გიშერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიშერი

გიშერი, იგივე სათი, გაგატი — წიაღისეული ნახშირის სახესხვაობა, შავი ფერის ქვა (მინერალოიდი); მქრქალია (საღ მონატეხზე – ელვარე). ახასიათებს სიბლანტე და ნიჟარისებრი მონატეხი; ადვილად ემორჩილება დამუშავებას. სისალე მინერალოგიური სკალით 3–3,5; სიმკვრივე დაახლ. 1300–1400 კგ/მ³.

წარმოიქმნება მეზოზოური ან კაინოზოური ასაკის ზღვიურ შლამში მერქნის მეტამორფიზმის შედეგად. გვხვდება დანაგროვების ან ცალკეული ნატეხების სახით ქვიშაქვებში, მერგელებსა და სუსტად მეტამორფიზებულ ქვანახშირში ან მურა ნახშირში. გიშერს იყენებენ ძირითადად სამკაულების დასამზადებლად. საქართველოს ტერიტორიაზე გიშრის საბადოები განლაგებულია იურული ასაკის ნახშირიან წყებაში (გელათი, ძიროვანი; ტყიბულის მუნიციპალიტეტი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]