გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია - საქართველოს ეკლესიის სამღვდელმთავრო აღმოსავლეთ საქართველოში, მდებარეობს გარე კახეთისა და ალაზნის ვაკის მიჯნაზე - გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთის ტერიტორიაზე. მოიცავს ქალაქ გურჯაანსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტს. საქართველოს ამჟამინდელი საეპარქიო დანაწილების თანახმად, ესაზღვრება: აღმოსავლეთით - ბოდბის და ნეკრესის ეპარქიები; დასავლეთით - საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია; ჩრდილოეთით - ალავერდის ეპარქია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურჯაანის სამღვდელმთავრო ტერიტორია უძველეს დროს შედარებით მცირე მოცულობის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა და ამ მხარის ადმინისტრაციულ პუნქტად ჭერემი ითვლებოდა.

გურჯაანის ეპარქიის ტერიტორია ისტორიული კახეთის სამეფოს მეორე და მესამე სადროშოს მიეკუთვნებოდა. ამ რეგიონში საქართველოს გაქრისტიანების ახლო ხანებიდან რამდენიმე მსხვილი სამღვდელმთავრო კათედრა არსებობდა, რომელთაც დასაბამი წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამ დაუდო, მათ შორის იყო ჭერემის საეპისკოპოსო, დღევანდელი გურჯაანი-ველისციხის ეპარქიის წინამორბედი. ჭერემის ეპარქია 1750-იან წლებში მოიშალა, მისი სამწყსო კი მეზობელ ეპარქიებს შეუერთდა. 1817-1917 წლებში ქართლ-კახეთის ეპარქიაში შედიოდა. 1917-1995 წლებში...

1995 წლის 5 აპრილის წმ. სინოდის განჩინებით დაარსდა საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქია. საქართველოს ეკლესიის 2002 წლის 14 სექტემბრის წმ. სინოდის სხდომის განჩინებით ეს ეპარქია გაიყო ორად: საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია და გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია, რომლის მწყემსმთავრად დადგენილ იქნა ეპისკოპოსი ექვთიმე ლეჟავა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]