ლვოვი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლვოვი Львів | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
ოლქი | ლვოვის ოლქი | ||||
შიდა დაყოფა | 8 რაიონი | ||||
კოორდინატები | 49°51′00″ ჩ. გ. 24°01′00″ ა. გ. / 49.85000° ჩ. გ. 24.01667° ა. გ. | ||||
ქალაქის მეთაური | ანდრეი სადოვი | ||||
დაარსდა | XIII საუკუნე | ||||
პირველი ხსენება | 1256 | ||||
ფართობი | 171.01 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 296 მ | ||||
მოსახლეობა | 729,429 კაცი (2015) | ||||
სიმჭიდროვე | 4007,6 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +380 32(2) | ||||
საფოსტო ინდექსი | 79000 | ||||
საავტომობილო კოდი | BC / 14 | ||||
ოფიციალური საიტი | city-adm.lviv.ua | ||||
| |||||
ლვოვი (უკრ. Львів; პოლ. Lwów; რუს. Львов; გერმ. Lemberg) — უდიდესი ქალაქი დასავლეთ უკრაინაში, ლვოვის ოლქის ადმინისტრაციული, კულტურული და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი, ასევე ცალკეული რაიონი ამავე ოლქში. მსხვილი სამრეწველო ცენტრი და სატრანსპორტო კვანძი. მოსახლეობაში უწოდებენ გალიციისა და დასავლეთ უკრაინის დედაქალაქს. 2014 წლისათვის ცხოვრობდა 729 038 ადამიანი, რომელთაგან 88% უკრაინელი, 9% რუსი და 1% პოლონელი იყო, დამატებით 200 000 ადამიანი ყოველდღიურად შემოდიოდა გარეუბნებიდან. მოსახლეობის მიხედვით იგი არის ქვეყნის მეშვიდე ქალაქი.
ლვოვი, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით დააარსა კიევის რუსეთის დიდმა მთავარმა დანიელ გალიციელმა XIII საუკუნეში. 1272 წელს ქალაქი გახდა გალიჩ-ვოლინის სამთავროს დედაქალაქი. 1349-1772 წლებში იყო პოლონეთისა და რეჩ-პოსპოლიტას შემადგენლობაში. 1772-1918 წლებში ჰაბსბურგთა მონარქიის შემადგენლობაშია, როგორც გალიციისა და ლოდომერიის სამეფოს ნაწილი, 1918 წელს იყო დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში, 1919-1939 წლებში კვლავ პოლონეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1939-1941 და 1944-1991 წლებში უკრაინის სსრ-ის ნაწილია.
ქალაქის დღეს აღნიშნავენ მაისის პირველ შაბათს.
ლვოვის მთავარი საგანმანათლებლო კერებია ლვოვის უნივერსიტეტი და ლვოვის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. ქალაქში ასევე არის ფილარმონიული ორკესტრი და ლვოვის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი და აქ მრავალი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა. 2006 წელს ქალაქმა დაარსებიდან 750 წლისთავი იზეიმა. 2012 წელს კი უკრაინის იმ ოთხ ქალაქს შორის აღმოჩნდა, რომელშიც გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
![]()
![]() |
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 865 რუს. • ინგლ. • ფრ. |
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- -Video & photo Lviv
- www.lviv.travel — Multilingual official promotional website about Lviv
- city-adm.lviv.ua — Official Lviv city council website (უკრაინული)
- www.inlviv.info — Lviv tourist information (ინგლისური)
- lvovlink.at.ua — maps, news, history, photo, video, community, all about Lviv
- www.lvivcenter.org — Multilingual Website of the Center for Urban History in Lviv
- www.lviv-online.com Lviv Online. The city events guide
|
|