ვარციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
ვარციხე
Vartsikhe Church.jpg
ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბაღდათის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°08′59″ ჩ. გ. 42°43′09″ ა. გ. / 42.14972° ჩ. გ. 42.71917° ა. გ. / 42.14972; 42.71917
პირველი ხსენება VI საუკუნე
ადრეული სახელები როდოპოლისი, ვარდციხე
ცენტრის სიმაღლე 80
მოსახლეობა Decrease2.svg 1 559[1] კაცი (2014)
ვარციხე — საქართველო
ვარციხე
ვარციხე — იმერეთის მხარე
ვარციხე

ვარციხე (ვარდციხე) — სოფელი საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში.[2] 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 559 ადამიანი. სოფელში მოქმედებს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი მდებარეობს ისტორიულ იმერეთში, იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყლისა და რიონის შესაყართან. ზღვის დონიდან 80 მეტრი, ბაღდათიდან 17 კილომეტრი. სოფელში გავრცელებულია კაკლისა და თუთის ხეები

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : როდოპოლისი.

ახლანდელი სოფლის ადგილზე ადრინდელ შუა საუკუნეებში მდებარეობდა ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი (ბერძნულ წყაროებში როდოპოლისი, ქართულ წყაროებში ვარციხე, ვარდციხე). პირველად მოიხსენიება VI საუკუნის ბიზანტიურ წყაროებში. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვარციხეს დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა. VI საუკუნის შუა წლებში ეგრისის დიდი ომის დროს ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. პირველად ირანელების თავდასხმის წინ ქალაქის კედელი მოარღვიეს, რათა მტერს შემდგომში ახალ დაპყრობათა პლაცდარმად არ ექცია. IX-XI სს-ში ქალაქმა აღმავლობა განიცადა.

გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარციხე იმერეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო. ისინი იქვე მდებარე აჯამეთის ტყეში ნადირობით ერთობოდნენ. XIX საუკუნეში ვარციხე უკვე სოფლად იყო ქცეული. ციხე-სიმაგრეები, კოშკები და სხვა ნაგებობები ვარციხეში რუსებმა დაანგრიეს. გადარჩა მხოლოდ ეკლესია. მოჰყავდათ სიმინდი, თამბაქო და ბამბა, მისდევდნენ მევენახეობას.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მასივი, ვარციხის მასივი, რომლის ფართობია 1106 ჰა. მდინარე რიონზე სოფლის მახლობლად აგებულია ვარციხეჰესი. სოფელში არსებული კიდევ ერთი საინჟინრო ნაგებობაა აჯამეთის არხი, რომლის მეორე ბოლო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარაშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები