რუსთავის ეპარქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანე რუსთველი მიტროპოლიტი წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახ. განათლების ცენტრის თავმჯდომარე

რუსთავის ეპარქიააღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქია. იგი მოიცავს ქალაქ რუსთავს. ეპარქიის იურისდიქცია ისტორიული ქვემო ქართლის ვაკეზე ვრცელდება. რუსთავის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება მცხეთა-თბილისის, ჩრდილო-დასავლეთიდან მანგლისისა და თეთრიწყაროს, დასავლეთიდან ბოლნისის, სამხრეთიდან დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიები. რუსთავის ეპარქიის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპარქიის ტერიტორიაზე საქართველოს გაქრისტიანების დასაწყისიდანვე იწყება ეკლესიათა მშენებლობა. IV ს. ბოლოს თრდატ მეფეს

(393-405) რუსთავში დაუდვია “ეკლესიისა საფუძველი”. ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ რუსთავი საეპისკოპოსო ერთეულად აღირაცხა და იგი რუსთავის საერისთავოს ტერიტორიას მოიცავდა. თათარ-მონღოლთა შემოსევების შემდეგ მოოხრდა ქალაქი რუსთავი და რუსთველი ეპისკოპოსის რეზიდენცია გადავიდა მარტყოფში. მარტყოფში მყოფი მღვდელმთავარი კვლავ რუსთველად იხსენიებოდა. XV საუკუნის ბოლოდან სამეფოებად გაყოფილ საქართველოში რუსთველი მღვდელმთავარი კახეთის სამეფოს მეორე სადროშოს სარდლობდა.

სარუსთველო დროშაზე მიწერილნი იყვნენ შემდეგი თავადები, ერისთავები, ეპისკოპოსები და გლეხები: პირველად თვითონ რუსთველი ეპისკოპოსი თავისი ყმით და სამოურაოებით, სამებელი, ავალისძენი, იორსამგორიდან არაგვისპირელნი, გურამიშვილები, გაღმაკახელნი, თიანეთელნი, ფშავ-ხევსურნი, ერწო-ჟალელნი, „მათ შინა მოსახლენი აზნაურნი და თავადნი“, ჩოლოყაშვილები, გიღიდაშვილები, მაყაშვილები, ჯანდიერიშვილები, ზემოთელაველნი, რუსიშვილები, ჯიმითის მოურავნი, საღინაშვილები, ქუმსიშვილები, პანკისის ხეობელნი, ენისელთ მოურავის სახლნი, ჯორჯაძენი, ენისელით და ყმით, ნეკრესელი, ნეკრესის ყმით, გავაზი და ყვარელი და ა.შ. რუსთველს ემორჩილებოდა ასევე “ღმრთაების დროშა”, რომელზეც მიწერილნი იყვნენ ასევე მრავალრიცხოვანი თავად-აზნაურნი, ყმები, “სახასოები” და სხვა ადგილ-მამულები.

ამრიგად, როგორც ზემოთ მოყვანილიდან ჩანს, XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში რუსთველის საეპისკოპოსო და მისი ჯარი კარგად ორგანიზებული, ძლიერი საეკლესიო და ამავე დროს სამხედრო შენაერთი იყო, რომელსაც თავისი მტკიცე და მკაცრად განსაზღვრული ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა.

რუსთველი ეპისკოპოსი კი დამოუკიდებელი და გავლენიანი ხელისუფალი იყო, ამიტომაც საეპისკოპოსოში მცხოვრები მებატონენი ვალდებულნი იყვნენ მას დამორჩილებოდნენ და შესაბამისი ღირსებით მოპყრობოდნენ, რაც გარკვეულ “გამოსაღებადაც” ითვლებოდა XVIII ს-ის I მეოთხედის საქართველოში.

ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში საგანმანათლებლო და მწიგნობრული ტრადიციით გამორჩეული რუსთავის ეპარქიის აღდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

2002 წლის 17 ოქტოძბერს ეპარქიას ეწოდა რუსთავისა და მარნეულის ეპარქია. 1997 წლიდან ეპარქიის მმართელი მღვდელმთავარი იყო მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი). 2008 წლიდან რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მმართველობა დაევალა ცურტაველ ეპისკოპოსს იოანეს (გამრეკელი). 2013 წლის 11 ოქტომბრის წმ. სინოდის განჩინებით მოხდა რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის გაყოფა, რუსთავის ეპარქიის მართველობა დაევალა მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი).

ტაძრები/სამლოცველოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვახტანგ გორგასლის სახ. საკათედრო ტაძარი
  • ღვთისმშობლის მიძინების სახ.ტაძარი (რუსთავის სიონი)
  • გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძარი
  • მიქაელ მთავარანგელოზის სახ. მამათა მონასტერი
  • ღვთისმშობლის ხარების სახ. ტაძარი
  • წმინდა ნიკოლოზის სახ. ტაძარი
  • წმინდა გიორგის სახ. ტაძარი
  • წმინდა ნინოს სახ. ტაძარი
  • ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარი (სასაფლაოზე)
  • მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. მამათა მონ.
  • წმ.გიორგის სახ. ტაძარი
  • ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარი
  • კვიპრიანე და იუსტინეს სახ. ტაძარი
  • წმ.შუშანიკის სახ. ტაძარი
  • იოაკიმესა და ანას სახ. სამლოცველო
  • ცამეტი ასურელი მამის სახ. სამლოცველო
  • წმინდა ალექსი შუშანიას სახ. სამლოცველო
  • წმ.ნინოს სახ. სამლოცველო
  • გრიგოლ ხანძთელის სახ. სამლოცველო
  • წმ.დავით მეფსალმუნის სახ. სამლოცველო
  • ღვთისმშობლის საფარველის სახ.სამლოცველო
  • წმ.ბარბარეს სახ. სამლოცველო
  • წმ.გიორგის სახ. სამლოცველო
  • წმ. გაბრიელ ბერის სახელობის სამლოცველო
  • წმ. აკაკი მორჩილის სახელობის (მოხუცთა სახლი “ქსენონი”)
  • წმ. გრიგოლ ხანცდელის სახელობის სამლოცველო
  • წმ. ბარბარეს სახელობის სამლოცველო
  • წმ.ფერისცვალების სახელობის სამლოცველო
  • წმ.დემეტრე თავდადებულის სახელობის სამლოცველო
  • სულთმოფენობის სახელობის სამლოცველო
  • წმ. მეფე თამარის სახელობის დედათა მონასტერი
  • წმ. გაბრიელ ქიქოძის სახელობის სამლოცველო
  • ქეთევან წამებულის სახელობის დედათა მონასტერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]