ვანისა და ბაღდათის ეპარქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვანის საკათედრო ტაძარი

ვანისა და ბაღდათის ეპარქია — საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ეპარქია იმერეთში.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპარქია მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, იმერეთის დაბლობზე მდინარეების სულორისა და ხანისწყლის აუზებში. იგი ქალაქებს — ვანს, ბაღდათს და მათ მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. ეპარქიას დასავლეთიდან შემოქმედის ეპარქია ესაზღვრება, ჩრდილო-დასავლეთიდან — ხონისა და სამტრედიის, ჩრდილოეთიდან — ქუთაის-გაენათის, აღმოსავლეთიდან — არგვეთისა და უბისის, სამხრეთიდან კი — ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანობის ქადაგება მოციქულების დროს დაიწყო, როდესაც მათ მოაიარეს ზღვისპირეთი და მდინარე ფაზისს აჰყვნენ. ეგრის-აფხაზეთის სამეფოს და შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში ამავე სახელწოდების საკათალიკოსოს ჩამოყალიბების შემდეგ, ვაკე იმერეთი მის შემადგენლობაში აღმოჩნდა, თუმცა აღნიშნული ეპარქია ცალკე სამღვდელმთავროდ არ გამოყოფილა. თანამედროვე ეპარქიის ტერიტორია იმერეთის სამეფოში არსებულ ქუთაისის და მარგვეთის სამწყსოებში შედიოდა. XIV ს. 30-იან წლებში ჩამოყალიბებული ხონის, შემდეგ აფხაზეთის საკათალიკოსის რეზიდენციის გელათში გადმოტანისას, დასავლეთ საქართველოს საეპარქიო საზღვრები შეიცვალა და ვაკე იმერეთიც მათ შორის გადანაწილდა. XVIII-XIX სს-თა მიჯნაზე ეს მხარე ქუთათელისა და ხონელის სამწყო ტერიტორიას შეადგენდა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ვაკე იმერეთი გაერთიანებული დასავლეთ საქართველოს საეკლესიო შემადგენლობაში - იმერეთის ეპარქიაში შედიოდა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ თანამედროვე ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სამწყსო ქუთაის-გაენათის ეპარქიას მიეკუთვნებოდა.

1995 წ. 5 აპრილის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ვანისა და ბაღდათის ეპარქია ჩამოყალიბდა. 1996 წ. ნოემბრიდან ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მმართველად დადგენილი იქნა ეპისკოპოსი ანტონ ბულუხია.

ადმინისტრაციულად ვანისა და ბაღდათის ეპარქია ორ ოლქად იყოფა: ვანისა (მთავარხუცესი - დეკანოზი პეტრე გიორგაძე) და ბაღდათისა (მთავარხუცესი - არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე).

მოქმედი ეკლესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპარქიის ტერიტორიაზე 22 ეკლესია მოქმედებს, მათ შორის 9 ვანის და 13 ბაღდათის რაიონის ტერიტორიაზე.
ვანის ოლქი
ვანის ყოველთა ქართველთა წმიდათა საკათედრო ტაძარი. წინამძღვრის მოადგილე - დეკანოზი პეტრე გიორგაძე
გორას წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ანდრია პაიკიძე
ზეინდრის წმ. ნიკოლოზის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი იასონ შარიქაძე
სოფ. ამაღლების ქრისტეს ამაღლების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ლუკა ჭულუხიძე
ბზვანის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ზურაბ ბიბიჩაძე
ისრითის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ლონგინოზ მანაგაძე
ქედის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი ზაქარია დვალიშვილი
ტობანიერის იოანე ნათლისმცემლის სამლოცველო. წინამძღვარი - მღვდელი ნიკოლოზ კაცაძე
ყუმურის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი კონსტანტინე გაბუნია.

ბაღდათის ოლქი
ბაღდათის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი (არქიმანდრიტი მაკარი, აბესაძე)
ზემო დიმის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი იოანე ყურაშვილი
საკრაულას ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი მიქაელ გიორგობიანი
ხანის 12 მოციქულის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ბესარიონ მშვილდაძე
წითელხევის ტაძრად მიყვანების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ბასილ ბასილაძე
როკითის ფერისცვალების ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი იოაკიმე ისაკაძე
ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი მარკოზ დარჯანია
ქვედა დიმის მთავარანგელოზთა ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი გაბრიელ დარჯანია
ქვედა დიმის წმ. ნინოს სახელობის სამლოცველო. წინამძღვარი - მღვდელი დოსითეოზ შემაზაშვილი
ობჩის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი დავით ბურჯანაძე
ობჩის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია. წინამძღვარი - იღუმენი ისააკი (ფირცხალავა)
ბაღდათის წმ. თამარ მეფის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელმონაზონი ზაბულონი (ნოდია)
გოთიეთის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელმონაზონი ილია (გამყრელიძე)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]