძვი, ფიჭვი, თხმელა. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა ხანისწყალი, რომელიც სათავეს იღებს მესხეთის ქედზე და ერთვის რიონს, აგრეთვე მისი შენაკადები (საკრაულა, ლაიშურა და სხვები).

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიმატი ნესტიანი და სუბტროპიკულია. ზამთარი საშუალოდ ცივია, ხოლო ზაფხული საკმაოდ ცხელი. წლის საშუალო ტემპერატურა +14 გრადუსია ცელსიუსით, იანვარში +4,4 გრადუსია, ივლისში კი +23 გრადუსი. აბსოლუტური მინიმუმი -8 გრადუსი; აბსოლუტური მაქსიმუმი +42 გრადუსი. წლიური ნალექიანობა – 1500 მგ.

წიაღისეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტი მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით, რომელთა შორის აღსანიშნავია მინერალური წყალი საირმე. მუნიციპალიტეტში არის ტუფის, გრანიტის, მარმარილოს საბადოები.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის რიცხოვნობა — 29 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 36 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 23 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 22 სოფელი.

მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. მოქმედებს 12 ტაძარი. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ვანისა და ბაღდათის ეპარქიას ექვემდებარება.

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 29 053
2002 29 446 Increase2.svg
2014 21 582 Decrease2.svg

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, მმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია:

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში ეკონომიკის წამყვანი დარგია მევენახეობა და მეღვინეობა. გავრცელებულია აგრეთვე მეხილეობა, მებოსტნეობა, ნაწილობრივ მეცხოველეობა. მრეწველობის მთავარი დარგია კვების მრეწველობა: ღვინის ქარხნები, ასევე ცნობილია ვარციხის კონიაკის ქარხანა. განვითარებულია საშენი მასალების წარმოება.

მუნიციპალიტეტში გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები ქუთაისის, ზესტაფონის, ვანისა და აბასთუმნის მიმართულებით.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი ბალნეოლოგიური კურორტი: საირმე და ზეკარი. მოიპოვება და იწარმოება მინერალური წყალი საირმე, რომლის 80% ექპორტისათვის არის განკუთვნილი.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში 27 საჯარო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 23 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი. ქალაქ ბაღდათში არის ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი.

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული ძეგლები:

ბუნების ძეგლები:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]