პილასტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარტივი ხის პილასტრი ლურჯი კარის ირგვლივ

პილასტრი (იტალ. pilastro < ლათ. pila - სვეტი, ბოძი) — გეგმით სწორკუთხა, ბრტყელი, ვერტიკალური შვერილი კედელსა ან ბოძზე. იმეორებს ორდერული სვეტის ყველა ნაწილსა და პროპორციას, მაგრამ მისგან განსხვავებით არ აქვს ენტაზისი. პილასტრს ფართოდ იყენებენ ორდერულ არქიტექტურაში, როგორც კედლის დამანაწვრებელ დეკორატიულ ელემენტს. ზოგჯერ პილასტრი კონსტრუქციულად ამაგრებს კედელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]