1995 წლის 18-19 სექტემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში შედგა საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი საეკლესიო კრება, რომელსაც მართვა-გამგეობის დებულებაში უნდა გაეთვალისწინებინა და აესახა ახალი რეალობა. კრებამ 19 სექტემბერს განიხილა და დაამტკიცა დებულების პროექტი. ახალ დებულებით გაიზარდა ეპარქიათა რიცხვი 15-დან 27-მდე. ეკლესიის მოწყობის საფუძვლად გამოცხადდა წმიდა წერილი და საღმრთო გადმოცემა, წმიდა მოციქულთა, მსოფლიო, ადგილობრივ და წმიდა მამათა კანონები და წესდებები.
1995 წლის 19 სექტემებრს მიღებული საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება დღემდე მოქმედია.