ვლადისლავ რაჩკევიჩი
ვლადისლავ რაჩკევიჩი | |
---|---|
პოლ. Władysław Raczkiewicz | |
დაბადების თარიღი | 28 იანვარი, 1885 |
დაბადების ადგილი | ქუთაისი |
გარდაცვალების თარიღი | 6 ივნისი, 1947 (62 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | დიდი ბრიტანეთი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია პოლონეთის მეორე რესპუბლიკა პოლონეთი[1] გაერთიანებული სამეფო[1] |
განათლება | დერპტის უნივერსიტეტი |
ეროვნება | პოლონელი |
ჯილდოები | Q65823573?, Silver Cross of the Virtuti Militari, Cross of Independence, Army of Central Lithuania Cross of Merit, 1st Class of the Order of the Cross of the Eagle, Grand Cross of the Order of the Southern Cross, Grand Cordon of the Order of Leopold, საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, Grand Cross of the Order of Polonia Restituta, Cross of Independence, honorary doctor of Fordham University და ედინბურგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი |
ვლადისლავ რაჩკევიჩი (პოლ. Władysław Raczkiewicz დ. 28 იანვარი, 1885, ქუთაისი, რუსეთის იმპერია — გ. 6 ივნისი 1947, რუთინი, დიდი ბრიტანეთი) — პოლონელი პოლიტიკოსი, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1885 წლის 28 იანვარს ქუთაისში. მისი მამა — იოზეფ რაჩკევიჩი, საოლქო სასამართლოს მოსამართლე იყო. ოჯახი 1900 წლიდან საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა. სწორედ იქ გაწევრიანდა ვლადისლავი პოლონეთის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში და მთელი ცხოვრება იბრძოდა პოლონეთის დამოუკიდებლობისათვის. სწავლობდა პეტერბურგისა და ტარტუს უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტზე. მუშაობდა მინსკში იურისტად. პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთიდან გაიქცა ავსტრია-უნგრეთში, სადაც შეუერთდა პოლონეთის ნაციონალურ მოძრაობას. იყო პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ოთხი მმართველობის დროს (1921–1930 და 1935–1936 წლებში). 1930–1935 წლებში — სენატორი და სენატის თავმჯდომარე.
გერმანელების მიერ დასავლეთ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ, 1939 წლის სექტემბერში გაიქცა პარიზში. 1939–1947 წლებში იყო პოლონეთის მთავრობის პრეზიდენტი დევნილობაში. გარდაიცვალა 1947 წელს რუთინში (დიდი ბრიტანეთი)
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქუთაისში ერთ-ერთ ცენტრალურ სკვერს მიენიჭა ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე.[2] ხოლო 2022 წლის 26 ოქტომბერს ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი გაიხსნა.[3]
- ვლადისლავ რაჩკევიჩის დაბადებიდან 125 წლისთავის აღსანიშნავად, 2010 წელს ტარტუს უნივერსიტეტში გაიხსნა მემორიალური დაფა. იუბილეს მიეძღვნა ასევე თემატური კონფერენცია, სადაც გამოვიდნენ პოლონეთის წარმომადგენლები. ესტონეთის ისტორიული არქივის ხელშეწყობით ტარტუს უნივერსიტეტის მუზეუმში გამოფენაზე ხელმისაწვდომი გახდა დასათვალიერენლად რაჩკევიჩის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდის დოკუმენტაცია.[4]
- პოლონეთის სენატმა 2017 წელი ვლადისლავ რაჩკევიჩის წლად გამოაცხადა.[5]
- ქალაქ ტორუნში დაიდგა რაჩკევიჩის ძეგლი.
იხილეთ ასევე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქუთაისში ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის სკვერი გაიხსნა
- ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი დაიდგმება
- ვლადისლავ რაჩკევიჩი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Catalog of the German National Library
- ↑ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
- ↑ ქუთაისში ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი გაიხსნა
- ↑ Мемориальная доска в память Владыслава Рачкевича
- ↑ Internetowy System Aktów Prawnych (ISAP)