აკაკი კიბორძალიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
აკაკი კიბორძალიძე
Akaki Kibordzalidze (1963−2001) — Georgian judoka.jpg
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი აკაკი კიბორძალიძე
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 17 აგვისტო, 1963
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
გარდ. თარიღი 10 ივლისი, 2001 (37 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რუსეთი
წონა +95 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ძიუდო
კლუბი „დინამო“ (ქუთაისი)
მწვრთნელი ომარ მერაბიშვილი
ჯილდოები Знак мсмк СССР.jpg
მედლები
მსოფლიო ჩემპიონატი
ვერცხლი ბელგრადი 1989 აბსოლუტური
ევროპის ჩემპიონატი
ბრინჯაო პარიზი 1987 +95 კგ
ვერცხლი პამპლონა 1988 აბსოლუტური

აკაკი კიბორძალიძე (დ. 17 აგვისტო, 1963, ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი — გ. 10 ივლისი, 2001, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი და საბჭოთა ძიუდოისტი. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1963 წლის 17 აგვისტოს ქუთაისში. ძიუდოში ვარჯიში 1973 წლიდან ქუთაისის ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლაში ომარ მერაბიშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო. ჭაბუკთა ასაკიდანვე იცავდა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას.

1981 წელს ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორი წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა თბილისის საერთაშორისო ტურნირზე. აღნიშნული ტურნირი მის კარიერაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული გამოდგა, რადგან ყველაზე ხშირად თბილისის არენაზე ახერხებდა იგი პირველობის მოპოვებას და არაერთი ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხებას.[1]

საბჭოთა კავშირის მე-14 ჩემპიონატს ძიუდოში, რომელზეც აკაკი კიბორძალიძე ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ლენიგრადმა 1987 წლის 12–15 თებერვალს უმასპინძლა. ფინალში ქუთაისელმა ფალავანმა იმ დროისთვის მსოფლიო თასის მფლობელი (1984), ევროპის ორგზისა (1981, 1985) და საბჭოთა კავშირის ექვსგზის (1978, 1981, 1982, 1984, 1985, 1986) ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1984) გრიგორი ვერიჩევი დაამარცხა.[2]

1987 წელს ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, მომდევნო წელს კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი. 1987 წლის ევროპის ჩემპიონატს ძიუდოში პარიზის პიერ დე კუბერტენის სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, სადაც 26 ქვეყნის ძიუდოისტები ჩაებნენ ევროპის ჩემპიონატის მედლებისთვის ბრძოლაში. საბჭოთა ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც არ ყოფილა შემთხვევა საქართველოს წარმომადგენელი არ გამოსულიყო, უკვე ოცდამეხუთედ მონაწილეობდა ამ ტურნირში. ქვეყნის ნაკრებში ამჯერად ორი ქართველი ძიუდოისტი — კობა კურტანიძე და აკაკი კიბორძალიძე შეიყვანეს. კობა კურტანიძისაგან განსხვავებით, აკაკი კიბორძალიძისთვის ეს იყო სადებიუტო გამოსვლა ასეთი რანგის შეჯიბრებაში. პირველ წრეში კიბორძალიძემ შებოჭვით მოუგო ევროპის ჩემპიონს, დასავლეთგერმანელ ალექსანდრ ფონ დერ გრიობენს, შემდეგ ნიდერლანდელი მეტოქეც შებოჭვით დაამარცხა და ნახევარფინალში რუმინელ მიხაი ჩოკს დაუპირისპირდა. ეს შეხვედრა რუმინელი სპორტსმენის სასარგებლოდ დასრულდა, რომელმაც შემდეგ ფინალშიც იმარჯვა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. მართალია ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრის მოგება კიბორძალიძეს არ გასჭირვებია და თავისი სადებიუტო ტურნირიდან მედლის გარეშე არ დაბრუნებულა, მაგრამ ამ შედეგით მაინც უკმაყოფილო დარჩა.[3]

1989 წელს ბელგრადში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში ქართველი ფალავნებისთვის განსაკუთრებით შედეგიანი გამოდგა. საკავშირო ნაკრებიდან ამ ჩემპიონატზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი იღებდა მონაწილეობას და ყველამ წარმატებით იასპარეზა, — ამირან ტოტიკაშვილმა და კობა კურტანიძემ ოქროს მედლები, გია თენაძემ ბრინჯაო, ხოლო აკაკი კიბორძალიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.[1]

აკაკი კიბორძალიძე აქტიური სპორტიდან თბილისის სპორტის სასახლეში 1991 წლის თებერვალში გულშემატკივართა ოვაციების თანხლებით გააცილეს.

2001 წელს ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც იმავე წლის ივლისში, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.[1] დაკრძალულია ქუთაისში.[4]

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახეობა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
ძიუდო დროშა: ესპანეთი ესპანეთი, პამპლონა ევროპის ჩემპიონატი 1988 აბსოლუტური 2nd
ძიუდო დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი, პარიზი ევროპის ჩემპიონატი 1987 +95 კგ 3rd
ძიუდო დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია, ბელგრადი მსოფლიო ჩემპიონატი 1989 აბსოლუტური 2nd

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი
  • 2nd 1989 (აბსოლუტური; ბელგრადი, იუგოსლავია)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი
  • 2nd 1988 (აბსოლუტური; პამპლონა, ესპანეთი)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
  • 3rd 1987 (+95 კგ; პარიზი, საფრანგეთი)
საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი
  • 1st 1983 (აბსოლუტური; თბილისი)
  • 1st 1985 (+95 კგ; თბილისი)
  • 1st 1986 (აბსოლუტური; თბილისი)
  • 1st 1987 (+95 კგ; პოტსდამი, გდრ)
  • 1st 1987 (+95 კგ და აბსოლუტური; თბილისი)
  • 1st 1987 (+95 კგ; სეული, კორეა)
  • 1st 1988 (+95 კგ; თბილისი)
  • 1st 1989 (+95 კგ და აბსოლუტური; კურსკი)
საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი
  • 2nd 1983 (+95 კგ; ვარშავა, პოლონეთი)
  • 2nd 1984 (+95 კგ; ბუქარესტი, რუმინეთი)
საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი
  • 3rd 1979 (+95 კგ; აღმოსავლეთ ბერლინი, გდრ)
  • 3rd 1981 (+95 კგ; აღმოსავლეთ ბერლინი, გდრ)
საბჭოთა კავშირის ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი
  • 1st 1986 (აბსოლუტური; კიევი)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
  • 1st 1987 (+95 კგ; ლენინგრადი)
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
  • 2nd 1988 (+95 კგ; ალმა-ატა)[5]
ევროპის ჩემპიონი (ჭაბუკები)
  • 1st 1981 (+95 კგ; სან-მარინო)

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ბალახაძე, ვასილ (1 დეკემბერი, 2020). „აკაკი კიბორძალიძე: ქუთაისელი გოლიათი ხანმოკლე კარიერითა და ბევრი მედლით“. lelo.ge. „ლელო“. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. 14-ый Чемпионат СССР по дзюдо (Ленинград, 12–15.02.1987). rubin-judo.narod.ru. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2022
  3. გაზ. „ლელო“, 24 მაისი, 1987, № 101 (9512), გვ. 3.
  4. Пачкория, Тенгиз (10 ივლისი, 2001). „Умер грузинский дзюдоист Акакий Кибордзалидзе“. Sport-express.ru. Спорт-Экспресс. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-28. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. 15-ый Чемпионат СССР по дзюдо (Алма-Ата, 04–07.02.1988). rubin-judo.narod.ru. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2022