ურბნისისა და რუისის ეპარქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ურბნისისა და რუისის ეპარქია
Ruisichurch.jpg
რუისის საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა : საქართველოს დროშა საქართველო
ფართობი : 1092.1 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა : Decrease2.svg 41 316 კაცი
საკათედრო ტაძარი : ურბნისის სიონი
მეორე საკათედრო ტაძარი : რუისის ღვთისმშობლის ტაძარი
მმართ. ეპისკოპოსის ტიტული : მიტროპოლიტი ურბნისისა და რუისისა, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე
მმართ. ეპისკოპოსი : იობი (აქიაშვილი)
მმართ. დასაწყისი : 1996 წლის 21 ოქტომბერი
GEO-SKL-KL.svg

ურბნისისა და რუისის ეპარქია, რუის-ურბნისის ეპარქიასაქართველოს ეკლესიის სამღვდელთმთავრო. მდებარეობს შიდა ქართლში. იგი ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის, რუისისა და ურბნისის სამწყსო ტერიტორიას აერთიანებს, რომელთა ცალ-ცალკე მოხსენიება უკვე ვახტანგ გორგასალის შემდეგდროინდელი პერიოდიდან იწყება. ეპარქია მოიცავს ქალაქ ქარელს და მის მუნიციპალიტეტს. ურბნისისა და რუისის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება გორისა და ატენის ეპარქია, დასავლეთიდან — სურამისა და ხაშურის, ჩრდილოეთიდან — ნიქოზისა და ცხინვალის, სამხრეთიდან კი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურბნისისა და რუისის ეპარქია 2013 წლის 11 ოქტომბრამდე

ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისი ქართველთა განმანათლებელს წმინდა ნინოს უკავშირდება. აქ არსებული უძველესი ეპარქიები V საუკუნის ბოლოს დაფუძნდა.[1] რუისის საკათედრო ტაძრის აშენება წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს მიეწერება. ურბნისის საკათედრო ტაძარიც V-VI საუკუნეების მიჯნაზე აუგიათ, რომელიც ასურელ მამას, თადეოზ სტეფანწმინდელს განუახლებია. ასურელ მამათაგან კიდევ ორი — მიქაელ ულუმბოელი და პიროს ბრეთელი მოღვაწეობდნენ ამ მხარეში. ამ მხარეშივე[2] ჩატარდა წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის დროს რუის-ურბნისის სახელით ცნობილი დიდი საეკლესიო კრება. ორივე საკათედრო ტაძარში და ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში მდიდარი წიგნსაცავები იყო. ქრისტესთვის თავდადებულ მოღვაწეთაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ურბნელი ეპისკოპოსი წმ. ნეოფიტე, წმ. რაჟდენ პირველმოწამე და სხვები.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

დვინის 506 წლის კრებაზე[3] მროველი („მარუელი“[4]) რიგით მეათედაა დასახელებული. XIII ს-ის წყაროს მიხედვით,[5] სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მღვდელმთავართა შორის ურბნელი 21-ე ადგილზე მოიხსენება, ხოლო მროველი — 22-ზე.

1739 წლიდან რუისის კათედრის მღვდელმთავართა ღირსებად მიტროპოლიტობა დადგინდა.[6]

ეპარქია ამჟამად ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას მოიცავს. ძველად კი[7] რუისის ეპისკოპოსი („მროველი“) იყო მწყემსი „რუისისა ზეითისა ქართლისა,[8] ლიხ-ტაშისკარამდე“,[9] მტკვრის მარცხენა მხარეს;1715 წლის “რუისის სამწყსოს დავთრის“ მიხედვით (ნაკლულია) სამწყსოში 1800-ზე მეტი კომლი შედიოდა 90-ზე მეტ სოფელში. XVIII ს-ის ბოლოს[10] იმდროინდელი ძნელბედობის გამო რუისის სამწყსო 46 სოფლამდე იყო შემცირებული, ურბნისისა კი მაშინ 20 სოფელს შეადგენდა.[11]
ურბნისის მღვდელმთავრის („ურბნელის“) სამწყსოში კი დიდი ლიახვის ხეობის უმეტესი ნაწილი შედიოდა, - გორიდან (სამთავროს სამწყსო) ზემოთ, ნიქოზამდე, და ნიქოზის ჩრდილოეთით, მხოლოდ ზოგიერთი სოფლის გარდა; ასევე, XVI ს-დან, ბრეთის ხევის ნაწილი (დვანის წყალზე). როგორ იყო გამიჯნული ეს სამწყსო ნიქოზისა და სხვა ეპარქიებისგან, არკვევს ზუსტი ცნობები, რაც XIX ს-ის დასაწყისისთვის (თუმცა საეკლესიო გეოგრაფია დიდად არ იცვლებოდა) მოიპოვება რუისისა და ურბნისის (ასევე სხვა) ეპარქიების სამწყსო სოფლებსა და ეკლესიებზე, მათ კრებულზე, აზნაურებზე, შემოსავლებსა და ყმების ვალდებულებებზე.[12] იუსტინე მროველის (და ქართლის მთავარეპისკოპოსის) მოხსენებით, რუისის სამწყსოში ამ დროს მოითვლებოდა 38 სოფელი, სადაც 36 მღვდელი, 12 დიაკვანი და ეკლესიის სხვა მსახურნი იყვნენ,[13] უშენი სოფლების რაოდენობად კი 67 არის მითითებული; ასევე იხსენიება 5 მონასტერი;[14] ეპარქიას თბილისში ჰქონია „სასახლეც“.[15] ურბნისის სამწყსოში დიდი ლიახვის ხეობაზე ჩამოთვლილია 21 სოფელი და ქ. ქრცხინვალი (5 ეკლესიით).[16] იულიოს ურბნელი ასევე ასახელებს ზოგ უშენ სოფელს ფრონის სათავეებთან,[17] ბრეთსა და სხვა ტერიტორიებს.[18] თვით რუისში ურბნისის კრებულს 2 ეკლესია ჰქონდა; სულ ეპარქიაში 39 ეკლესია იყო,[19] მათში 37 მღვდლითა და 10 დიაკვნით.[20]
მოგვიანებით რუისისა და ურბნისის სამწყსოების ტერიტორიები გაფართოვდა. ვახუშტის მიხედვით, „აწ ესევე [მროველი] მწყსის [მტკვრის] ხეობასა და სადგერს, ვინაითგან მაწყუერელი არღარა არს“. ურბნელს კი, რომელსაც „ხარისხი და პატივი მაღალი ჰქონებოდა... გარნა ჟამთა ვითარებათაგან და ქუეყანათა იავარ-ქმნისაგან ხარისხთაგანცა დაკნინებულ იყო [ალბათ მღვდელმთავრის ხარისხი იგულისხმება] და სამწყსოცა დამცირებოდა“, კათალიკოსმა 1739 წელს სამწყსოდ მისცა „არა რომლისა ეფისკოპოზისა ნაქონები [ე. ი. საკათალიკოსო სამწყსო და ის ტერიტორია, რომელიც ადრე მაწყვერელს ეკუთვნოდა.] გაღმა-გამოღმა ავალიშვილი და სრულიად ხეობა ზანავსა და ქიმერეთს ზეითი, სადგრითა და ბაგინეთ-გუჯარეთითა“.[21]
რაც შეეხება დღევანდელი ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მტკვრის მარჯვნივ მდებარე ტერიტორიას, ძველად ის, ცალკეული სოფლების გარდა (რომლებიც რუისის სამწყსოში შედიოდა, მაგალითად, ქარელი), მცხეთის საპატრიარქო სამწყსოს წარმოადგენდა.[22]

ეკლესის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წელს აღდგა ურბნისის ეპარქია, რომელიც თითქმის მთელს შიდა ქართლს მოიცავდა, ხოლო ცენტრი იყო ქ. გორი. 1995 წელს გახდა შესაძლებელი ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის რეალური აღდგენა. 1996 წლის ოქტომბრიდან ურბნისისა და რუისის მმართველი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი.

2013 წლის 11 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის თანახმად ეპარქიას გამოეყო ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია და დაარსდა სურამისა და ხაშურის ეპარქია[23].

მონასტრები და ეკლესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპარქიის ძველ და დღევანდელ ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს იხსენიება შემდეგი მონასტრები:

რუისის ეპარქიის ტერიტორიაზე:

1. რუისის ღვთაების (ფერისცვალების) ტაძარი [24] (გადმოცემით, რუისის ტაძარი თავდაპირველად ვახტანგ გორგასალს აუგია. მე-11 ს-ში საფუძვლიანად გადაუკეთებიათ.[25] მე-15 საუკუნეში თემურ-ლენგისგან დაზიანებული კათედრალი „კუალად აღაშენა“ მეფე ალექსანდრე I-მა.[26] XVIII ს-ის ცნობით, რომელიც რუსეთის მმართველ უწყებებს წარედგინა ვახტანგ VI-ის ამალიდან, კათედრალის მთავარი, ფერისცვალების ხატი (ისე როგორც სამთავროსი) „ხელთუქმნელად“ იყო მიჩნეული (ამჟამად ინახება ხელოვნების მუზეუმში).[27] მე-17 ს-ში რუისში ძნელბედობის გამო გადმოიტანეს ერუშეთის ტაძრის სიწმინდეები.[28]);
2. დირბის ღვთისმშობლის მონასტერი (ჯვარის მამის დაქვემდებარებაში, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი ქართლში[29]);
3. არადეთის, წმ. საბასი (სადაც მე-17 ს-ში „გადმოტანილ“ იქნა საფარის მონასტერი);[30]
4. ულუმბის, ღვთისმშობლის მიძინებისა[31] (ამირეჯიბების სათავადო მონასტერი (რომელთაც ადრიდანვე დიდი ღვაწლი დასდეს მონასტერს, - თემურ-ლენგისგან დანგრეული მონასტერი ხელახლა ააშენეს[32]); მისი მაკურთხეველი ეპისკოპოსი კათალიკოს-პატრიარქი იყო).[33][საჭიროებს წყაროს მითითებას], ამჟამად სურამისა და ხაშურის ეპარქიის შემადგენლობაშია;
5. იტრიის, ღვთისმშობლის მიძინებისა (ჩხეიძეების სათავადო მონასტერი, ასევე საპატრიარქო სამწყსო; ბაგრატ მეფის დროინდელ საძირკველზე XVI ს-ში "დიდის ჭირითა და რუდუნებით", 43 წლის მანძილზე ახლად ააგო კათალიკოს-პატრიარქმა დოროთეოს III-მ,[34] ხოლო მომდევნო საუკუნეში შეაკეთა მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზ ჩხეიძემ.[35]) ამჟამად სურამისა და ხაშურის ეპარქიის შემადგენლობაშია;[36]
6. ოჟორის ღვთისმშობლის მონასტერი;[37]
7. ოქონის სამების მონასტერი[38] (ერთი პერიოდი აქ უნდა ყოფილიყო დაბრძანებული ოქონის ტრიპტიქონი, რომელსაც საახალწლოდ "მიუკვლევდნენ" მეფეს[39]);
8. თიღვის, ღვთისმშობლის შობისა[40] (ბოლო სამი ამჟამად სხვა ეპარქიაშია).
9. ერკნეთში, ღვთისმშობლის მონასტერში, იდგნენ მთაწმიდის პორტაიტის მონასტრის ბერძენი ბერები.[41]
(ზოგიერთი სხვა მონასტრის ეპარქიული კუთვნილების გარკვევა ძნელია.[42])

ურბნისის ეპარქიის ტერიტორიაზე:

1. ურბნისის წმ. სტეფანე პირველმოწამის [43] ტაძრისა[44] (ერთ-ერთი უძველესი, V-VI სს. მიჯნაზე აგებული კათედრალი[45] 1668 წელს "ძირითურთ აღმოფხრული"[46] აღაშენა მარიამ დედოფალმა, შემდეგ განაახლა ვახტანგ VI-მ, რომელმაც 1706-1707 წლებში „მონასტრის სამრეკლო“ და გალავანი ააგო და წმ. სტეფანეს ხატი შეამკო.[47] წმ. სტეფანეს მთავარი ხატი, მხატვრობის სპარსული სტილისა, XVI-XVII სს-ისა უნდა იყოს[48] (ეს ხატი და ბარძიმი ამჟამად ხელოვნების მუზეუმში ინახება[49]));
2. ბრეთის;[50]
3. თირის, ღვთისმშობლის შობის[51] (ახლა სხვა ეპარქიაშია, იყო სამეფო მონასტერი, ეპარქიულად შედიოდა კათალიკოსის სამწყსოში.[52] მონასტრის ცნობილი მთავარი ხატი, "თავდების ღვთისმშობელი", უკანასკნელად 1680-იან წლებში შეამკო თაქთაქიძეთა საგვარეულომ; ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია).
(ზოგი მონასტრის კუთვნილების განსაზღვრა ძნელია.[53])

მტკვრის მარჯვნივ, ეპარქიის ამჟამინდელ (ძველად - საკათალიკოსო სამწყსოში შემავალ) ტერიტორიაზე:

1. წრომის მაცხოვრის მონასტერი,[54] ამჟამად სურამისა და ხაშურის ეპარქიის შემადგენლობაშია;
2. სარკის წმ. გიორგის (უშუალოდ სვეტიცხოვლის კუთვნილი;[55] ძველად მთელ ქართლში სახელგანთქმული და თაყვანცემული, მათ შორის მუსლიმანთაგანაც;[56]
3. ყინცვისის, წმ. ნიკოლოზისა (თამარის ეპოქის ძეგლი, ანტონ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის მიერ აგებული; მისი მთავარი ხატიც ხელოვნების მუზეუმში ინახება[57]);
4. ძამის,[58] ნათლისმცემლისა[59] (ეს ორი უკანასკნელი, შემდეგ კი სარკეც[60] — სათავადო, ციციშვილების კუთვნილება იყო,[61] მათი მაკურთხეველი კი - კათალიკოსი.[62] [საჭიროებს წყაროს მითითებას] );
5. ქოზიფის;[63]
6. იოანე მახარებლის მონასტერი (ძამის ან ხვედურეთის ხეობაში);[64]
7. სარმანიშვილისკარის (აბაშიძეთა მონასტერი უნდა ყოფილიყო, სავარაუდოდ — ნათლისმცემლისა.).[65]

ეპარქიის ტერიტორიაზე ასევე აღსანიშნავია ძველი ტაძრები: სამწევრისის, ბრეძის, დვანის (წმ. გიორგის კვართის საყდარი; კოხიჯვარი), ვედრების, მუხილეთის, კეხიჯვრის, ორთუბნის; ზღუდერის,[66] ღოღეთის (სადაც გადმოტანილ იქნა აწყურის ტაძრის სიწმინდეები,[67] ურთხვის,[68] ცოცხნარის,[69] ატოცის,[70] საღოლაშენის, ბრილისა და სხვა;[71] ასევე - თრეხვის ქვაბები და აბუხალოს გამოქვაბულები.

სასულიერო მოღვაწენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპარქიის (ძველ თუ ახალ) ტერიტორიაზე ბევრი ცნობილი საეკლესიო მოღვაწე აღიზარდა თუ აქვე მოღვაწეობდა: არადეთში გადმოტანილი ჯვრის მონასტრის წინამძღვარი არსენ ავალიშვილი, "აღზრდილი კეთილად და სამონოდ ქრისტესა" (შემდეგ ბოდბელი და ალავერდელი ეპისკოპოსი);[72] ნიქოზელი ეპისკოპოსი და ჯვარის მამა დავითი (წარმოშობით ს. აფნისიდან); დომენტი დავითიშვილ-ბაგრატიონი - XIX ს-ის დასაწყისში გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (ს. ფციდან); ქართლის (სამთავროს) მთავარეპისკოპოსი მე-17 ს-ის შუა ხანებში ნიკოლოზ ჩხეიძე (იტრიიდან თუ სურამიდან); მანგლელი ათანასე ტატიშვილი (XVII ს.); წინამძღვარი თეოფანე მაჩაბელი, არქიმანდრიტი ბენედიქტე მამაცაშვილი,[73] ბოდბელი ეპიფანე და ნიკოლოზ ციციშვილები, იღუმენი დიონოსი[74] და მრავალი სხვა (არაერთი ცნობილი საეკლესიო პირი იყო აბაშიძეთა და სხვა საგვარეულოდანაც). აქედან იყვნენ ცნობილი მწიგნობრები და გადამწერები - მაკარი ლეთეთელი და ამბაკუმ თორმანეულელი.

აღსანიშნავია ყინცვისის წინამძღვრების ღვაწლი: დომენტი ბუნიათიშვილის, რომლის ზრუნვითაც ეს მონასტერი მე-18 ს-ის დასაწყისში ერთ-ერთ წამყვანად[75] იქცა აღმოსავლეთ საქართველოში, და ბართლომე ელგანდაშვილისა,[76] რომელიც XIX ს-ში იღვწოდა მონასტრის "გამოწირული" მამულების დასაბრუნებლად. ულუმბის მონასტერს ღვაწლი დასდეს წინამძღვრებმა იაკობ ცალქალამანიძემ (მე-18 ს. დას.) და თეოფანე მეღვინეთხუციშვილმა, რომელიც მე-18 ს-ის მეორე ნახევარში მარტო შეუდგა ლეკთაგან გავერანებული მონასტრის აღდგენას და კლდეში სენაკების გამოკვეთას.[77] კაპანაძეების საგვარეულო, შთამომავლობით ულუმბის დეკანოზები, 90 წელზე მეტი (XVIII-XIX სს-ში) სათავეში ედგა მონასტრის ყმების ბრძოლას ეკლესიისათვის ძველთაგანვე შეწირული ყმა-მამულის თავადთაგან მიჩემების წინააღმდეგ.[78] არადეთში საფარის წმ. საბას მონასტრის სიწმინდეებს პატრონობდნენ იშხნელთა საგვარეულოს სასულიერო და საერო პირნი. არადეთსა და წვერში ჰქონდათ მამულები და აქვე და სხვაგანაც მოღვაწეობდნენ კავკასიძე-კალატოზიშვილი-წინამძღვრიშვილი-დეკანოზიშვილების დიდი და დამსახურებული საგვარეულოს წარმომადგენლები (რომელთა არაერთი წარმომადგენელი XVII-XVIII საუკუნეებში ხელმწიფისა თუ დედოფლის კარის დეკანოზი იყო). ატოცში სადგერის წმ. გიორგის ცნობილ "ჯვარ-ხატს" მოჰყვნენ და დამკვიდრდნენ მათ მცველთა და თანმხლებთა, შოთაძეეების საგვარეულოს წევრები – შემდეგ დეკანოზიშვილი / დიდებულიძეები.[79] რუისში მოღვაწეობდნენ მამაცაშვილები, დეკანოზიშვილები, კლიმიაშვილები, რაზმაძეები, მაღრაძეები, ფანიაშვილები, ქარელში - მცხვედაძეები და მთიულიშვილები, ყინცვისსა და ქარელში - ზურაბიშვილები, სურამში - ნებიერიძეები და ბებიაშვილები, იტრიაში - ქურდაძეები, დირბში - ხურციძე[80] / დეკანოზიშვილები, ხაშურისკენ - ციცქიშვილები, ცხინვალში - ცერაძეები, კასრაძეები, შინდისში - მირზაშვილები, წრომში - დეკანოზიშვილები / ხუცისშვილები და სხვანი, რომელთაგან ბევრი საგვარეულო შთამომავლობით სასულიერო ხარისხისა იყო.

ეკონომიკურ-ტერიტორიული საკითხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუისის კათედრალი, რომელიც უფრო ძლიერი იყო ეკონომიკურად, ერთ-ერთი მსხვილი მემამულე იყო გვიანი შუა საუკუნეების ზემო ქართლში,[საჭიროებს წყაროს მითითებას] რის მიხედვითაც გაიღებდა კიდეც თავის წილს საქვეყნო ხარჯში და გამოჰყავდა მოლაშქრეები.[81]

ეპარქიის დღევანდელ და ძველ ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს (არა მთელი ისტორიის მანძილზე) საეკლესიო[82] სოფლები იყო: ურბნისის კათედრალისა — ურბნისი; რუისისა — ბებნისი და სასირეთი;[83] სვეტიცხოვლისა — ულუმბა, ყინცვისი, სუქითი, სანებელი, ცოლოთი,[84] მოხისი;[85], ბერძენაული,[86] არაშენდა, ოსიაური;[87] იტრიის მონასტრისა — იტრია, ჩუმათელეთი, ზინდისი და ზამთარეთი;[88] ულუმბის მონასტრისა — საღოლაშენი, ქვემო ბრეძა, წაღვლი, ღოღეთი, აძვისი, უწლევი, ბობოკინი და ბროლოსანი; ყინცვისის მონასტრისა — თვალათუბანი[89] და აგარა; სამთავროსი — ქვენატკოცა;[90] იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა — დირბი და ტახტისძირი.[91][საჭიროებს წყაროს მითითებას]

ნაწილობრივი, მაგრამ მნიშვნელოვანი საეკლესიო მფლობელობა ჰქონდათ: რუისის ტაძარს — რუისში (ყმებისა და მიწების მესამედი); ურბნისისას — ღომელაურში (ისანი-ნავთლუღის მიდამოებში, მტკვართან და დირსიჭალასთან[92]); ორივე კათედრალს თბილისში ჰქონდა მიწა და სახლები; იტრიას - ათამდე სოფელში;[93] ულუმბას — ლიხის ქედზე და გაღმა;[94] ოჟორას — ატოცში;[95] წრომის ტაძარს ვრცელი მიწები ჰქონია სოფლის გარშემო;[96] სვეტიცხოველს — ხვედურეთში, ლეთეთში; გარეჯის ლავრას — ოსიაურსა და ლუბრმაში; ატოცის წმ. გიორგის ეკლესიას — ტეზერში და სხვაგან;[97] ქემერტის წმ. გიორგის ეკლესიას — ქემერტში და სხვა მრავალი.[98]

მროველ-ურბნელ მღვდელმთავართა სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მროველი მღვდელმთავრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემორჩენილი წყაროებით მროველი ეპისკოპოსების ქრონოლოგიური სია, წინასწარი დასკვნებით, ასე წარმოგვიდგება:[საჭიროებს წყაროს მითითებას]

  1. უცნობი მროველი, დვინის 506 წ. კრების მონაწილე;
  2. ანტონი მროველ ეპისკოპოსი [X ს. შემდეგ] იხსენიება „შატბერდის კრებულის“ მინაწერში;[99]
  3. გიორგი (XI ს. I ნახ.) — განაახლა და მდიდრულად შეამკო რუისის ტაძარი;[100]
  4. ლეონტი (1066 წ.) — სახელგანთქმული ქართველი ისტორიკოსი და აგიოგრაფი; სელჩუკების მძლავრობის დროს თრეხვის ქვაბების „დიდითა მოჭირვებითა“ გამომკვეთი „ხატისათვის ღმრთეებისა და დღესა ჭირისასა ნავთსაყუდელად“ რუისის საყდრისშვილებისთვის;[101]
  5. ტიმოთე ( [1149-1178 წწ. პერიოდში][102] );
  6. გიორგი (XII-XIII სს.) — დამკვეთი წიგნების გადაწერისა[103] და (სავარაუდოდ) თიღვასთან ახლოს ერთ-ერთი ეკლესიის ქტიტორი;[104]
  7. უცნობი მროველი (XIII ს.), გადამწერი სჯულისკანონისა;[105]
  8. იოვანე (1401 წ.);
  9. უცნობი მროველი (1483 წ.) — მომხრე ქვეყნის ერთიანობისა და მოწინააღმდეგე გათიშულობისა, რომელიც წინ გადაუდგა გაამპარტავნებულ ათაბაგს და ერთიანობისაკენ მოუწოდა (რისთვისაც ევნო კიდეც): "მოვედ და მორჩილ ექმენ მეფესა ჩუენსა, ვინაითგან ხარ მკვიდრი და მონათესავე ჩუენი";[106]
  10. ნიკოლოზი (1517 წ. (?)[107]) — მოხუცებულობის გამო ეპარქიის დამტევებელი და თბილისში, მთაწმიდაზე დამკვიდრებული;
  11. გედეონი ( [1540-იანი წწ. - 1552 წ. პერიოდში][108]) — იმ პერიოდის ცნობილი მოღვაწე;[109]
  12. შიო ციციშვილი (XVI ს. შუა წლები) — მომლოცველი და შეწირულობის ჩამტანი იერუსალიმსა და სინას მთაზე;[110]
  13. თეოფანე (1581 წ.) — ამ წელს მისი სახელი მოხსენიებული ყოფილა ათონის ივერთა მონასტრის დიპტიქებში;[111]
  14. დომენტი ავალიშვილი (1625/1626 წწ.) — ჭკვიანი და პატრიოტი კაცი, მარაბდის ბრძოლის მონაწილე, სადაც პირადი მაგალითი უჩვენა ლაშქარს; ქართული წიგნების დამხსნელი უცხოეთში;[112]
  15. დიონოს ლარაძე ( [1626 წ. შემდეგ] - 1630-იანი წწ.[113]) — რუისის ტაძრის სამრეკლოს მეორედ აღმშენებელი, ზრუნავდა მის წიგნსაცავზე; მანამდე იყო ერუშნელი;[114]
  16. იოანე თაქთაქიძე (1637 წ.[115]);
  17. იესე თაქთაქიძე (თაქთაქიშვილი) (1653 წ. (ქრონიკალური ცნობა[116]) - 1662 წ. (ქვ. ხვითის ეკლესიის საამშენებლო წარწერა ("ი~ე")[117] - [1671 წ.?][118]). — ასევე სამხრეთ საქართველოდან ლტოლვილი საგვარეულოს წარმომადგენელი; ქტიტორი ვარძიის „მეტოქისა“ ქართლში (ქვ. ხვითი);
  18. ფილიპე თაქთაქიძე ( [1671 წ.?] - 1680-1701 წწ.[119]) — თირის მონასტრის ეკვდრის ამგები;[120][121]
  19. გრიგოლი ( [1701-1704 წწ. პერიოდში] ) (უნდა იყოს გრიგოლ არაგვის ერისთვისშვილი, რომელიც მანამდე იყო ხარჭაშნელი ეპისკოპოსი და (1700 წ.) „ულუმბის მოძღვართ-მოძღვარი“,[122] ხოლო გარდაცვალებისას — (ქართლის) მთავარეპისკოპოსი.);[123]
  20. ნიკოლოზ ორბელიანი (ორბელიშვილი) (1711-1724 წწ.,[124] მროველ-ურბნელი 1717 და 1719 წწ.) — სულხან-საბას ძმა, ვახტანგ VI-ის სტამბის პირველი რედაქტორი, მწიგნობარი, ჰიმნოგრაფი, მთარგმნელი, ცნობილი მუშაკი ეპარქიისა და ქართული კულტურის სასიკეთოდ; „საფილოსოფოსოთა ხელოვნებათა შინა მიწევნილი და საღმრთოთა წერილთა შინა გამოცდილი. ამან მრავალნი იამბიკონი შეაწყო ქართველთა წმინდათათვის“. შეადგინა „რუისის სამწყსოს დავთარი“. შედიოდა ანტიირანულ დასში; რუსეთში ყოფნისას მიიღო თბილელობა;[125][126]
  21. ეპიფანე ჯანდიერიშვილი — (უფრო ადრე ზოგჯერ იხსენიებოდა განაყოფი შტოს მიხედვით — ბარამიშვილი) (1725-1729 წწ.), მანამდე - გარეჯის დოდორქის მონასტრის წინამძღვარი;[127][128]
  22. ათანასე ამილახვრიშვილი (1733-1740 წწ.[129]) — რუსეთიდან ჩამოსვლამდე, სადაც ვახტანგის ამალაში იყო, ასტრახანში აკურთხეს არქიმანდრიტად. მროველობის შემდეგ იყო თბილელი, ქართველ მეფეთა ელჩი და ქართული სტამბის გამმართველი რუსეთში;[130]
  23. კირილე ციციშვილი (1736 წ.) — შემდგომში[131] ქართლის (სამთავროს) მთავარეპისკოპოსი; ერთხანს კათალიკოს-პატრიარქი. "ოსმალობის" დროს უსჯულოთაგან წამება გადაიტანა და არ უჩვენა ეკლესიის საგანძური;[132]
  24. იოსებ ჯანდიერიშვილი ( 1739 წ.; [1746-1748 წწ. ?] );[133] შემდეგ იყო რუსთველი,[134] კათალიკოს-პატრიარქი. გადადგომის შემდეგ „სახარჭაშნელო მამული ჰქონდა“.[135] „სათნოებითა და სიწმიდით სიყრმითგანვე გაბრწყინებული“ (ს. ჩხეიძე), მართლმადიდებლობის დამცველი კათოლიციზმის საფრთხისაგან და სასწაულქმედების მადლს მიწევნილი;
  25. ნიკოლოზ ხერხეულიძე (1741 წელს იყო მროველ-ურბნელი,[136] 1741 წ. ბოლოს მხოლოდ მროველად იხსენიება.[137]);
  26. ქრისტეფორე თუმანიშვილი (1740-იანი წწ. I ნახევარი;[138] 1752 წწ.)[139] — სამეურნეო მოღვაწეობით გამორჩეული, ხელთუბანში წმ. მოციქულთა ტაძრის ამგები,[140] აღმოსავლეთის წმინდა ადგილების მომლოცველი;
  27. იოსებ (არაგვის) ერისთვისშვილი ( [1746-1748 წწ. ?]; 1754 წ.) — წიგნების გადამწერი და ტყვეობიდან დამხსნელი; 10 წლის ასაკიდან გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში აღზრდილი,[141] მროველობამდე - ჯვარის მამა და რომელიღაც მონასტრის წინამძღვარი;[142] შემდეგ — ხონელი მთავარეპისკოპოსი (ჩანს, იყო ანტონ I-ის მომხრე, რის გამოც მოუწია ალბათ დასავლეთ საქართველოში გადასვლა[143]);
  28. გერმანე წინამძღვრიშვილი (წარმოშობით — სავარაუდოდ კავკასიძეთა ერთი შტოსაგან) (1758-1775 წწ.[144]) — განაახლა რუისის სამწყსოს დავთარი; ნეტარი იოანე მანგლელის მოწაფე და თანამოღვაწე რუსეთში;[145]
  29. იონა გედევანიშვილი[146] (1775-1780 წწ.) — მანამდე მცხეთის ჯვრის წინამძღვარი;[147] „კაცი ღვთისა“, ლიტერატურის ცნობილი მოღვაწე. მის საგვარეულოსთან დაკავშირებული ინტრიგებისა თუ გაუგებრობის შედეგად[148] მეფის რისხვა შეეხო და კათედრის დატოვება მოუწია;[149] მომლოცველი მთელი მართლმადიდებლური აღმოსავლეთისა; უცხოეთში ყოფნისას, როდესაც შეეძლო კანონიერი საფუძვლით ესარგებლა იქაური მონასტრის ქონებით, უარი თქვა: იტყოდნენ, ქართველი ასე მოიქცა და ჩემი ქვეყნისთვის არ ვქმენი ასეო; გარდაიცვალა მოსკოვში[150];
  30. ნიკოლოზ ყიფიანი (1780-1791 წწ.)[151] — რომელიც მანამდე იყო გარეჯის ნათლისმცემლის „მამა“,[152] შემდეგ - იმერეთის ვარძიის მონასტრის წინამძღვარი. რუისის ტაძარში ხის კანკელის აღმმართველი. „განიდევნა ლეკთა მიზეზით“,[153] მოილოცა იერუსალიმი და სინას მთა, შემდეგ იყო კიევში, 97 წლისა ასტრახანში, გაჭირვებაში გარდაიცვალა;[154]
  31. იუსტინე მაღალაძე (მაღალაშვილი) (1791-1811 წწ. — ორგანიზატორის ნიჭით გამორჩეული, ტაძარში ახალი „ტრაპეზ-ამბიონის“ ამშენებელი (1803 წ.), გორის „სობოროს“ საფუძვლის ჩამყრელი.[155] 1762 წელს, ჯერ ისევ მღვდელ-მონაზონი, რუსეთში, ანტონ I-ის თანმხლებთა შორისაა.[156] შემდეგ, მროველობამდე, ურბნელი იყო.[157] მროველობისას, 1803 წლიდან[158] ბოლომდე[159] ითავსებდა ქართლის (სამთავროს) მთავარეპისკოპოსობასა და (ურბნელობის დროსაც) თირის მონასტრის წინამძღვრობას, შემდეგ — ნიქოზელობასაც. 1810 წ. ნოემბერში, რუსეთში გამგზავრებამდე, ანტონ II-მ მას დაუდასტურა ამ სამი ეპარქიის მართვა და არწმუნა ურბნისის ეპარქიაც,[160] რაც, ცხადია, არ შესრულებულა — რუსეთი საქართველოს ეკლესიის „უკეთესად მოწყობის“ გეგმებს ამუშავებდა.[161][162]

ურბნელი მღვდელმთავრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. წმ. ნეოფიტე (VIII ს.) — ჩვენთვის ცნობილ ურბნელთაგან პირველი, არაბობიდან მოქცეული ჭეშმარიტ რწმენაზე და ურბნისის ეპისკოპოსად ხელდასხმული, რომელმაც მოწამებრივი აღსასრული ჰპოვა;
  2. თეოდორე ლუკას ძე — IX-X საუკუნეებში აღადგინა ურბნისის „უფროის ზომისა დაძუელებული“ და დაზიანებული ტაძარი;[163]
  3. ვლასი[164] (1566 წ. - [1570 წ.][165]) - „კაცი ზეცისა და ანგელოზი ქუეყანისა“, ქართული კულტურის მოამაგე, არაერთი ძველი ხელნაწერის გადამრჩენელი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში,[166] გაჩანაგებული ეპარქიის აღდგენისათვის მოღვაწე;
  4. ბარნაბა[167] (XVI ს.[168]) — ათონის ივერთა მონასტერში ნამყოფი და წიგნების დამკვეთი;
  5. ზაქარია ბარათაშვილი (1655 წ.[169]);
  6. ეფთვიმე (1667 წ.[170]) — (შესაძლებელია, იგივე ევდემოზ რატიშვილი);
  7. ევდემოზ[171] რატიშვილი[172] (1666[173]-1674 წწ.[174]), — 1680-იანი წწ. II ნახევარში, ქართლის მთავარეპისკოპოსობისას, - ასევე "ეფთვიმეოს",[175] გარეჯის ერთ ხელნაწერში — „ევდემონ(-)ყოფილი ეფთვიმეოზ“;[176] „ტკბილ სიტყვითა, მშვიდ გულითა“, ყანჩაეთის ჟამნ-გულანის შემქმნელი, თანამოღვაწე მარიამ დედოფლისა ურბნისის ტაძრის აღდგენისას, ავტორი სასულიერო ლექსებისა. ურბნელობის შემდეგ იყო მანგლელი,[177] ქართლის (სამთავროს) მთავარეპისკოპოსი (1680-იანი წლებიდან), გიორგი XI-თან ძლიერ დაახლოებული პირი.[178] მასთან ერთად, ჩანს, პოლიტიკური მიზნით, 1680-იან წლებში ევროპელთა წინაშე აღიარებდა კათოლიკობას. სიცოცხლის ბოლო წლები გარეჯში გაატარა;[179]
  8. იოსებ ჯავახიშვილი (1697-1700 წწ.) — ზრუნავდა ეპარქიის ეკონომიკურ გაძლიერებაზე; შემდეგ იყო მანგლელი;[180]
  9. ქრისტეფორე ფალავანდიშვილი (1706 წ.)[181] — ჯვარის მამა, ურბნელობის შემდეგ — ქვათახევის წინამძღვარიც, შემდეგ ქართლის (სამთავროს) მთავარეპისკოპოსი. მხარში ედგა ვახტანგ VI-ს ტაძრის აღდგენისა და სამრეკლოს მშენებლობის დროს; მასვე გაჰყვა რუსეთში;
  10. ელისე იშხნელი (აქ: "იშხნელი“ არადეთში დამკვიდრებული აზნაურების გვარია და არა ელისეს (უწინდელი) ხარისხის მაჩვენებელი; ზოგ საბუთში გვარს უთითებდა მამის სახელის მიხედვით — მერის[ე]ლისძე[182]) (1708-1712 წწ.) — დიდად მოღვაწე ეპარქიის კეთილდღეობისათვის, არადეთში წმ. საბას ეკლესიის აღმადგენელი;
  11. დომენტი გილდაშვილი (1714-1716 წწ.) — ურბნელობამდე იყო წილკნელი (1700 წ.), შემდეგ, რაღაც პერიოდში, ჭერემელი; ჩანს, გამაჰმადიანებულ იესე მეფესთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა;
  12. ნიკოლოზ ორბელიანი (მროველ-ურბნელი 1717-1719 წწ);
  13. ნიკოლოზ გლურჯიძე (1724 წ.) — რუსეთში გაჰყვა ვახტანგ VI-ს;[183]
  14. ნიკოლოზ ხერხეულიძე (1733-1741 წწ.[184]), ურბნისში სამშენებლო საქმიანობის გამგრძელებელი — აღადგინა ტაძრის ზღუდე; ჰქონდა არცთუ ცუდი პოეტური ნიჭი. შემდგომ - კათალიკოს-პატრიარქი;[185][186]
  15. გაბრიელი (1747 წ.);
  16. ფილიპე გურამიშვილი (1748-1751 წწ.) — შემდეგ იყო სამთავნელი;[187]
  17. იოსები (უნდა იყოს ზემოთ ნახსენები მროველი იოსებ (არაგვის) ერისთვისშვილი, რომელსაც ანტონ I-ის ხელახლა აღსაყდრების შემდეგ (1763 წ.) ქართლში დაბრუნების საშუალება მიეცა[188][საჭიროებს წყაროს მითითებას]) (1764-1771 წწ.[189]) — დიდად მზრუნველი სატაძრო სოფელ ურბნისზე;
  18. იუსტინე მაღალაძე (1771-1791 წწ. 1812 წლის დადგომიდან მას, შეკვეცილი უფლებებით (რადგან მრევლს სურს, რომ დაკრძალვებზე ეპისკოპოსი ჰყავდეთ, მას „ეს არ ეკრძალება, ოღონდ ისე, რომ ეპარქიის მართვაში არ ჩაერიოსო“[190]), ახალი მმართველობისგან ურბნისის ეპარქია „გადაეცა“, მისი შემოსავლებით სარგებლობის უფლებით;[191][192]);
  19. იულიოს თუხარელი (1791-1808 წწ.) — ურბნელობამდე — ნიქოზელი, სამთავნელი. სათნო და ეკლესიისათვის დიდად მზრუნველი ყველა კათედრაზე ყოფნისას (რის გამოც ზოგჯერ „არა უყვარდათ“);[193][194]
  20. დოსითეოზ ფიცხელაური (1808-1810 წწ.) — არქიმანდრიტი;[195] საბოლოოდ გადაყენებულ იქნა ეპარქიის მრევლის მოთხოვნით — ხარისხის შეუსაბამობის გამო[196] (და ახალი მმართველობის თანმხვედრი სურვილითაც, რადგანაც მის დანიშვნას ერთ-ერთ ბრალდებად უყენებდნენ ანტონ II-ს[197]). თუმცაღა, იყო დიდი ენერგიის, ორგანიზატორული ნიჭისა და საქმიანობის მქონე პიროვნება, ერთდროულად 6 მონასტრის წინამძღვარი, რომელთაც თავისი ზრუნვის კვალი დაატყო. რუსული მმართველობისას — თელავისა და კავკასიის არქიეპისკოპოსი, კავკასიის მთიელთა მოქცევით ცნობილი.[198]

ურბნელი მღვდელმთავრები ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 17 სექტემბერი, 1917 - 5 ივლისი, 1920 - ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე)
  2. 1920-1922 - ვაკანტური
  3. 13 ივნისი, 1922 - 26 თებერვალი, 1925 - მიტროპოლიტი ქრისტეფორე (ციცქიშვილი)
  4. 26 თებერვალი, 1925 - 9 ოქტომბერი, 1925 - ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე), შეთავსებული ჰქონდა წილკნის ეპარქიასთან
  5. 9 ოქტომბერი, 1925 - 20 ოქტომბერი, 1926 - მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი)
  6. 20 ოქტომბერი, 1926 - 12 იანვარი, 1927 - მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე), შეთავსებული ჰქონდა ნინოწმინდის ეპარქიასთან
  7. 20 იანვარი, 1927 - 6 ოქტომბერი, 1930 - ეპისკოპოსი სვიმეონი (ჭელიძე)
  8. 6 ოქტომბერი, 1930 - 8 მარტი, 1933 - ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე)
  9. 8 მარტი, 1933 - 7 თებერვალი, 1938 - ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია), შეთავსებული ჰქონდა წილკნის ეპარქიასთან
  10. 19 მარტი, 1938 - 30 აპრილი,1944 - ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი), შეთავსებული ჰქონდა წილკნის ეპარქიასთან
  11. 30 აპრილი, 1944 - 5 აპრილი, 1952 - მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე)
  12. 1952-1956 - ვაკანტური
  13. 28 აგვისტო, 1956 - 2 ივლისი, 1972 - მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი)
  14. 1972-1977 - შეთავსებული ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ს (დევდარიანი)
  15. 15 თებერვალი, 1978 - 25 მაისი, 1978 - მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი)
  16. 20 ოქტომბერი, 1978 - 17 სექტემბერი, 1984 - მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე)
  17. 17 სექტემბერი, 1984 - 14 ოქტომბერი, 1988 - ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი), შეთავსებული ჰქონდა წილკნის ეპარქიასთან
  18. 14 ოქტომბერი, 1988 - 5 აპრილი, 1995 - მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი)

1995 წლის 5 აპრილის წმინდა სინოდის განჩინებით ურბნისის ეპარქია სამად გაიყო:

  • სამთავისისა და გორის ეპარქია
  • ურბნისისა და რუისის ეპარქია
  • ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია

პირველი ეპარქიის მმართველად დარჩა მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი), ურბნისისა და რუისის კათედრაზე დაინიშნა ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე), ხოლო ნიქოზისა და ცხინვალის კათედრაზე გამოირჩა მღვდელ-მონაზონი ისაია (ჭანტურია), იკურთხა 1995 წლის 9 აპრილს. 1995 წლის 31 ივლისს ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე) გადაიყვანეს ბოლნისისა და დმანისის ეპარქიაში და ეს ეპარქია დროებით მთავარეპისკოპოსმა ვახტანგმა შეითავსა.

1996 წლის 21 ოქტომბრიდან ურბნისისა და რუისის კათედრაზე დაინიშნა ეპისკოპოსი იობი (აქიაშვილი), ამჟამად მიტროპოლიტი.

2013 წლის 11 ოქტომბერს ურბნისისა და რუისის ეპარქია გაიყო ორად:

პირველის მმართველად დარჩა მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), მეორეს მმართველად გამოირჩა იღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი), ეპისკოპოსად იკურთხა 2013 წლის 10 ნოემბერს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მგალობლიშვილი მ., სანიკიძე თ., , საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 435-437, თბ., 1990 წელი.
  • საქართველოს ისტორია ტოპონიმიაში : ტომი II. გამომცემლობა,,უნივერსალი", თბილისი, 2010.
  • მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული. გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე", თბილისი, 2017.
  • სერგო ვარდოსანიძე. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.). თბილისი, 2017.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვახტანგ გორგასლის მიერ კათალიკოსობის დადგენასთან ერთად ახლად დაარსებულ 12 საეპისკოპოსოს შორის რუისის ეპარქია დასახელებული არაა, რაც იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ კათედრა აქ მანამდე უნდა ყოფილიყო; ეპისკოპოსთა არსებობა კათალიკოსობის დაარსებამდეცაა დადასტურებული. ასევე მიჩნეულია, რომ ურბნისის ეპარქია V საუკუნეშივე არსებობდა, - ყოველ შემთხვევაში, გრანდიოზული კათედრალის მშენებლობა V-VI ს-ში ძნელი წარმოსადგენია ადგილობრივი მღვდელმთავრის გარეშე.
    ივ. ჯავახიშვილის აზრით, მართალია, ჯუანშერი ქართლის კათალიკოსის სამწყსოში ვახტანგ გორგასლის დროს სულ 16 საეპისკოპოსოს ახსენებს, „მაგრამ ეს სია, ცხადია, სრული არ არის... ამ თავის ცნობაში საკუთრივ შიდა ქართლის საეპისკოპოზოებს ცოტას ასახელებს, — სახელდობრ, სულ სამს, — და მათგან ურბნისის საეპისკოპოზოც კი დაჰვიწყებია... თუ ცურტავის სამეფო სახლის, რუისის ან ურბნისისა, წილკნისა და სამთავისის საეპისკოპოზოებსაც მივათვლით, მაშინ 21 სამწყსო იქმნება და V ს. შუა წლებისა და მეორე ნახევრისათვის ეს რიცხვი დაახლოვებით სწორი უნდა იყოს. უეჭველია V ს. დამლევისათვის მეტიც უნდა ყოფილიყო“ (ქართველი ერის ისტორია, ტ. I, § 10).
  2. კრების ზუსტი ადგილის შესახებ, როგორც ცნობილია, არაერთი მოსაზრებაა გამოთქმული. ერთ-ერთი ბოლოდროინდელი მოსაზრებით, ეს სამეფო სადგური, წაღულისთავი შეიძლებოდა ყოფილიყო (წაღვლს ზემოთ; ასეთ შემთხვევაში ულუმბასთან იქნებოდა ახლოს; იხ. ქ. ჩხატარაიშვილი, დავით აღმაშენებლის ეპოქის ისტორიისათვის, მაცნე (ისტორიის სერია), 3, 1989).
  3. „ეპისტოლეთა წიგნი“.
  4. აქედან შემდეგ - „მრუელი“ / „მრუველი“ - „მროელი“ / „მროველი“; იგივე თავსართი, მაგალითად, „მტბევარისა“ და „მაწყვერლის“ წოდებაშიცაა. იხ. „მრავალთავი“, 1973, № 2, ზ. სარჯველაძე, „მროველი თუ მრუველი“.
    თვით რუისის სახელწოდების წარმომავლობას, ჩვეულებრივ, „რუსგან“ ვარაუდობენ და მიიჩნევენ, რომ იმ დროს რუისი ქალაქ ურბნისის სამეურნეო გარეუბანი უნდა ყოფილიყო. რუისი და რამდენიმე ახლო სოფელი გვიან პერიოდშიც ერთ სარწყავ არხზე იყო დამოკიდებული (ი. დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები (ქსძ), ტ. 8, № 100). ზოგჯერ მისი მოვლა-გამგებლობა მროველს ებარა, მაგ., 1810 წ. ახალი მმართველობისგან: „რადგან თქვენი ბრწყინვალება ამ რუისში [უპირატესი] მემამულე არის ამისთვის თქვენ გაბარებ ამ რუს საქმეს“ (ხელნაწერთა ინ-ტი, Sd-3311). 1820 წ. ურბნისის ეკლესიის ყმებმა ახალ საეკლესიო უწყებას ამ არხისა და ქართველ მეფეთა მიერ მისი გაყოფის განწესების აღდგენის თხოვნით მიმართეს, სადაც იმასაც ამბობდნენ, რომ „დიდი თამარ მეფის დროს სხვა რუც გვქონია, მაგრამ მაშინვე მოშლილა და აღარ არის“ (ცსა, 488, № 518). არქიმანდრიტი ნიკიფორე (იხ. ქვემოთ) კი 1818 წელს, ალბათ მაშინდელი ადგილობრივი (რუისელთა) გადმოცემით (ალბათ რუისის ტერიტორიაზე მიმავალ არხზე და არა - ეკლესიასთან არსებულ ცალკე წყაროზე, რადგან ეკლესიის კუთვნილი ნაგებობების მის მიერვე შედგენილ აღწერაში წყარო არ იხსენიება - ცენტრალური საისტორიო არქივი (ცსა), ფონდი 488, № 222, ფ. 16), წერდა: „ფრიად წარსულის, ათას ხუთასის წლის რიცხვში, საქართველოს მეფის მირიანისგან აქავ „სობორო“ ეკკლესიის მახლობლად ერთი კეთილი წყარო ყოფილა აღშენებული საუცხოოთ თლილის ქვითა და კირითა, რომლისა ძლით და მიზეზით ეს სოფელი აღშენებულა და ეს „სობორო“ დადგმულა. ეს წყარო სრულიად დაქცეული, რომლისა ძლით მცხოვრებელნი დიდათა წუხდნენ... ძველსავე „პლანზედ“ ქვითკირით აღუშენე და აგურის თაღით შევკარ“ (ცსა, 488, № 235, ფ. 4).
  5. „კურთხევა მირონისა“ („განგება დარბაზობისა“). ქსძ, ტ. 2, № 20 (მასში წარმოდგენილნი არიან აღმ. და სამხ. საქართველოს მღვდელმთავრები; შდრ. ქსძ, ტ. 2, № 105; ასევე იხ.: გ. ჯანდიერი, XVII საუკუნის აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული ქრონოლოგიის საკითხისათვის, მრავალთავი, I, 1971). ნ. შოშიაშვილის აზრით, ეს ძეგლი VIII ს-ზე გვიანდელი არაა (ნ. შოშიაშვილი, ურბნისის ძველი ქართული წარწერები, პალეოგრაფიული ძიებანი, 1, 1965, გვ. 45).
  6. ხელნაწერთა ინ-ტი, Qd-341; ქსძ, ტ. 3, გვ. 753.
  7. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით (1724 წლისთვის).
  8. ფრონეების - დვანის, ფცის, ალისა და სურამის წყლების ხეობები, გარდა ბრეთისა და დვანის ფრონეს სათავეებში მდებარე რამდენიმე სოფლისა.
  9. ზანავისა („სამწყსოს დავთარი“) და ახალდაბის ქვეყნის ჩათვლით, სარმანიშვილიდან კორტანეთამდე (იხ. დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, 1985 წ., გვ. 62-64).
  10. „კათალიკოზის სამწყსო სოფელნი და ხელქვეშენი მღვდელმთავარნი ქართლსა და კახეთში“, - ქსძ, ტ. 3, № 541 (1788-1811 წწ. ანტონ II მიხედვით; მღვდელმთავართა მიხედვით დოკუმენტი 1791-1803 წლებისაა).
  11. რაც არაა გასაკვირი; უფრო ადრე ქართლ-კახეთში ეპარქიების ნახევარი დაცლილი იყო აოხრებისაგან, - იქვე, № 373 (წიგნში 1770-იანი წლებითაა განსაზღვრული, მაგრამ იოსებ ურბნელის მიხედვით 1764-1771 წლების დოკუმენტია).
  12. ცსა, ფ. 488, № 65398; ფონდის კატალოგსა და ტომის სათაურში ნაჩვენებია 1813 წ., მაგრამ მღვდელმთავართა მოხსენებები კათალიკოს-პატრიარქის მიმართ 1803 წლის გაზაფხულზეა შეკრებილი (რუისზე - ფ. 58-59, ურბნისზე - ფ. 44-45, ნიქოზი - ფ. 38, სამთავრო - ფ. 60-62).
  13. სურამში 4 ეკლესია იყო, ფხვენისში 2, დირბში, ჯვარის მამის მონასტრის გარდა - 2 ეკლესია სოფელში.
  14. ჯვარის მამისა დირბში, ასევე, როგორც ძველად მოქმედნი: იტრიაში - ღვთისმშობლისა, არადეთში - წმ. საბასი, ოქონაში - წმ. სამებისა, თიღვაში - ღვთისმშობლის შობისა.
  15. „მროვლის სასახლედ“ წოდებული სახლი სინოდის კანტორის წინ, მტკვრის პირას, „წყლის ქუჩაზე“ იდგა (ცსა, 489, № 64810, ფ. 132; № 127, ფ. 11; იმ დროს იქ სასულიერო ნაწილში მომსახურე ჩინოვნიკები ცხოვრობდნენ). ასევე იხ. ქსძ, ტ. 7, № 649; მ. ბერძნიშვილი, თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, გვ. 9-10.
  16. კერძოდ: ტინისხიდი, საქაშეთი, ახალდაბა, თედოწმინდა, აშენდა (არაშენდა), ლელისთავი, ვარიანი, ყელქცეული, გორიჯვარი (რომელიც არ უნდა იყოს გორიჯვარი გორთან ან ს. გარეჯვარი), შინდისი, გუჯაბაური, ზემთხვისი, დგვრისი, „მეორე დგვრისი“, თამარაშენი, აჩაბეთი, კეხვი, ქურთა და, ლიახვის მარცხნივ, - ქემერტი, ძარწემი, ხეითი.
    სამთავროს სამწყსოში ლიახვთან ახლოს მდებარე სოფლებიდან დასახელებულია: ერედვი, თერგვისი, ბროწლეთი, მეღვრეკისი, ერგნეთი, ზღუდერი, ტირძნისი. ნიქოზის ეპარქიად მითითებულია: ქვემო ნიქოზი, ტბეთი, კუსირეთი, თიხრევი, საბაწმიდა, ქვ. და ზ. ხვითი (ტექსტი ამ ადგილას დაზიანებულია, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე პუნქტი უნდა ყოფილიყო; 1798 წელს ნიქოზლის სამწყსოდ 4 სოფელია მითითებული, - ქსძ, ტ. 8, № 440).
  17. „საწინამძღვრო თირის მონასტერი“ (თუმცა ეს 1770-იანი წლებიდან იყო) და უშენი სამწყსო სოფლები იქვე: ყორნისი, წუნარი, რუსთავი, ძარი, დამპალეთი, აბოწმიდა.
  18. თორის, სადგრის, გუჯარეთის ხეობები და მტკვრის ხეობა ზანავს ზემოთ, - იხ. ქვემოთ.
  19. XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან ლეკიანობის გამო ლიახვის ხეობა უფრო მჭიდროდ იყო დასახლებული; როგორც არაერთი საბუთიდან ჩანს, ფრონის ხეობებიდან ბევრი იქ იყო გახიზნული. ამით აიხსნება ის, რომ, რუისის სამწყსოსგან განსხვავებით, ბევრ სოფელში 2 ან 3 ეკლესია იყო მოქმედი.
  20. 1811 წელს კი რუისის ეპარქიაში 52 მოქმედი ეკლესია და 42 მღვდელი იყო, ურბნისისაში - 40 ეკლესია და ამდენივე მღვდელი (Акты Кавказской археографической комиссии (Акты), IV, გვ. 165; რუსული სამოქალაქო მმართველობა ამ და სხვა ეპარქიების ეკლესიებისა და ღვთისმსახურების აღნუსხულ რიცხვებს „დიდ და უსარგებლო რაოდენობად“ მიიჩნევდა (გვ. 162), რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ ბევრგან რამდენიმე სოფელი რომელიმე მათგანის (საშტატოდ დანიშნულ) ეკლესიას მიაწერეს, რის გამოც მრევლს სალოცავად სხვაგან სიარული უჭირდა და ამის გამო ამ ეპარქიების ტერიტორიაზე მცხოვრებნიც ხშირად ჩიოდნენ (მაგ., ცსა, 488, № 294, 491, 569. შტატის ეკლესიებისა და მათზე მიწერილი სოფლების ჩამოთვლა: ცსა, 489, № 880, 955; 2, № 816, ფ. 6-9).
  21. ამ საბუთით ურბნელ ეპისკოპოსს გადაეცა გუჯარეთისწყლის ხეობის ორივე ნაწილი: ზემო - გუჯარეთი (რომელიც თრიალეთზე ესაზღვრება ძამის ხეობას) და ქვემო - სადგერი. - დ. ბერძენიშვილი, იქვე.
  22. ქსძ, ტ. 3, № 541: კათალიკოსს „საკუთრად თვისად სამწყსოდ“ მთელ ქართლ-კახეთში, გარდა მისივე სამწყსო მონასტრებისა, ჰქონდა „ქალაქიდამ დაწყებული მრთელი გამოღმა მხარი ქართლი ხეობამდინ“ („აწ ჰყავს“ მიემართება არა გაღმამხარს ზოგადად, არამედ იქ იმ დროისთვის დაუცლელი („შენი“) სოფლების რაოდენობას; ხოლო ხეობა (აწყურის სამწყსომდე) იმ დროს ურბნელისთვის იყო გადაცემული, - იხ. ზემოთ).
  23. სინოდის სხდომის ოქმი გამოქვეყნდა
  24. „ფერისცვალების საკათედრო ტაძარი“; „ღვთაების ფერისცვალების ეკლესია“ (ცსა, 1450-38/37); „საყდარი ღვთაებისა“ („ახალი ქართლის ცხოვრება“; ქსძ, ტ. 3, № 245, სამიტროპოლიტო ხარისხის მინიჭების შესახებ - „ძველადგან რუისს ღმრთაების საყდარსა მიტრაპოლიტი არ კურთხეულიყო, საეფისკოპოზო იყო“; ქსძ, ტ. 4, № 216; დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან (დსსი), I, № 316; ცსა, 1450-30/29, 1450-32/31, 1450-48/20); „საყდარი ღვთაებისა და ხატი ფერისცვალებისა“ (1450-31/69; ხელნაწერთა ინ-ტი, Ad-1502, გვ. 26-27) და სხვ. ძალიან იშვიათად იხსენიება ასევე „ხატი მიძინებისა“ (1450-28/22, Sd-57).
    მონასტერი რუისის ტაძარში, მაგალითად, 1710-იან წლებში იყო („ღვთაების მონასტერი“ - Qd-362; იხ. ქვემოთ, შენ. მროველ ნიკოლოზ ორბელიანზე), ისედაც, XVII-XVIII სს. არაერთ საკათედრო ტაძარში მონასტერი სხვადასხვა პერიოდში არსებობდა.
  25. გ. ჩუბინაშვილის მიხედვით, უძველესი ტაძარი VII ს-ის I ნახევარზე ადრეული არ ყოფილა, მეორე ფენა X ს-ს მიეკუთვნებოდა, მესამე ფენა კი, XI საუკუნისა, არა შეკეთებისთვის, არამედ ამ საეკლესიო-ფეოდალური ცენტრის მნიშვნელობის ხაზგასმისთვის იყო შესრულებული. - იხ. რუისის ტაძრის ისტორიისათვის (ენიმკის მოამბე, V-VI, 1940, გვ. 439-446). რუისის ტაძრის უძველესი ფენა ზოგი მოსაზრებით V საუკუნისაა, ზოგით - VIII-IX სს. (საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა (სძა), ტ. 5, გვ. 385)).
  26. 1823-1824 წლებში „ფრიად დაძველებული“ ტაძარი ადგილობრივმა მრევლმა და ბლაგოჩინმა შეაკეთეს: „კედელნი გარედგან გამაგრებულ იქმნა თლილის ქვის ჩასხმითა, ვითარცა ახალი ნაშენი და გარედგანვე თეთრად კირით გაილესა. დაეხურაცა კრამიტი „სობოროსა“ დიდის აგურის ლომფინითა... თოთხმეტი ფანჯარა გაუკეთდა მინის სანათურითა და გალესილ იქმნა შიგნიდამ იგი „სობორო“ თეთრად და სამკვეთლო მოკირწყლულ იქმნა დიდრონის აგურებით... დავკიდე ხომლი ბროლისა... სრულებით განშვენდა“ (ცსა, 488, № 23466, ფ.8). 1830-იან წლებში გუმბათი გადახურეს (ცსა, ფ. 489, № 3401; ფ. 48, № 80).
    1885 წელს ტაძარი კვლავ გადახურეს და გალესეს („მწყემსი“, № 4, 1886).
  27. მისი აღწერა - იხ. ე. თაყაიშვილი. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წ. პირველი. გვ. 109-112.
  28. აქვე მე-19 ს-ის 40-იან წლებში ჯერ კიდევ ინახებოდა ღვთისმშობლის ძვირფასი ხატი, რომელიც შემდეგ უკვალოდ გაქრა.
  29. მაგ., 1450-51, № 169-180; მთავარ ხატს „კუბოსა ღვთისმშობელი“ ეწოდებოდა (მაგ., Qd-19953-ა). ს. დირბის შეწირულობაზე, მაგ., „Описание рукописей церковнаго музея духовенства Грузинской Эпархии“, 1908; Hd-15041.
  30. ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტ. 3, გვ. 559. ასევე, მაგ., Hd-1767, Hd-14678.
  31. 1449, № 2345; ასევეა აღწერილი მისი მთავარი ხატი მონასტრის განძეულის ჩამოთვლისას (1818 წ., ცსა, 488, № 948, ფ. 22-25).
  32. „საძირკუელიცა არა დაშთომილ იყო“; თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, გვ. 207-213; გ. ოთხმეზური, შიდა ქართლის მცირე სათავადოები (XV-XVII სს.), - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, დისერტაციების ფონდი (თუმცა XV-XVI სს მიჯნაზე არის მონასტრის სვეტიცხოვლისთვის შეწირულობის სიგელი; ცსა, 1449, № 1642). ასევე იხ. შენიშვნა გრიგოლ მროველზე.
  33. მაგ., ქსძ, ტ. 4, № 440; 1449, № 1642; „კათალიკოსის სარგო და წილი“ - ცსა, ფ. 1451-2ბ, ულუმბის საბუთები, № 2 (ფ. 59).
  34. ქსძ, ტ. 3, № 75.
  35. 1449, № 1935. ტაძარშივეა დაკრძალული.
    ვახუშტის დროს წინამძღვარი აღარ იჯდა, „ხუცის ამარა“ იყო. გ. ავალიშვილის აღწერით, 1819 წელს მონასტრის უმეტესი ნაწილი „დაქცეული“ იყო. 1837 წელს თავადმა ჩხეიძემ და მრევლმა შეაკეთეს, თუმცა ქვის თაღი შეკრული არ იყო (488, № 6435, ფ. 98, 102), 1840 წელსაც მითითებული იყო ახალი თაღის საჭიროება (488, № 6689, ფ. 28). 1850 წელს კედლები შეაკეთეს (ცსა, 489, № 13725; თუმცა ცნობები წინააღმდეგობრივია - იმავე წლის სხვა მოხსენებით (ეგზარქოსი - სინოდის კანტორას; ცსა, 488, № 15165) თლილი ქვით ნაშენი იტრიის სამრევლო ეკლესიის კედლები სრულიად მყარი იყო, მაგრამ ტაძარს თაღი და სახურავი არ ჰქონდა, მხოლოდ საკურთხეველი იყო გადახურული, ისიც -- კანკელსა და საბიჯგებზე დაყრდნობით). ტაძრის განახლება ასევე აღნიშნულია 1860 წელს, 1872 წ. კი - გალავნისა (489, № 30704).
  36. მთავარი ხატი, ნიკოლოზ ჩხეიძის ძმის, ბეჟანის მიერ შემკული, თითქოს ასევე ხელოვნების მუზეუმში უნდა იყოს. მისი წარწერა - ხელნაწერთა ინ-ტი, პირადი ფონდები, № 230 (ვ. კარბელაშვილი), ფ. 10-11.
  37. Qd-9586 (1699 წ.). ვახუშტის დროს მონასტერი უკვე მოშლილი იყო. მისი ყმები „მცხეთის ეპარქიას“ (ალბათ - სვეტიცხოველს) ეკუთვნოდნენ: ცსა, 488, № 274, ფ. 9-10 (1818 წ. კამერალური აღწერა).
  38. სხვ. პერიოდში იყო გაბელიძეების, ფალავანდიშვილების, სამეფო მონასტერი (Hd-8731).
  39. ოქონის ხატი, როგორც ცნობილია, არამარტო მოგვიანებით, უფრო ადრევე, გორში იყო. ხატის სხვადასხვა ვერსიებსა (მათ შორის ს. ოქონიდან) და მის ისტორიაზე იხ. სტატია.
  40. 1451 წელს გიორგი VIII-მ თიღვა მისი საყდრით (ასევე - ულუმბა) გაბელიძეებს დაუმტკიცა (ცსა, ფ. 489, № 61935, ფ. 85-86; საბუთი სხვაგან არ შემონახულა). თავიდან სამეფო მონასტერი უნდა ყოფილიყო.
  41. “ქართლის ცხოვრება“, IV, გვ.375; ე. ნიკოლაძე, საქართველოს ეკლესიის ისტორია, 1918 წ. გვ. 120; ცსა, 1450-31/42; Hd-11067 (1660-იანი-1670-იანი წწ.), Ros/d-2079 და სხვ.; თვით სოფელი ეპარქიულად რუისის სამწყსო იყო, ისე როგორც, მაგალითად, დირბი (Qd-347; ერთი დოკუმენტით XVIII ს-ში იყო შემთხვევა, როდესაც ჯვრის მამის ადგილობრივი დეკანოზი მროველს არ იხსენიებდა, რისთვისაც კათალიკოსისგან მკაცრი შეგონება მიიღო).
  42. მაგალითად, ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე XVIII ს. დოკუმენტით იყო გეთსამანიის მონასტერი ხეფინისხევში, რომელიც ერეკლე მეფემ იმერეთიდან გადმოსულ ზაალ აბაშიძეს უბოძა (Hd-2189), წინამძღვრის ძველად განწესებული რიგის მოუშლელად.
    იგივე ეხება ნუნისის ღვთისმშობლის მონასტერს (აბაშიძეთათვის „საერთო“ იყო), რომელიც 1770 წლისთვის გეთსამანიასთან ერთად ქართლის მონასტრების ჩამოთვლაშია; ისე როგორც საარქიმანდრიტო ულუმბა და ყინცვისი, ისინიც დაცლილი იყო აოხრებისგან (ვ. მაჭარაძე, მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველო ურთიერობის ისტორიისათვის, ნაწ. III, ნაკ. I, გვ. 551).
    თავისთავად საინტერესოა ქვიშხეთთან მდებარე სოფელ მონასტრის სახელწოდება.
    1755 წ. დოკუმენტში ატოცის წმ. გიორგის ეკლესიას “მონასტერს“ უწოდებენ, მაგრამ არცერთი სხვა წყაროთი მსგავსი რამ არ ჩანს და უფრო პატივსაცემად უნდა იყოს წოდებული (1448, № 5258).
  43. ტაძრის ფასადზე არსებულ წარწერებში (IX-X სს.) საუბარია „ამის სიონისა“ აღშენებაზე, თუმცა აქ ალბათ უფრო საყდრის ტიპი (სამნავიანი ბაზილიკა) იგულისხმება. შესაძლოა, ამ წარწერის მიხედვით, მისი გვიანდელი, უფრო გავრცელებული მნიშვნელობით, შესაძლოა - იქ მართლაც არსებული სხვა ხატის მიხედვით, შეწირულობის ცალკეულ საბუთებში იხსენიება (წმ. სტეფანეს ხატზე უწინ) ღვთისმშობელი და „ხატი მიძინებისა“ (Ad-1502-9; ცსა, 1448, №1942).
  44. მაგ., Ad-1502-20; Ad-1502-5: „საეპისკოპოსო მონასტერი“ - 1718 წ.; ასევე 1738 წ. (ქსძ, ტ. 7, № 3).
  45. ასე ათარიღებს ტაძარს გ. ჩუბინაშვილი, ნ. შოშიაშვილი კი „მაშენებლების“, კოსტანტისა და მამა მიქელის წარწერას - V ს-ით (ნ. შოშიაშვილი, იქვე, გვ. 138-144).
  46. რაც გადაჭარბებულია, - იქვე, გვ. 151.
  47. თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. 3, გვ. 44-46.
    1903-1904 წლებში შეაკეთეს ტაძრის სახურავი, საიდანაც წვიმა ჩადიოდა („ცნობის ფურცელი“, 1904, № 2601).
  48. სვიმონ I-ის 1566 წ. საბუთით ურბნისის საყდრისადმი, ის „მოშლილ იყო ჟამთა ვითარებისაგან და... ტყუე ქმნილ-იყო განძი და გუჯარი მისი“ (ქრონიკები, ტ. 2, გვ. 407). ეს დიდი ხნის ამბავი არ უნდა ყოფილიყო: რადგან სვიმონი ლუარსაბ I-ის „ამას წინათ“ შეწირულობას უახლებს, ხოლო სიგელ-გუჯრები უკვე დაკარგული იყო, - შესაძლოა, ლუარსაბის მეფობისასვე მომხდარიყო, 1550-იანი წლების შემოსევის დროს („ახალი ქართლის ცხოვრება" (მესამე ტექსტი); ქრონიკები, ტ. 2, გვ. 399). სვიმონის მიერ „საყდრის განახლებაში“ არა ტაძრის (როგორც მიიჩნევდა ა. მურავიოვი), არამედ (ამ გაგებით მოშლილი) საეპისკოპოსოს აღდგენა იგულისხმებოდა (ნ. შოშიაშვილი, იქვე, გვ. 147).
  49. მათი აღწერა - არხეოლოგიური მოგზაურობანი, გვ. 52-53.
  50. XIX ს-ის პრესაში იხსენიება მისი ხატები ბაგრატ აფხაზთა მეფისა და სხვათა წარწერებით („დროება“, 1884, № 176).
  51. ცსა, 488, № 325, ფ. 1.
  52. მაგ., მონასტრის მოურნეობა ურბნელს მეფემ და პატრიარქმა უბოძეს - ქსძ, ტ. 2, № 140; წინამძღვარსაც პატრიარქი ნიშნავდა. მონასტერი შემდეგ თაქთაქიშვილებისა იყო; მაგ., Qd-9817; 1450-50/26; შდრ. 1450-32/60. მონასტრისა და თავადების სადავო ყმა-მამულზე მრავალი ცნობაა, გვიანდელი, მაგ., ცსა, 488, № 325; 489, № 64778.
  53. ვის ეკუთვნოდა ეპარქიულად სამონასტრო კომპლექსი დვანის ფრონეზე, ყორნისის ჩრდილოეთით (ჯ. გვასალია, ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული (სიგკ), VII, 1989, გვ. 15), - მროველს, ურბნელს, ნიქოზელსა თუ კათალიკოსს, ძნელი სათქმელია.
    ახლო ტერიტორიაზე (ხეითის ახლოს) მდებარე საბაწმინდის უდაბნო-მონასტერი („სადაყუდებულო“) ნიქოზლის სამწყსოში იყო (1449, № 1778; 1450-26/222).
  54. 1450-52/18; ცსა, 1458 (კირიონ II-ის ფონდი), № 69. მოზაიკის კომპოზიციით - ამაღლების (სძა, ტ. 5, გვ. 459); ვახუშტისთან - ყოვლადწმიდისა (მის დროს წინამძღვარი აღარ იყო).
  55. Ad-712; „ქრონიკები“, II, გვ. 320.
  56. XIX ს-ში ტაძარი საშტატო ეკლესიების რიცხვში არ შესულა. მისი ამოქმედებისა (თუმცა მომლოცველობა, ცხადია, არ შეწყვეტილა) და შეკეთების მცდელობა არაერთხელ იყო (ცსა, 488, № 14701, 23705, 20401), 1849-1863 წწ. შეკეთდა გუმბათი (თუნუქით გადახურეს), კედლები და მისასვლელი გზა. განზრახული იყო შიგნიდან და გარედან შეთეთრება, რაც შემდეგ გაკეთებულა („ივერია“, 1899, № 256). მომლოცველები უმეტესად ქვეითად და ფეხშიშველნი მიდიდოდნენ, ტაძრის კარი არ იკეტებოდა; ეკლესიის, მისი ჯვარ-ხატისა და დღეობასთან დაკავშირებული ჩვეულებების აღწერა - იხ. „ცნობის ფურცელი“, 1899, № 245; „დროება“, 1875, № 49).
  57. მისი 1751 წ. წარწერა - თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. 3, გვ. 217-218; ასევე მუზეუმშია არაერთი სხვა ხატი თუ საეკლესიო ნივთი ეპარქიის ტერიტორიაზე არსებული ტაძრებიდან. 1922 წელს ბოლშევიკური კამპანიის ფარგლებში მრავალი საეკლესიო ნივთი იქაური ეკლესიებიდან გამოიტანეს და გაანადგურეს, ნაწილი კი დაიკარგა. ცოტა მოგვიანებით დარჩენილი განძეული გადასარჩენად სამუზეუმოდ იქნა შეკრებილი.
  58. “ძაძის მონასტერი“ (1448, № 5010 (ქსძ, ტ. 6, № 320 - „ძამის“); 5041ა; ზოგ საბუთში - „ძაძვის“, „ძიძის“ (ქსძ, ტ. 4, № 68).
  59. სძა, ტ. 5, გვ. 377. წყაროებში არ ჩანს, ვის სახელობაზე იყო. ვახუშტის თანახმად, „ძამის მონასტერი“ უკვე მღვდლის ამარა იყო.
  60. მანამდე სარკის მონასტერიც (ქრონიკები, ტ. 2. გვ. 376; ქსძ, ტ. 3, № 23, 29, 59) და სოფელიც (იქვე; ცსა, 1449, № 1312) სვეტიცხოველს ეკუთვნოდა, ისე როგორც ს. ყინცვისი (ქსძ, ტ. 3, № 3). შესაბამისი სახელწოდების სოფელი (“ძაძის მონასტერი“) ძამის მონასტერთანაც იყო (ცსა, 1448, № 5041).
  61. ყინცვისი: მაგ., Hd-8086; ცსა, 1448, № 5010 და 5041 (წმ. ნიკოლოზის ვერცხლეულისა და წიგნების გაყოფა). ზემო ციციშვილების ცალკეულ განაყოფებს სამკვიდრო სასაფლაოს გარდა (მოგვიანებით ზოგს მთელი ტაძარიც მათი წინაპრების აგებულად მიაჩნდა - ცსა, 489, № 715) ყინცვისში თავისი „წილი“ დეკანოზებიც ჰყავდათ (Ad-108).
  62. ყინცვისი, მაგ., Ad-790.
  63. კანკელის ფრაგმენტების (სახელმწიფო მუზეუმშია) აღწერა - Р. Шмерлинг, Алтарные преграды в Грузии, გვ. 187.
  64. 1731 წ. ციციშვილებმა ის მოშლილი აღადგინეს და კვლავ წინამძღვარი განუწესეს (ცსა, 1451-2ა, საბუთები ქარელის წმ. გიორგის ეკლესიიდან, ფ. 67), თუმცა 1756 წ. მონასტერში წირვა კვლავ არ ტარდებოდა (მისი დეკანოზის წარწერა ბარძიმზე ქარელიდან, ხელოვნების მუზეუმი).
  65. ქსძ, ტ. 8, № 944; ცსა, 1450-34/206.
  66. ციციშვილთა გაყრის საბუთებში (მაგ., ქსძ, ტ. 6, № 320; ცსა, 1448, № 5041ა) და სხვა წყაროებში (მაგალითად, მისი ოთხთავის (შემდეგ - „ბრეთის სახარება“) შემამკობლის 1543 წ. ანდერძი, - ქრონიკები, ტ. 2, გვ. 386; ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (ქხა), S6, 1953, № 2806) ნახსენები „საზვერის ღვთისმშობელი“ ალბათ ეს ეკლესია უნდა ყოფილიყო (ასევე იხ. ნ. ბერძენიშვილი, ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში, მსკი, 1, 1937, გვ. 66; ს. მაკალათია, ძამის ხეობა, გვ. 28).
  67. ქსძ, ტ. 2 № 75.
  68. მისი კანკელის აღწერა - Р. Шмерлинг, გვ. 165-166.
  69. ალბათ ძველი ეკლესია; ასომთავრული წარწერა იქიდან - ხელნაწ. ინ-ტი, პირადი ფონდები, ვ. კარბელაშვილი, № 265.
  70. ვახუშტი, ასევე იუსტინე მროველი თავის 1803 წ. ზემოხსენებულ ცნობაში ამ ეკლესიას სასწაულთმოქმედს უწოდებდნენ.
    ატოცის ეკლესია წმ. გიორგის ხატის გარდა ასევე წმ. გიორგის ჯვართან კავშირითაა ცნობილი, რომელიც მანამდე სადგერში, ატოცის შემდეგ კი ჩხარში იყო (ე. თაყაიშვილი, ჩხარის ეკლესიის სიძველენი. ენიმკის მოამბე - ტომი V-VI). როდის მოხდა იმერეთში გადატანა, დადგენილი არაა. 1650-1652 წწ. ჯვარი უკვე ჩხარში იყო, მანამდე, 1534 წელს, ბაგრატ III-მ (იმერეთის მეფე) ატოცის წმ. გიორგისა და მის დეკანოზ სვიმონს ტეზერში მიწა შესწირა (ცსა, ფ. 234, № 34, ფ. 280-283); შდრ. ტ. რუხაძე, პოეტი სვიმეონ დეკანოზი შოთას-ძე (შოთაშვილი) (ლიტერატურული ძიებანი, III, 1946, გვ. 380), - „სადგერის“. ამ საბუთს ეგზარქოსის ფონდში (№ 2412, ფ. 112) მართლაც სადგერის ეკლესიას აძლევენ (მხოლოდ დეკ. სვიმონს). იქვე საინტერესოა 1529, 1606, 1631 წწ. საბუთები (სულ დოკუმენტები - ფ. 112-143), რომლებიც ასევე სადგერის წმ. გიორგის მიმართაა; მეფე ალექსანდრეს 1631 წ. საბუთში ნახსენებია, რომ სვიმონ მეფეს მისთვის სადგრისი და ატოცი შეუწირავს (თუმცა ის ჯვართან დაკავშირებით იხსენიებს თავის დიდ პაპებს - გიორგისა და ალექსანდრეს, რის მიხედვითაც თარიღი, შესაძლოა, შეცდომითაა; საბუთებში ასევე არის ალექსანდრე მეფის 1731 წ. სიგელი). იქვე (ფ. 130) დეკ. ანდრია „შოთა-შვილი - დეკანოზიშვილი, იგივე დიდებულიძე“ 1818 წელს განმარტავდა, რომ წმ. გიორგის ხატი მათი საგვარეულოს მიერ იყო მოტანილი, რასაც სიგელების გარდა ჩხარში მცხოვრები მათი ნათესავებიც დაამოწმებდნენ.
  71. საინტერესოა აბაშიძეთა შეწირულობა ხახულის ღვთისმშობლისადმი „მისი ეკლესიის სადგურს, ბულბულის ციხის პატარა საყდარში“ (1744 წ.; ქხა, A5, A-1493); იუსტინე მროველი 1803 წ. ტეზერში „ხახულის ღვთისმშობლის საყდარს“ ასახელებს (ცსა, 488, № 65398, ფ. 59); ასევე ცნობილია, რომ ულუმბის ხატი სხვ. დროს შინდისსა და საღოლაშენში იყო გახიზნული (თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. 3, გვ. 394; ცსა, 488, № 948 - როცა საღოლაშენის ეკლესია 1810-იან-1820-იან წლებში უკვე შტატგარეშე იყო დარჩენილი); იხ. ასევე შენ. გრიგოლ მროველზე.
  72. პირთა ანოტირებული ლექსიკონი (პალ), ტ. 1, გვ. 74.
  73. სამთავნელი 1740-იან-1750-იან წლებში?
  74. „იყო თავადთა ციციანთა ყმა სოფლისა ხვედურეთიდამ... უბოძა იღუმენობა მას კათოლიკოსმან ანტონი. შემდგომად წარსვლისა რუსეთად იულონისა, დაშთა უადგილოდ და იყოფოდა მეფის ასულთან მარიამთან ს. ქარელს.“ გიორგი მეფემ ნიქოზლად მის კურთხევას მხარი არ დაუჭირა: „დიონოსი არის ღირსი და მეუდაბნოე, და არა მცოდნე საეროთა საქმეთა“ (პლ. იოსელიანი, ცხოვრება მეფის გიორგის მეათცამეტისა).
  75. ხუთ უპირველეს მონასტერს შორის იხსენიებოდა; შესაძლოა, იმის გამოც, რომ გახშირებული თავდასხმების გამო სხვა, მაგალითად, გარეჯის მონასტრებიდან გარკვეული „მიგრაცია“ იყო.
  76. წარმოშობით იყო საეკლესიო ყმა და მისი წინამძღვრობა იმ დროისთვის საკმაოდ უჩვეულო იყო, რაც ალბათ პირადი თვისებებით აიხსნებოდა.
  77. 1449, № 834 (სხვა წყაროებში ჩანს მისი გვარი და ხარისხი; გარდაიცვალა რუსეთში).
  78. მაგ., Ad-1378; ცსა, ფ. 489, № 712, 713, 61945, 61935, 1334; ფ. 126, № 1190. საბოლოოდ, 1849 წელს საქმე განსახილველად რუსეთის იმპერიის სენატს გადაეცა.
  79. მაგ., Hd-9656-ბ; ს. მაკალათია, ფრონის ხეობა, გვ. 48.
  80. Hd-10953-10954; ჯვრის მამის სახლთუხუცესები დირბში.
  81. „ბატონი მრუელი“, „ბატონი ურბნელი“ და იტრიის წინამძღვარი, ისე როგორც სვეტიცხოვლისა და იერუსალიმის ყმები ზემო ქართლში, ამილახორის დროშაზე იყვნენ მიწერილნი (Hd-2124; XVII ს-ის I ნახ.). 1780-იანი წწ. დასაწყისის ზოგი აღწერით, სამროვლოს მეტი ხარჯის გაღება ევალებოდა, ვიდრე ცალკე აღებულ თავადთა უმეტესობას, - ნ. ბერძენიშვილი, მასალები საქართველოს ეკონომიური ისტორიისათვის (მსეი), ტ. 3, № 58-60. ასევე: ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიური ისტორია, წ. 2, გვ. 33-76; ა. კლიმიაშვილი, მორიგე ლაშქრის საკითხისათვის XVIII საუკუნის II ნახევრის აღმ. საქართველოში, გვ. 203-207.
  82. იგულისხმება - უფრო სამამულოდ კუთვნილი. კახეთში, მაგალითად, “დიდი ხნით განწესება არის... რომ რომელიც სოფელი საკუთარი ყმა და მამული არის... სვეტისცხოვლისა, სამწყსოც სვეტისცხოვლისა არის“ (ქსძ, ტ. 3, № 398). ქართლში, ალბათ, ასე არ იყო, თუმცა, მაგალითად, 1687 წ. დოკუმენტით ნიკოლოზ კათალიკოსს სვეტიცხოვლისთვის „სამწყსოდ“ შეუმატებია რუისის ეპარქიაში მდებარე წაღვლი, უწლევი და ღოღეთი, - ქსძ, ტ. 3, № 149.
  83. ცსა, 1450-38/37.
  84. მაგ., 1449, № 1312.
  85. Hd-3972, 1449, № 2325; ადრე სვეტიცხოველს ეკუთვნოდა სხვა ს. მოხისი - დიდგორზე (იხ. წინა შენიშვნა).
  86. მაგ., Ad-1424; ცსა, 1450-29/52.
  87. მაგ., 1449, № 2644.
  88. Sd-2909; ცსა, ფ. 1449, № 1601; ფ. 1, № 339.
  89. Ad-108.
  90. მაგ., Hd-1680.
  91. ნ. ხუციშვილი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მიწისმფლობელობის ისტორიიდან შიდა ქართლში, გვ. 384-387; პალ, ტ. 1, გვ. 366; А. Натроев, Иверский монастырь на Афоне, გვ. 430.
  92. Sd-3046; ცსა, 489, № 65400, ფ. 43; 1449, № 2532.
  93. 1449, № 1601.
  94. მაგ., ცსა, 1451-2ბ; Hd-2489 - ხევისჯვრიდან ძირულამდე.
  95. სხვაგანაც: ცსა, 489, № 704.
  96. ცსა, 1458, № 69.
  97. 1448, № 5794. ასევე მის ქონებაზე - ცსა, 489, № 2412.
  98. გარდა ამა თუ იმ ეკლესიისა და ღვთისმსახურის ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული ბევრი დოკუმენტისა, ეგზარქატის შემოღებამდე არსებულ პერიოდს რომ ეხება და მხოლოდ ჩამოთვლაც მეტად დიდ ადგილს რომ მოითხოვს, 1810-იან წლებში არსებულ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი შეჯამებითი ცნობებია ეგზარქოსებისა და სინოდალური კანტორის ფონდებში, მაგ., ცსა, ფ. 489, № 955, 880, 1167, 65400 (ამავე ფონდებშია მე-19 ს-ის ძალიან დიდი რაოდენობის მასალა, სადაც უფრო ძველი პერიოდის ამსახველი მრავალი ცნობაა წარმოდგენილი); ასევე, მაგ., საეკლესიო მამულების აღწერა - ცსა, ფ. 1, № 544, 1246, 1938 და სხვ.; შენობა-ნაგებობების, ქონების, შემოსავლებისა და ვალდებულებების დაწვრილებითი აღწერა (1818 წ.): რუისისა - ცსა, 488, №131, ფ. 16-20, ურბნისისა - ფ. 20-33; № 222; ასევე: რუისსა და ურბნისზე - Hd-11200, ფურც. 28-29 (1814 წ.); ურბნისზე - ცსა, 1448, № 3103 (1798 წ.).
  99. ქხა, S2, 1961 წ. გვ. 40.
  100. გ. ჩუბინაშვილი, რუისის ტაძრის ისტორიისათვის (ენიმკის მოამბე, V-VI, 1940, გვ. 446). შდრ. არხეოლოგიური მოგზაურობანი, გვ. 107: „ი~ე ეპისკოპოსი“.
  101. გ. გაფრინდაშვილი, ლეონტი მროველის 1066 წ. სამშენებლო წარწერა თრეხვის ქვაბებიდან (მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, 1, 1961). მთავარეპისკოპოსის ხარისხი ჰქონდა.
    მოგვიანებით, XVI ს-ში, „ხუედურეთს ქუაბნი“ მცხეთის საყდრის დაკარგულ მამულთა შორის იხსენიება, თუმცა აქ ალბათ უფრო მასთან მდებარე სოფელი იგულისხმება (თ. ჟორდანია, ქრონიკები, 2, გვ. 373).
  102. ნიკოლოზ გულაბერისძის კათალიკოსობის მიხედვით: „თჳთ თავისა საყდარსა შინა ვაკურთხე დედოფლისაცა ხუაიშნითა და მიზეზითა ზამთრის სიმძჳნვარისაჲთა, რამეთუ წესი და ჩუეულებაჲ ამის კათოლიკე ეკლესიისაჲ ესრეთ ყოფილ არს დასაბამითგან, რაჲთა კურთხევადნი ებისკოპოსნი წინაშე სუეტისა ცხოველისა მოვიდოდიან და აღთქუმასა ჰყოფდინ მრავლისა სარწმუნოებისათჳს და ერთგულებისათჳს კათოლიკე ეკლესიისა“.
  103. „ადიდენ სული გიორგი მამამთავრისა მროელისა პარეხთა, ბრძანებასა მათსა აღწერს ესე ლავრასა დიდსა შატბერთსა“. ქხა, S6, S-4939.
  104. გ. ჩუბინაშვილი, იქვე; Материалы по археологии Кавказа, IV, გვ. 166.
    თუ ჩუბინაშვილის ვარაუდი სწორი არაა, მაშინ ეს სხვა მღვდელმთავარი იქნებოდა.
  105. ე. ნიკოლაძე, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა, 1953 წ. № 17; В. Бенешевич, Грузинский великий Номоканон по спискам Тифлисскаго церковнаго музея. Христианский восток, т. 5, вып. II, 1917 г. ხელნაწერი K-17. განსხვავებული წაკითხვა: „დაიწერა ხელითა“ 1. „მრუვლისა ამაბიწე...საითა“; 2. “მროველისა აბაშიძესაითა“ (მოგვიანებით ხელნაწერი გეთსამანიის, ე. ი. აბაშიძეთა მონასტერს შესწირეს, შესაძლოა, აქედანაა ბენეშევიჩის წაკითხვა.
    ხელნაწერში თითქოს უფრო „ამნბ/შ...“ იკითხება.
  106. შესაძლოა, სწორედ ამ ეპისკოპოსის წარწერაა (სახელი უკვე ე. თაყაიშვილის დროს არ გაირჩეოდა) რუისის საყდრის მთავარ ხატზე, რომელსაც ხატი „პატრონი მერაბის“ (ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ძე, სამწევრისის ტაძრის „მეორედ მაშენებელი“ მერაბ ფანასკერტელი უნდა იყოს) ბრძანებით, მეფეთ-მეფე კონსტანტინესა და დედოფალ თამარის დროს შეუკაზმავს (ე. თაყაიშვილის მართებული შენიშვნით, მეფე კონსტანტინე II, - არხეოლოგიური მოგზაურობანი, გვ. 110).
    (ფანასკერტელების იმდროინდელი ქიშპობა სამცხის მთავრებთან და მათი სავარაუდო აქტიურობა ამ ბრძოლის დროს ცნობილია; ფრაზა „პატრონი მერაბის ბრძანებით“ შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ ეს მროველი რეგიონის ამ მაშინდელ მძლავრ თავადებთან ახლოს იყო.)
    1786 წელს ამ ხატს ჩასასვენებელი ბუდე ზაქარია ციციშვილმა შესწირა (იქვე, გვ. 110-112).
  107. პლ. იოსელიანი (Описание древностей города Тифлиса, 1866, გვ. 52) ნიკოლოზის შესახებ მონათხრობს ამ წელს, „ქართლის მეფის, ბაგრატის დროს“ სდებს (ბაგრატ VII - 1610-იანი წწ., ან ბაგრატ III (იმერეთის მეფე, რომელსაც 1526 წ. „მისცეს... ალი, სურამი და ახალდაბა“), თვით ამბავს კი იმ ცნობათა რიცხვში ახსენებს, რაც „წიგნებიდან და ზეპირი გადმოცემებით“ იცოდა. მისივე მიხედვით, ის მთაწმიდაზეა დაკრძალული, თუმცა ეკლესიაში არა. ცნობის ნამდვილობის შემოწმება შეუძლებელია.
  108. მროველთან ერთად მოხსენიებულ სხვა კათედრებზე ამ წელს უკვე სხვა მღვდელმთავრები არიან. პ. კარბელაშვილი მის მროველობას 1534-1538 წწ. ათარიღებს (ცსა, ფ. 1461, № 21, ფ. 4).
  109. იხსენიება „ქართლის ცხოვრებაში“ და ვახუშტისთან; საბუთებითაც (საიდანაც მათი ცნობა არის კიდეც აღებული) ივარაუდება, რომ ალბათ ლუარსაბ მეფესთან დაახლოებულ მღვდელმთავართა რიცხვში იყო (ქრონიკები, ტ. 2, გვ. 393, 395).
  110. სინას მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, 1947, გვ. 242, - „მროელი“; სხვა ხელნაწერის აღწერაში - „მროველ-ყოფილი“ (А. Цагарели, Сведения о памятниках грузинской письменности, вып. III, 1894, გვ. 49; ნ. მარი, იერუსალიმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, 1955, გვ. 36.).
  111. Описание древностей города Тифлиса, გვ. 44. პლატონ იოსელიანს მისი სახელი ბერების - დავითისა და ნიკოლოზის სახელებთან ერთად უნახავს ჩაწერილი, რომლებიც, მისი თქმით, მთაწმინდის უდაბნოს ამშენებელი დავითი და ნიკოლოზი (პალ, ტ. 3, გვ. 293) არიან.
  112. სპარსეთში; თუმცა შესაბამის მინაწერში მროველად არ იხსენიება.
    „ახალი ქართლის ცხოვრებისა“ და ვახუშტის მიხედვით, სააკაძემ დომენტი მროველი (ლუარსაბ) მეფესთან 1609 წელს, თათარხანის თავდასხმისას გაგზავნა. „დიდმოურავიანის“ ცნობის ეს მცდარი ინტერპრეტაცია ადრევეა შემჩნეული (ა. ფურცელაძე, გ. ლეონიძე).
  113. პლ. იოსელიანი 1621 წელზე იხსენიებს „თბილელ დიონოსის“, თუმცა ამბობს, რომ, შესაძლოა, კათედრა არ ჰქონდა (Исторический взгляд на состояние Грузии под властию царей-магометан, 1849, გვ. 179). 1628 წლიდან თბილელობა ელისემ მიიღო, შესაბამისად, დიონოსი მანამდე (და მროველობამდე) თუ იქნებოდა თბილელად.
    პირთა ანოტირებულ ლექსიკონში (1700 წლამდე) არაა გათვალისწინებული საბუთი (Ad-1502, ფ. 49; ის ფონდის აღწერილობითაც XVIII საუკუნისაა), რომელშიც მროველი მთავარეპისკოპოსი დიონოსი იხსენიება. ის რომ XVII ს-ის ამ პერიოდში მცხოვრები დიონოს ლარაძეა (რომელსაც ასევე მთავარეპისკოპოსის ხარისხი ჰქონდა; თავის „ანდერძში“ მას ზებედე მღვდელ-მონაზონი იხსენიებს), ისე როგორც იქვე მოხსენიებული რუისის დეკანოზი ათანასე (დოკუმენტებში 1646-16[9]8 წლებში ჩანს, - პალ, ტ. 1, გვ. 88), ცხადია. დიონოს ლარაძეს სხვადასხვა მკვლევარნი ასევე XV, XVIII, XIX საუკუნეებს აკუთვნებდნენ.
  114. მის მიერ იქიდან გადმოტანილი საწინამძღვრო ჯვარი შემდეგ ნიკოლოზ ორბელიანმა განაახლებინა და შეამკო (ქრონიკები, ტ. 3, გვ. 59; არხეოლოგიური მოგზაურობანი, გვ. 113).
  115. საბუთი (ცსა, ფ. 213, № 2019, ფ. 3; А. Хаханов, Грузинские дворянские акты и родословныя росписи, 1893, გვ. 18; საბუთზე ყოფილა მროვლის ბეჭედი) გაცემულია თაქთაქიძე მროველი იოანესა და მისი ძმის, ბატონ თაქთაქის (ცნობილია ზემო ქართლის სადროშოს აღწერიდან) მიმართ. თუმცა ის არაა თავადაზნაურობის საბუთების საერთო აღწერაში. იქვე (ფ. 86, 94) ამ შტოს საგვარეულო ხაზი წარმოდგენილია, როგორც თაქთაქი-იოსები-არდაშელი (რომელზეც 1680-იანი წლებია მითითებული). შდრ. А. Хаханов, იქვე, XI: თაქთაქი-იოველი-არდაშელი).
  116. „პარიზის ქრონიკის“ გამოცემებში მისი გვარი პირთა ჩამოთვლისას („...თაქთაქისშვილი მროველი იესე...“) არასწორადაა განსაზღვრული: გვარი ან მთავარეპისკოპოს დომენტის (მუხრან-ბატონიშვილი) მიემართება (თუმცა, ჩვეულებრივ, იწერებოდა: გვარი-ტიტული-სახელი), ან მხოლოდ „მროველს“, „იესე და სხვა ეპისკოპოსები“ კი ცალკეა).
  117. ქტიტორი იქვე იხსენიებს თავის ძმებს: არდაშელს, ფილიპეს, ელისბარს.
  118. მ. თამარაშვილის მიერ მოტანილი მისიონერების ცნობებით (1902 წ. გამოცემა, გვ. 240-241), 1671 თუ 1672 წელს კათოლიკობა, რომელიც იმ პერიოდში „პოპულარულად“ იყო ქცეული, აღიარა თავადმა არდაშელმა, რომლის მამა, რომელიც ეპისკოპოსი იყო, ამას ეწინააღმდეგებოდა (იმავე წელს სხვა მისიონერის წერილში იმავე რეგიონში, გორისკენ, ნახსენებია რომელიღაც ეპისკოპოსის ძმა, ასევე კათოლიკობის მიმღები, - გვ. 237). არდაშელის მამას გაშენებული ჰქონია ს. „სკვითი“ (Squitti - ალბათ ხვითი; გვ. 250). არდაშელის სახელით იმ პერიოდში სხვა არავინაა ცნობილი. თავის მხრივ, ეს ცნობა გარკვეულად მნიშვნელოვანია იესესა და მომდევნო ეპისკოპოსის ზეობის გამიჯვნის საკითხისთვის. ასევე: იესე ქრონოლოგიურად უფრო წინა თაობის წარმომადგენელი ჩანს (1650-იანი-1660-იანი წწ.), ვიდრე ფილიპე, არდაშელი და ელიზბარი, რომლებიც შემდეგ, ფაქტიურად 1670-იანი წლებიდან მოყოლებული, საკმაო ხანს არიან ცნობილი. ქვ. ხვითის წარწერა ქარაგმების გახსნით გამოქვეყნებულია (ჯ. გვასალია, ლიახვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, ისტორიული გეოგრაფიის კრებული, VI, 1982), მაგრამ უცნობია, ქარაგმა შეეხებოდა თუ არა სიტყვასაც „ძმათა ჩემთა“, - ხომ არაა „ძ(ე)თა“, ე. ი. იესე მოგვიანებით ხომ არ აღიკვეცა ბერად და ხომ არაა ის ზემოთ მითითებულ საბუთში არდაშელის მამად და თაქთაქის შვილად დასახელებული იოსები.
  119. მთავარეპისკოპოსის ხარისხი ჰქონდა; ქვ. ხვითის (გამოქვეყნებული) წარწერით იესეს ძმა უნდა ყოფილიყო. „თაქთაქისძეთა პატრონი, მროველი“ ფილიპე ცნობილია თირის მონასტრის 1682 წ. წარწერითა (მცდარი წაკითხვა - 1622 წ. - მაგ., ქრონიკები, ტ. 2, გვ. 445) და 1680-1701 წწ. რამდენიმე საბუთით, ერთი დოკუმენტი ზოგადი პერიოდისაა, ერთი კი (1450-48/30; შდრ. 48/22) უთითებს 1672 წელს, მაგრამ იმ წელს თარიღი არ ემთხვეოდა ასევე მითითებულ კვირის დღეს, რომლის მიხედვით საბუთი 1673, 1679 ან 1684 წლისა უნდა იყოს. 1677 წელს თირის მონასტერს უმტკიცებენ მხოლოდ არდაშელსა და ელიზბარს (1450-50/26), ე. ი. ფილიპე საერო პირი აღარ იყო. ამდენად, მისიონერთა 1671 წლის ცნობა, კერძოდ კი, რომელს მიეკუთვნება - იესეს თუ ფილიპეს, გაურკვეველია. ასევე იხ. წინა შენიშვნა.
  120. 1688 წელს იხსენიება „ნიკოლაოზ რუისის მთავარეპისკოპოსი“ (ქსძ, ტ. 4, № 90; პალ, ტ. III, გვ. 300). ეს საბუთი (ცსა, 1450-34/183), ისე როგორც მომიჯნავე დოკუმენტები (№ 180-192) გადასაწერად წარდგენილია მარტყოფში თუ ნორიოს უბანში (რუსთველის სამწყსო) მცხოვრები სასულიერო პირის მიერ (მისი წინაპარი ასევე მღვდელი და თბილისის სიონის მამამთავარი იყო და შემოსავლების საკითხი ეხებოდა - პალ, იქვე, გვ. 14; ცსა, 1450-34/192) და ეხება იქვე მდებარე მამულს, რომელიც ამ საბუთით თბილელს დარჩა. მანამდე მარტყოფშივე, თბილელის საყდრისთვის შეწირულ მიწაზე სახლობდა საბუთში მოხსენიებული პირი (პალ, ტ. II, გვ. 163). ნაკლული სიტყვა - „რუ[ისის]“ არ არის; ყოველივეთი ჩანს, რომ ეს ნიკოლოზი რუსთველია (ჩოლაყაშვილი; მროველად კი იმ პერიოდში ფილიპე იყო) ამდენად, სიის შედგენისას ეს დოკუმენტი მხედველობაში არაა მიღებული (ისე, როგორც, მაგალითად, დოკუმენტი (Hd-14267) სომხითში მდებარე მიწის შესახებ, სადაც მინაწერი სხვა მელნით - „ბნელი იოვანე“ - „ბ[ოვ]ნელი“ იოანეა (რევიშვილი), არა „[ურ]ბნელი“).
  121. პლ. იოსელიანი ამავე პერიოდში (ნიკოლოზ ორბელიანამდე) მროველებად ჩამოთვლის: 1692 წ. სპარსელთაგან მოკლულ კირილეს (არეულია 1792 წ. ლეკებთან ბრძოლაში დაღუპულ კირილე ბოდბელთან), ლეკთაგან მოკლულ დოროთეოსს, კიპრიანეს („მიმოსულა“, ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა, 1852, გვ. 3). ეს ცნობები არაა გაზიარებული.
  122. 1449, № 1864; ალბათ იმავე წელს - მხოლოდ „მოძღვართ-მოძღვარი“ (ქსძ, ტ. 4, № 131).
    მოძღვართ-მოძღვრის ტიტული ძირითადად ცნობილია გელათთან - თავდაპირველად აკადემიასთან, მოგვიანებით კი, ისე როგორც, მის მსგავსად, შუამთაში, - ალბათ, უფრო ხახულის ხატთან დაკავშირებით (მოძღვართ-მოძღვრის ინსტიტუტზე - ე. თაყაიშვილი, ხელმწიფის კარის გარიგება, გვ. XXIX-XXXIII). განსხვავებით გელათისგან, უფრო გვიან დაარსებულ შუამთაში ის, ამ დროისთვის მაინც, ფაქტიურად ამ მონასტრის წინამძღვრის ტრადიციული ტიტული იყო, - მაგ., ქსძ, ტ. 3, № 402 (თუმცა, გელათის მსგავსად, აკადემიასთან (ადრეული) კავშირი აქაც ჩანს: „იყალთოს ხახულის ღვთისმშობელი“, - პალ., ტ. 1, გვ. 222) ეს ტიტული იშვიათად აგრეთვე კაბენის მონასტერთან კავშირში იხსენიება, სადაც მდიდარი წიგნსაცავი იყო).
    როგორც ულუმბისადმი ქუცნა ამირეჯიბის შეწირულობის სიგელიდან ჩანს, მასში (მ. შ. კათალიკოსთან ერთად) რამდენჯერმე ნახსენები მოძღვართ-მოძღვარი (ქრონიკები, ტ. 2, გვ. 210, 212-213) მაშინ, შუამთის მსგავსად, ულუმბის მონასტრის წინამძღვრის ტიტული უნდა ყოფილიყო (მთელი შემოსავალი მისთვის უნდა მიებარებინათ) და სხვა რომელიმე მოძღვართ-მოძღვარი არ იგულისხმებოდა.
    შუამთისა და კახეთის სხვა შემკული ხატები თეიმურაზ I-ის დროს სვეტიცხოვლისთვის იყო მიბარებული, შემდეგ ერეკლე I-ს ჰქონდა თავისთან, 1701 წელს კი ხახულის ხატი ალავერდელს მიაბარა, რომელმაც იმავე წელს მისი დაბრუნების პირობა ხარჭაშნელსა და მოძღვართ-მოძღვარ (ითავსებდა) პართენს მისცა (ქსძ, ტ. 3, № 183). შესაძლოა, ულუმბაში ძველი ტიტული იმ დრომდე იყო შენარჩუნებული, მაგრამ უფრო საფიქრებელია, რომ გრიგოლი (რომელიც მეფის ნდობის მქონე უნდა ყოფილიყო - ის მას საერო საქმეების გასარჩევად აგზავნიდა) ხარჭაშნელობისას (მაგ., 1698 წ., - ე. თაყაიშვილი, Канчаетский «Жам-Гулани» и историческия приписки его кинклоса; ამ კათედრაზე კიდევ ერთ, უთარიღო საბუთში იხსენიება, - დსსი, ტ. 1, № 177; „1705 წ. ახლოს“) ასევე ითავსებდა მოძღვართ-მოძღვრობას, შემდეგ კი დროებით ულუმბის წინამძღვრობა მიიღო, ტიტული კი შუამთისა დარჩა.
  123. ცნობა მის მროველობაზე ეკუთვნის ე. თაყაიშვილს, რომელმაც რუისის ტაძარში XVIII ს-ის დასაწყისში გარდაცვლილი გრიგოლ მროველის საფლავი ნახა (არხეოლოგიური მოგზაურობანი, გვ. 108). იმ ათწლეულებში ამ სახელით სხვა ეპისკოპოსი არ ყოფილა, ხოლო არაგვის ერისთავი ზურაბი თავისი ძმის, გრიგოლ მთავარეპისკოპოსის გარდაცვალებას იმავე პერიოდში იუწყებოდა (თ. ჟორდანია, ქართლ-კახეთის მონასტრების ისტორიული საბუთები, გვ. 193; მისი დათარიღებით - „1706 წ. ახლოს“); მართლაც, გრიგოლი ქართლის მთავარეპისკოპოსად 1704 წელს იყო (1449, № 2146-32; უწინდელი მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე 1703 წ. გარდაიცვალა). შესაბამისად, გრიგოლი მროველად მანამდე თუ იქნებოდა, - თუ, რა თქმა უნდა, ე. თაყაიშვილმა ის მროველად იქ დაკრძალვის გამო არ მიიჩნია (ისე როგორც გერვასი ქორეპისკოპოსი); მისი სიტყვებით, საფლავი ეპიტაფიის გარეშე იყო.
  124. 1710 წ. ჯერ მღვდელ-მონაზონი იყო.
  125. ზოგჯერ შეცდომით მითითებულია „ურბნელი“ (ქრონიკები, ტ. 3, გვ. 124, 560); ხშირად, ბოლო ტიტულის მიხედვით, “თბილელი“.
    არის რამდენიმე საბუთი (ძირითადად ასლები და ორბელიანებთან დაკავშირებული), სადაც „მროველი ნიკოლოზი“ 1724 წ. შემდეგ იხსენიება (მაგ., დსსი, I, გვ. 221), ისინი რუსეთში არაა შედგენილი. ამ დოკუმენტებში თარიღი მცდარი უნდა იყოს.
    XVIII ს-ის უთარიღო დოკუმენტში (Qd-362) იხსენიება ნიკოლოზ მროველი. დოკუმენტის ადრესატის მიხედვით (პალ, ტ. 4, გვ. 282) საბუთი იმ საუკუნის პირველი მეოთხედისაა და ნიკოლოზ ორბელიანი იგულისხმება).
  126. პლატონ იოსელიანი აღნიშნავს, რომ იესე მეფის დროს, ვახტანგის სპარსეთში ყოფნისას, გამოცდილებითა და სიბრძნით ბრწყინავდა ეკლესიის ზოგი იერარქი, მ. შ. - რუისის ეპისკოპოსი გიორგი, რომელიც ვახტანგს ს. ჩხეიძესთან ერთად 1721 წ. პეტრე I-თან წერილითაც გაუგზავნია (Исторический взгляд на состояние Грузии, გვ. 73, 124). სხვა ცნობით (М. Броссе, Переписка, на иностранных языках грузинских царей с российскими государями от 1639 г. по 1770 г. გვ. 221-222) კი - სხვა სახელმწიფოს მთავარსარდლისადმი მიმართული წერილის „ძლიერ გაურკვეველ“ ლათინურ ტექსტში შუამავლებად იხსენიებიან „საგნეა“ და „გიორგი რუისის [ეპისკოპოსი]“. ეს ცნობა არაა გაზიარებული; მოტანილ ლათინურ ტექსტში „რუისი“ და „ეპისკოპოსი“ არ ფიგურირებს.
  127. ეპიფანე ჯანდიერისშვილი იქ წინამძღვრად ჩანს ზოგ უთარიღო საბუთში, რომლებიც 1760-იანი წწ. პირველი წლებითაა დათარიღებული (თ. ჟორდანია, ქართლ-კახეთის მონასტრების და ეკლესიების ისტორიული საბუთები, გვ. 108-109, 115; იმ დროს მონასტერი უკვე დროებით გაუქმებული იყო), ასევე 1749 წლით დათარიღებულ დოკუმენტში (ან მის ადრეულ ნაწილში, - იქვე, გვ. 147), თუმცა იგივე წინამძღვარი ზაქარია და კრებულის სხვა წევრები 1711 წ. საბუთებში იხსენიებიან (იქვე, გვ. 39-40).
  128. 1720-იან წლებზე არის მითითება მროველი იოანე ბაზიერთხუციშვილის შესახებ (მ. ბერძნიშვილი, ქართული ეპისტოლური წყაროების კორპუსი, I, გვ. 147). უფრო ზუსტად, ს. ქვენატკოცასა და მთავარეპისკოპოსთან დაკავშირებული საბუთის მიხედვით ნავარაუდევია, რომ „ადრესატი შესაძლოა იყოს რუისის მიტროპოლიტი - მთავარეპისკოპოსი იოანე ბაზიერთხუციშვილი, რომელიც იხსენიება 1727 წ. ერთ საბუთში“. ვარაუდი, სადაც „მიტროპოლიტში“ ზოგადად რუისის მღვდელმთავარი იგულისხმება, ხოლო „მთავარეპისკოპოსში“ - პირადი ხარისხი, ალბათ იმას ემყარება, რომ ქვენატკოცა ყველაზე ახლოს რუისთანაა. მაგრამ ის სამთავროსი (ქართლის მთავარეპისკოპოსისა) იყო და მას იქ მოურავი ჰყავდა. „მთავარეპისკოპოსი“ ამ მიუთითებელ საბუთშიც, ცხადია, სამთავროს მღვდელმთავარს ნიშნავს (მიტროპოლიტის (უფრო აღმატებული) პირადი ხარისხი თუ ჰქონდა, მთავარეპისკოპოსისა ვეღარ ექნებოდა. ამ ტიტულების შეთავსების ერთადერთი შესაძლო შემთხვევა - თუ ექნებოდა მიტროპოლიტის პირადი ხარისხი, მაგრამ კათედრით იქნებოდა სამთავროს მღვდელმთავარი, ე. ი. „ქართლის მთავარეპისკოპოსი“ - არაერთი მაგალითია, როდესაც (ქართლის) რომელიმე მთავარეპისკოპოსს, როგორც ყველა შემთხვევაში არის კიდეც მითითებული იმ დოკუმენტების ტექსტებში, იქვე დასმულ ბეჭედზე „მიტროპოლიტი“ ეწერა). ჩანს, მხედველობაში იყო 1727 წლის დოკუმენტი (საქართველოს სიძველენი, II, № 292; Sd-694), რომელშიც ეს მღვდელმთავარი (ქართლის) მთავარეპისკოპოსად იხსენიება (ასევე - 1726 წ. (Ad-1132). 1729 წ. კი ამავე მროველ ეპიფანესთან ერთად ერთ საბუთშია, როგორც კვლავ მთავარეპისკოპოსი (Qd-334)). სიის შედგენისას ეს მღვდელმთავარი მხედველობაში არაა მიღებული.
  129. მისივე სიტყვებით, 1740 წ. მაისში მროველად იყო, როცა თბილელი გარდაიცვალა, ხოლო ივლისში თავად აკურთხეს თბილელად.
  130. ზოგი მოსაზრებით, მროველობამდე შომღვიმის წინამძღვარი იყო (ფრ. სიხარულიძე, რუსეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობის ისტორიიდან XVIII საუკუნის 60-იან წლებში, გვ. 113.
    ათანასე 1774 წ. 9 ივნისს მოსკოვში, ჯვრის ამაღლების მონასტერში გარდაიცვალა, დაკრძალულია დონის მონასტერში (Описание древностей города Тифлиса, გვ. 188).
  131. იმავე წლიდან - Ad-487.
  132. თ. ჟორდანია, ქრონიკები, 3, გვ. 225.
  133. ადრე დოდორქის მონასტრის მონაზონი ყოფილა (მ. ქავთარია, დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა, გვ. 84).
    როგორც იესე ბარათაშვილის „ცხოვრება-ანდერძიდან“ ჩანს, იყო გივი ამილახვართან დაახლოებული პირი, ხოლო 1730-იან-1740-იან წლებში ზოგად პოლიტიკურ სიტუაციას რუისის მღვდელმთავრების ცვლაზეც უნდა ჰქონოდა გავლენა (მაგ., ათანასეს მროველობის პერიოდში ორჯერ სხვა მროველი იყო). მროველად ამ ათწლეულში იხსენიება 1739 წ. მიწურულს (1450-48/115, როცა მანამდეც, იმავე და მომდევნო წელს მროველად კვლავ ათანასეა).
  134. მაგ., 1745 (1450-28/40), 1750 (ცსა, 1448, № 169) წლებში (ასევე - მ. ბერძნიშვილი, იქვე, № 82, გვ. 116). რუსთველობიდანვე აკურთხეს კათალიკოსად (ზოგჯერ იოსების აღსაყდრებას მროველობიდან იხსენიებენ, მაგალითად: თ. ჟორდანია (ანტონ პირველი, გვ. 83); პლ. იოსელიანი („მოხილუა წმიდათა და სხუათა აღმოსავლეთისა ადგილთა, ტიმოთესაგან ქართლისა მთავარ-ეპისკოპოსისა“, 1852); მეუფე ანანია ჯაფარიძე; ზოგი მტკიცებით, კათალიკოსობის დროს რუისის კათედრა არ დაუტევებია („მიმოსულა“, გვ. 3)).
    მაგრამ 1740-იან-1750-იან წლებში მროველად იოსებ ერისთვისშვილიც იყო (იხ. ქვემოთ). ი. ბარათაშვილი წერს, რომ 1730-იანი წწ. მეორე ნახევრის დასაწყისში კითხვა და გალობა იოსებ მროვლისგან ისწავლა, რომელიც ამილახვარს ახლდაო (იმ დროს ერისთვისშვილი ჯერ ეპისკოპოსად ნაკურთხი არ იყო - ქხა, AI-1, 1973 წ. გვ. 453), მაგრამ ეს შეიძლება არ გულისხმობდეს, რომ იმ დროს იყო ეპისკოპოსად და არა შემდეგ.
    ამ ორი მღვდელმთავრის ზეობის პერიოდის დასადგენად დიდი მნიშვნელობა აქვს მათი ხელწერისა და ხელრთვის შედარებას რამდენიმე დოკუმენტთან, სადაც (იმ მეტად ცვალებად პერიოდში) იხსენიება „იოსებ მროველი“, მაგრამ არ ჩანს, კერძოდ რომელ მათგანს მიემართება თითოეული საბუთი.
    შესადარებლად:
    ჯანდიერიშვილის ხელწერის ნიმუშები პატრიარქობის დროს: Qd-6977, Qd-1714, Ad-856, Ad-1896, Hd-888; რუსთველობისას: 1448 № 293, 1448 № 169 (ხელრთვით).
    ერისთვისშვილის ხელრთვა ჯვარის მამობის დროს: Qd-14289-14290; თუმცა განსხვავდება ხელრთვისგან ხონელობის დროს: 1448, № 1515.
    დოკუმენტები შემდეგია:
    1) მროველი ეპისკოპოსი იოსები, 1746 წ. - Hd-1736 (ხელწერა და ხელრთვა).
    2) მროველი ეპისკოპოსი იოსები ესწრებოდა 1748 წ. საეკლესიო კრებას (ქსძ, ტ. 3, № 280, დოკუმენტი 1755 წლის ასლია; რუსთველი ეპისკოპოსი დამსწრეთა შორის არ ყოფილა).
    3) მროველი მიტროპოლიტი იოსები, 1754 წ. - Hd-635 (ხელწერა და ხელრთვა).
    4) მროველი იოსები, XVIII ს. (აქ იოსებ მროველთან ერთად იხსენიება „1802 წ.“ საბუთში მოხსენიებული მამამთავარი (შემოსავლების საკითხი ეხებოდა), იხ. შენიშვნა ქვემოთ, იუსტინე მროველზე) - Hd-1916 (ხელწერა და ხელრთვა).
    5) მროველი იოსები, XVIII ს. - Hd-9340 (ხელწერა და ხელრთვა).
    Hd-635 (1754 წ.) და Hd-1916-ის ხელრთვა თითქმის იდენტურია ხონელი (მროველ-ყოფილი) ერისთვისშვილის ხელრთვისა, მაგრამ ნაწილობრივ ჰგავს 1448 № 169-ს.
    Hd-1736-ის (1746 წ.) ხელრთვა თითქმის იდენტურია უთარიღო Hd-9340-ის ხელრთვასთან, ხოლო ეპისკოპოსის სახელის მოხაზულობა მის მიერვე ჩართულ ტექსტში იდენტურია ჯანდიერიშვილის ასეთივე ხელწერასთან (Ad-1896, 1757 წ.); თავის მხრივ, Hd-9340-ს მღვდელმთავრის ტექსტის მთელი ხელწერით მეტი მსგავსება ასევე ჯანდიერიშვილის ხელთან აქვს; მაგრამ Hd-1736 ხელწერის ზოგი ნიშნით უფრო ერისთვისშვილის ხელთანაა ახლოს.
    თუ 1746 წ. დოკუმენტი ჯანდიერიშვილს მიემართება, 1748 წ. კრებაზეც ალბათ ის იქნებოდა, ქრისტეფორეს დაბრუნების შემდეგ კი (კვლავ?) რუსთველი გახდებოდა (სხვა შემთხვევაში გაურკვეველია, სად იქნებოდა იოსებ ერისთვისშვილი ქრისტეფორეს მეორედ მროველობის დროს). აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კრებას ესწრებოდა „ქართველთა მეფის კარის წინამძღვარი“ იოსები, რომელიც, შესაძლოა, სწორედ ერისთვისშვილი ყოფილიყო (ჯერ კიდევ არ იქნებოდა მღვდელმთავრად ნაკურთხი); არაა გამორიცხული - ჯანდიერიშვილი (მაგალითი, რომ მღვდელმთავარი იყო კარის წინამძღვრად - ბარნაბა (იხ. ქვემოთ)).
  135. 1783 წ. ამბობდა, რომ მანამდე ჰქონდა (Hd-9594) თუ „მართავდა“ (მისი თარგმანი - Ros/d-1291); „ხარჭაშნელის სამყოფ ადგილას ცხოვრობდა“ („კალმასობა“). გაბრიელ მცირეს თქმით, „სიმდაბლისა სახითა დაუტევა საყდარი მამათმთავრობისა... და ერთსა დაბათაგანსა ცხოვრობდა ჭეშმარიტისა მონაზონებითა“ (დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა, იქვე). სხვა ვერსიით - ხარჭაშნელობა მისცეს (S-3181), თუმცა ეს სწორი არ უნდა იყოს (კათედრა არ აღდგენილა, ეპისკოპოსის ეპიზოდური მოხსენიების გარდა (1784-1802 წ. - H-664; ქსძ, ტ. 8, № 223; 1448, № 9199-9200); ასევე მცდარია მტკიცება იქვე, რომ ის გვარად ხერხეულიძე იყო. თ. ჟორდანიას მიხედვით იოსებს რუსთავის კათედრა დაუბრუნეს - ხელნაწერთა ინ-ტი, პირადი ფონდები, თ.ჟორდანია, № 396, ფ. 216, 218).
  136. 1450-29/115.
  137. Ad-1729.
  138. სინას მთის მონასტრის კოდექსში მას 1747 წ. იანვარში გაუკეთებია ჩანაწერი, როგორც მროველ მიტროპოლიტს, სადაც აღნიშნავდა, რომ იქ სალოცავად და თაყვანსაცემად მივიდა, იქიდან კი იერუსალიმს მიდიოდა (В. Бенешевич, Памятники Синая археологические и палеографические, вып. I, 1925, (XXXI)). შესაბამისად, მროველად 1745/1746 წელს ან უფრო ადრე უნდა ყოფილიყო. მისი არყოფნით აიხსნება იოსების (კვლავ?) მროველობა 1746-1748 წლებში.
  139. ერისკაცობაში - ქარიმშა თუმანიშვილი. ბერად შედგომა სნეულების გამო გადაწყვიტა, რადგან „წარუალისა მის დიდება“ ამჯობინა. 1752 წელს მროველობიდან რუსეთში წასული ათანასე თბილელის „ნაიბად“ დაინიშნა (თბილელად შემდეგ დაამტკიცეს).
  140. 1449, № 863; პირადი ფონდები, ე. თაყაიშვილი, № 2259. იქვეა დაკრძალული (ძველი საქართველო, III, გვ. 10. გარდაიცვალა 1771 წ. (Hd-11685, Hd-12259)).
  141. შემდეგ ბესარიონ კათალიკოსს ახლდა, გარეჯში 30-იანი წლების ბოლოსთვის დაბრუნდა.
  142. ჯვარის მამა 1742 წელს იყო (1450-28/218, Qd-14289-14290; ქხა, AI-1, № 38, 57, 61, 69, 87, 100, 112, 160; S-1377, H-2902. ასევე - დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა, გვ. 134-135).
    ხელნაწერთა მისეული მინაწერებით ბერობის შემდეგ ის წინამძღვარი იყო, მაგრამ ნათლისმცემლის უდაბნოსი თუ გარეჯის ან რომელიმე სხვა მონასტრის (ან ქართლის სამეფო კარის), არ ჩანს.
  143. რაც, სავარაუდოდ, იმითაც დასტურდება, რომ 1761 წელს ის კვლავ ხონელია („მროველ-ყოფილი“; ქსძ, ტ. 3, № 316), ხოლო ანტონის დაბრუნებისთანავე, 1764 წელს, დოკუმენტებში ურბნელად იოსები გვხვდება, - თუმცა კი გვარის გარეშე, მაგრამ ერისთვისშვილისა და ჯანდიერიშვილის გარდა ამ სახელით აღმ. საქართველოში 1750-იანი წლებიდან სხვა მღვდელმთავარი (არც რომელიმე წინამძღვარი) არ ყოფილა. გარდა ამისა, 1750 წლით დათარიღებულ საბუთში (sic. 1450-16/289; Qd-1515; ძველი საქართველო, III, გვ. 296. მითითებულია კვირის დღეც; დოკუმენტი ალბათ უფრო გვიანდელია; მაგ., იხსენიება ქუთათელი მაქსიმე, თუმცა ის 1759 წ. საეკლესიო კრებამდე „ქუთათელად წოდებული“ იყო. გარდა ამისა, კრებას, რომელიც მხოლოდ ქუთაისის კათედრას არ ეხებოდა და საკმაო ხანს გრძელდებოდა, უწინდელი, „მთავარეპისკოპოს-ყოფილიც“ ესწრებოდა, რომლის ასე მოხსენიება მიუთითებს, რომ ცვლილება ხონის კათედრაზე მრავალი წლის წინანდელი არ უნდა ყოფილიყო) ის ამბობს, რომ სოლომონ მეფემ მას ხონის ეკლესია უბოძა, მაგრამ თავს კვლავ „მროველ მიტროპოლიტად“ (არა „ყოფილად“) მიიჩნევს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ამ ცვლილებას (ხოლო ერთდროულად ორივე ამ კათედრაზე ის, ცხადია, ვერ იქნებოდა) ერთგვარად „არ სცნობდა“. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ქრისტეფორეს მროველობის მეორე პერიოდში ის მართლაც ხონელად ყოფილიყო.
  144. 1757 წ. ჯერ არქიმანდრიტი იყო (ქუთაისის სახ. ისტ. მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა, 1953 წ.; K-80).
  145. იოანეს მიერ ასტრახანში აშენებული მონასტრის წინამძღვარი.
    შემდეგ, 1780-იან წლებში, თბილელად იყო გერმანე, მაგრამ ის სხვა პირი იყო.
  146. იშვიათად, სხვათა მხრივ, „იოვანე“ (მაგ., Sd-5411), - როგორც ბერობამდე ეწოდებოდა.
  147. მროველად არქიმანდრიტობიდან აკურთხეს, - „მიმოსულა“, გვ. 6 (1776 წელი შეცდომითაა მითითებული).
  148. რის გამოც ეს საგვარეულო, როგორც ცნობილია, ტრაქტატს თანდართულ თავადაზნაურთა სიაში ვერ მოხვდა.
  149. მაგ., ქხა, H6, 1953 წ. H-2510, გვ. 24. ასევე: მ. ქავთარია, XVIII საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან (ანტონ ბაგრატიონის ეპისტოლარული მემკვიდრეობა), გვ. 142-143).
  150. 1821 წ. 4 აგვისტოს.
    ცნობაში, რომელშიც „XI ს-ში“ მოღვაწე „მროველ ყოფილი იონა“ იხსენიება, ცხადია, გედევანიშვილი იგულისხმება (მაცნე, 1, 1961, გვ. 253).
  151. წარმომავლობით - ალბათ საყიფიანოდან (ქვიშხეთიდან).
  152. ბ. ლომინაძე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), I, 1966, გვ. 160 (მკვლევარი განასხვავებს „მამასა“ და „წინამძღვარს“).
  153. ხელნაწერთა ინ-ტი, პირადი ფონდები, თ.ჟორდანია, № 396, ფ. 38; იქვე სხვა ვერსიები: „მტრობით“, „კათალიკოსისგან“. ალბათ ეს უნდა იგულისხმებოდეს მისდამი პატრიარქის წერილში დიკასტერიაში გამოცხადების შესახებ (H-2510, გვ. 19), თუმცა მიზეზი წერილში არ ჩანს. იხ. ასევე: XVIII საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან (ანტონ ბაგრატიონის ეპისტოლარული მემკვიდრეობა), გვ. 155-157; „მიმოსულა“, გვ. 2, - „განიყენა ეპარხიისაგან“. თ. ჟორდანიას მიერ მითითებული, „ლეკთა მიზეზით“, შეიძლება ვარაუდი, რომ ხშირი მარბიელი თავდასხმების გამო მან ეპარქია დროებით მიატოვა და ეს ჩაეთვალა ბრალად.
  154. 1806 წ. 1-ლ ნოემბერს (შდრ. „მიმოსულა“, იქვე); დაკრძ. იქვე, ნათლისმცემლის მონასტერში, „სამრეკლოს ქვეშ“ (Описание древностей города Тифлиса, გვ. 143-144; ავტორი იქვე ამბობს, რომ ეს ნიკოლოზ მროველი 1764 წელს თავისი ამალით რუსეთში ყოფილა, - როდესაც მაშინ ჯერ მღვდელმთავარიც არ იყო).
  155. Hd-8658.
  156. XVIII საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან (ანტონ ბაგრატიონის ეპისტოლარული მემკვიდრეობა), გვ. 40.
  157. ე. თაყაიშვილი მას 1786 წელს მროველ-ურბნელად ასახელებს (არხეოლოგიური მოგზაურობანი, გვ. 59), მაგრამ მიტრის იქვე მითითებული წარწერით (გვ. 54) ის მხოლოდ ურბნელია, ხელნაწერთა აღწერილობებში კი ასეთი ცნობა არ ჩანს.
  158. იანვარში გარდაიცვალა მთავარეპისკოპოსად წინა წელს დანიშნული წილკნელი იოანე, იუსტინე კი გაზაფხულიდან მის შემცვლელად იხსენიება. ფონდის აღწერილობით 1802 წლით განსაზღვრულ ერთ საბუთში იუსტინე მროველი ასევე მთავარეპისკოპოსადაა დასახელებული, მაგრამ საკმაოდ გაურკვეველი ხელით ნაწერ ამ საბუთში თარიღი 1807 წელია.
  159. მაგ,. 1810 წ. - 1448, № 9617.
  160. ცსა, ფონდი 2, № 238, ფ. 84, 166-167; № 253, ფ. 196.
  161. 1802 წლის საბუთით ცნობილია „იოსებ მროველი“ (ქსძ, ტ. 3, № 505; Hd-5256). მასში დასახელებული პირები სხვა დოკუმენტებშიც იხსენიებიან (მაგ., Hd-5766) და რუისში მართლაც ფლობდნენ საეკლესიო სახელოს (რაც ერთ-ერთ მათგანს თავისი მოძღვრისთვის გარდაცვალების წინ დაუდასტურებია, - იქვე), ამასთან - იოსებ მროვლის დროს, მაგრამ ამის საბუთი (Hd-1916) ადრინდელი უნდა იყოს; იმავე 1802 წელსაც და შემდგომაც რამდენიმე სხვა დოკუმენტით მროველად ისევ იუსტინეა, მისი მროველობის 20-წლიან უწყვეტ პერიოდში ეპიზოდურად ერთხელ რატომ უნდა ყოფილიყო სხვა მღვდელმთავარი (ამასთან, ამ სახელით ეპისკოპოსი აღმ. საქართველოში 1780-იანი წწ. დასაწყისის შემდეგ აღარ ყოფილა)? 1802 წლით დათარიღებული საბუთის გამცემის - ანტონ II-ის ხელრთვისა და, განსაკუთრებით, ტიტულატურის მიხედვით, რომელიც განსხვავდება მისი ჩვეული კაზმული სტილისა და მრავალსიტყვიანი თვითწოდებისგან (უფრო მნიშვნელოვანი: ალბათ ძნელია საბუთის პოვნა, სადაც ანტონ II თუნდაც მოკლე განკარგულებაში თავს „კათალიკოსს“ უწოდებდეს, ის (ისევე როგორც ანტონ I), პრინციპულად წერდა: „კათალიკოს-პატრიარქი“ ან „პატრიარქი“; შდრ. იმავე ტომში - ანტონის 60-ზე მეტ დოკუმენტში მხოლოდ ამ საბუთშია „კათალიკოსი“), დოკუმენტი 1820-იან წლებში, გადმოცემით უნდა იყოს შეთხზული, თუმცა - უფრო ადრე (1750-იან წლებში) არსებული ვითარების მიხედვით.
  162. მროველთა სიისთვის გათვალისწინებული არაა კ. მამაცაშვილის (დაიბ. 1818 წ.) გვიანდელი, 1897 წ. ჩანაწერი (Qd-4105), რომლის მიხედვით „გერასიმე (sic) სამთავნელი მროველად იყო და პირველ „ვიკარნი“ ის იყო“. ცხადია, იგულისხმება გერვასი მაჭავარიანი, რომლის 1780-იან-1790-იან წლებში (სამთავნელობამდე) მროველობაზე მითითების რაიმე საფუძველი არ არსებობს. იგულისხმება ის, რომ 1810-იან წლებში ეგზარქოსის ქორეპისკოპოსს (ან გორის ეპისკოპოსს; გორის ეპისკოპოსი გერვასი ქორეპისკოპოსად 1814 წ. ოქტომბერში დაინიშნა, - История грузинской иерархии, 1853, გვ. 23; Акты, ტ. 5, გვ. 407) სამყოფელი ან კათედრა რაღაც პერიოდი რუისში ჰქონდა, მოსახლეობა კი ძველი ტრადიციით მას ჯერ კიდევ „მროველად“ აღიქვამდა. 1816 წელს გარდაცვლილ „გერვასი მროველად“ იხსენიებს მას ე. თაყაიშვილიც (საფლავი რუისის ტაძარში, მისივე სიტყვებით, ეპიტაფიის გარეშე, - არხეოლოგიური მოგზაურობანი, გვ. 108). გორის მაზრის ეპარქიათა ქონების მმართველი, არქიმანდრიტი ნიკიფორე, რომელიც სამართავად თავადაც რუისში იმყოფებოდა (ცსა, 1448, № 9478; 488, № 429, ფ. 12; № 948, ფ. 9), 1818 წელს წერდა, რომ, საკუთარი ხარჯით, თავისი სულის საოხად, რუისის ეკლესიისა (საძირკველი თითქმის სულ ჩანდაო) და მისი ეზოს მთლიანად მოკირწყვლის გარდა, გარდაცვლილი გერვასი „ვიკარის“ მიერ იქვე (ცხადია, ქორეპისკოპოსის სამყოფლად) აშენებული სასახლეც შეაკეთა (488, № 235).
    არქიმანდრიტი ნიკიფორე („მიხაილოვი“ / მიქელიშვილი; 1448, № 500-8, ფ. 85; მ. ბერძნიშვილი, მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოების ისტორიისათვის, II, გვ. 106-107; შდრ. I, გვ. 119) რაღაც პერიოდის განმავლობაში მართავდა რუისის, ურბნისის, ნიქოზის, სამთავისისა და, ნაწილობრივ, სამთავროს გაუქმებული ეპარქიების ქონებას და იხსენიებოდა, როგორც „სამროვლოს საეპარხიოს მეურნე“ (1813 წ. - Hd-3307; Акты, V, 1873), „სრულიად ქართლის ეპარხიათა ყმათა და მამულთა მმართველი“ (მაგ., 1818 წ. - ცსა, 1448, № 6940; 1820 წ. - 489, № 1047, ფ. 1). გ. ავალიშვილი („მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე“) წერდა, რომ 1819 წ. ბრეთთან შეხვდა „რუისის წინამძღვარ“ ნიკიფორეს რამდენიმე მღვდლის თანხლებით.
    იმავე პერიოდში რუისის, ურბნისისა და ნიქოზის ეპარქიების ქონებას მცირე ხნით ასევე მართავდა შიომღვიმის, ქვათახევისა და ნათლისმცემლის მონასტრების არქიმანდრიტი ათანასე (მაგ., 1817 წ. - ცსა, 488, № 131, ფ. 1; 488, № 222), რის დროსაც ნიკიფორე ოსეთის სასულიერო კომისიის მქადაგებლად იყო მივლინებული (იქვე, ფ. 10-11). 1820-იან წლებში ამ თანამდებობაზე რუისის ბლაგოჩინი, დეკანოზი ზაქარია მამაცაშვილი იყო (488, № 1677, ფ. 1), მის შემდეგ კი - თბილისის ფერისცვალების მონასტრის მღვდელ-მონაზონი პორფირი (იქვე, ფ. 3) და ბლაგოჩინი ბესარიონ ილურიძე.
    ეპარქიების გაუქმების შემდეგ, შტატის შემოღებამდე, მათ სასულიერო ნაწილში მართავდა პირველი ეგზარქოსი, „მიტროპოლიტი მცხეთისა, თბილისისა და ქართლისა“, ვარლამ ერისთავი.
  163. არხეოლოგიური მოგზაურობანი, გვ. 43; სძა, ტ. 5, გვ. 401; ნ. შოშიაშვილი, დასახ. ნაშრომი.
    ნ. შოშიაშვილის აზრით, უძველეს, V ს-ის წარწერაში კოსტანტისთან ერთად მოხსენიებული „მამა მიქელი“, შესაძლოა, პირველი ურბნელი ეპისკოპოსი იყო. თეოდორეს წარწერის შესახებ, რომელსაც ის პალეოგრაფიული ნიშნებით X ს-ს მიაკუთვნებს და რომლის მიხედვითაც თეოდორეს „აღშენებაში“ „მიქელი, ძე კოსტანტინესი“ ეხმარებოდა, ის შენიშნავს, რომ სახელების ასეთი დამთხვევა ყურადღებას იქცევს (იქვე, გვ. 146-148).
  164. მისსავე მინაწერებში ასევე - „ვლასე“; ჰქონდა მთავარეპისკოპოსის ხარისხი. ვლასი (ალბათ ურბნელობამდე?) ნიქოზელი იყო (ქრონიკები, ტ. 2, გვ. 404 - მისი წარწერა უსანეთის წმ. გიორგის ხატზე; თ. ჟორდანიას მიხედვით - „1563 წ. ახლოს“).
  165. ამ წელს ის იერუსალიმში იყო და, ისევე როგორც მის მიერ მოხსენიებულ თბილელ (1567 წ. იყო) ბარნაბას, ჰქონდა იმ დროს შენარჩუნებული თუ არა მღვდელმთავრობა საქართველოში, უცნობია; ის ბარნაბასაც და საკუთარ თავსაც, როგორც წესი, მოქმედ მღვდელმთავრებად ასახელებს (ე. მეტრეველი, მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის, 1962 წ. გვ. 37. იშვიათად - „ყოფილად“ - А. Цагарели, Сведения о памятниках грузинской письменности, вып. III, 1894, გვ. 51), ხოლო ბარნაბა, რომელიც სხვანაირად წერდა („პირველ ტფილელი და აწ ჯვრის მონასტრის წინამძღვარი“, - А. Цагарели, Сведения, вып. II, 1889, გვ. 38), 1580-1592 წწ. საქართველოში, კვლავ თბილელად იყო (პალ, ტ. 1, გვ. 461; ქრონიკები, ტ. 2, გვ. 427; ერთ პერიოდში კი - „სამეფო კარის წინამძღვარი“ - 1582 წ., პალ, ტ. 4, გვ. 274).
  166. როგორც მათი შემკვრელი და შემკაზმველი; იხ. მ. კარანაძე, ქართული წიგნის ყდის ისტორია, 2002 წ. გვ. 21, 24, 39, 42.
  167. მთავარეპისკოპოსის ხარისხი ჰქონდა. თავისთავად ინტერესს იწვევს ის გარემოება, რომ იმ საუკუნეში ორი ეპისკოპოსი იყო საკმაოდ იშვიათი სახელით, მთავარეპისკოპოსის ხარისხი ჰქონდა და იმ, არცთუ მშვიდობიან დროში, უცხოეთში, მოსალოცად თუ საღვაწად იყო წასული. ბარნაბა თბილელმა, გვარად ფავნელისშვილმა, ერთი ხელნაწერი მოგვიანებით თავისი წინაპრების სამკვიდროსა და სამარხოს, ნიქოზის საყდარს შესწირა (ქრონიკები, ტ. 1, გვ. 123; მანვე ააგო წინარეხის ერთ-ერთი ეკლესია). ამასთან, ის წარმოშობით იქიდანვე, ბარნაბა ურბნელი კი - მომიჯნავე ეპარქიის მღვდელმთავარი იყო (ისე როგორც ვლასი, რომელიც ნიქოზლადაც იყო; სავარაუდოდ, მათ მწიგნობრული გამოცდილების გარდა კარგი პირადი ურთიერთობაც აკავშირებდა). ძნელი წარმოსადგენია, რომ, თუ A-1351 (იხ. შემდეგი შენიშვნა) 1560-იან წლებში ან ახლო დროში იყო გადაწერილი, გადამწერს არეოდა ვლასისა და ბარნაბას ვინაობა და ხარისხი. ამდენად, შესაძლოა, ბარნაბა ურბნელი იგივე ფავნელიშვილი იყო, რომელიც, ალბათ მანამდე, ურბნელობისას, მარტო იქნებოდა მოსალოცად წასული.
  168. მისი ბრძანებით მთაწმიდაზე გადაწერეს ხელნაწერი A-1351. იხ. ქხა, A4, 1954 წ. („მინაწერი ტექსტის ხელით“ - XVI ს.); Описание рукописей церковнаго музея духовенства Грузинской Эпархии, кн. I-2 („დაახლ. 1500 წ.“).
  169. 1655 წ. მას როსტომ მეფემ უწყალობა „ოქონის ღმრთისმშობლის საწინამძღვრო“ (შესაძლოა, აქ უფრო ყმა-მამულის გამგეობა იგულისხმება) და „უკლებლივ, რაც ქრისტეფორეს ჰქონებოდეს“. უკანასკნელში იგულისხმება არა უწინდელი ურბნელი, არამედ, შესაძლოა, დმანელი ქრისტეფორე (ბარათაშვილი; ამიტომ უნდა იყოს გვარისა და ტიტულის გარეშე). ასევე, მისი ეპისკოპოსობისას გიორგი XI-მ ურბნისის ტაძარს ყმები შესწირა (Ad-1502-12, უთარიღო, ასლი. შდრ. 1449, № 1847); ნაკლებ სავარაუდოა, რომ ზაქარია ევდემოზის შემდეგ კვლავ ყოფილიყო ურბნელად. თარიღი, შესაძლოა, შეცდომითაა (ზოგადად, ბევრ საბუთში მათ განახლებაზეა საუბარი ან ეს იგულისხმება).
  170. თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. 2, გვ. 484.
  171. იშვიათად - „ევდემონ“, „ევდემოს“.
  172. ქსნის ერისთვის ძე; „გლონისთავის ძე“.
  173. 1448, № 4150.
  174. საბუთებში - 1671 წ. ჩათვლით. 1674 წელი ივარაუდება ყანჩაეთის ჟამნ-გულანის მიხედვით. უთარიღო ანდერძში, რომელიც კაბენის მონასტრისთვის მისი შეწირვისდროინდელი უნდა იყოს, ევდემოზი „ურბნელი მთავარეპისკოპოსია“. ეს თარიღი კი სხვა ანდერძში საკმაოდ გაურკვევლადაა მოტანილი გვიანდელ მინაწერსა („ურბნელი - მანგლელი - მთავარეპისკოპოსი ქართლისა“) და შეწირვის აღმნიშვნელ ჩანაწერს შორის, რომელშიც ის მხოლოდ „მთავარეპისკოპოსად“ იხსენიება (ალბათ პირადი ხარისხის თვალსაზრისით. იხ. Канчаетский «Жам-Гулани» и историческия приписки его кинклоса; ქხა, H3, № 1452).
  175. მ. თამარაშვილი, იქვე, გვ. 263-270, 840-841.
  176. A-160. აღწერილობაში მინაწერი განსაზღვრულია, როგორც „ევდემონ, ყოფილი ეფთვიმეოზ“ (ქხა, AI-2, გვ. 229). რასთან იყო დაკავშირებული სახელის ცვლილება - სქემის მიღებასთან (თუმცა ამას გარკვეულად ეწინააღმდეგება ევდემოზის ურბნელობის პირველი ცნობის შემდეგ (1668 წ. ტაძრის აღდგენისას კვლავ ის იყო ურბნელად) სულ ერთი წლით გვიანდელი სიგელი ეფთვიმეზე, - თუ ის ევდემოზ რატიშვილია; ამ საბუთის თარიღი ზუსტია) თუ კათოლიკობასთან, გაურკვეველია; იმავე 1690-იან წლებში ის თავს არაერთხელ კვლავ ევდემოზს უწოდებს; ისე როგორც, მთავარეპისკოპოსობისდროინდელ მინაწერებში, „ურბნელს“.
  177. 1676 წლიდან მაინც.
  178. რომელიც მას ახასიათებდა, როგორც „სამღთოისა სწავლითა აღსავსეს, მის ერდგულსა და თანაზრდილს“ (1449, № 1824).
  179. A-520; გარდ. 1711 წ. 3 მარტს, დაკრძალულია სამთავროს მონასტერში (არხეოლოგიური მოგზაურობანი, გვ. 47).
  180. პერიოდულად 1701-1730 წლებში (შესაძლოა, მანამდეც: 1696 წ. ერთი საბუთი გაცემულია მისი ძმის - გოშფარისა და „მანგლელის“ მიერ, - 1448, № 5382); მთავარეპისკოპოსის ხარისხი ჰქონდა. მისი ვინაობისთვის: 1710-იანი წწ. ბოლოს მანგლელად ასევე იხსენიება „იოსებ-ყოფილი იოანე“, რომელიც ჯავახიშვილი არ ყოფილა (სააკაძე).
  181. 1701 წ. ჯერ მცხეთის აზნაურისშვილი იყო.
  182. იშხნელიშვილი მერისელი არის „რუისის სამწყსოს დავთარში“. მერისელი [იშხნელი], ასევე „იშხნელი მიტროპოლიტი გერმანოსი“ (არადეთის მონასტერში უნდა ყოფილიყო; თუმცა „იშხნელი“ აქაც არ ნიშნავს აუცილებლად უწინდელ ხარისხს) იხსენიება, მაგ., A-186 ხელნაწერში (იხ. ქხა, AI-2). 1700-იან წლებში და მანამდე ჯერ ისევ მღვდელ-მონაზონი ელისე იშხნელი არაერთი საბუთის დამწერია; მათი ნაწილის მიხედვით ჩანს, რომ კათალიკოსთან იმყოფებოდა (მაგ. 1702 წ.).
  183. ს. ყუბანეიშვილი, დავით გურამიშვილი ქართულ ჰუსართა პოლკში, 1955, გვ. 143. თუმცა ამალის სიაში ის „ბაიერის შვილად“ იხსენიება („თავადთაგან“), „ვახტანგიანიდან“ ცხადია, რომ აზნაური იყო - გვარით გლურჯიძე (ს. ყუბანეიშვილი, „ვახტანგიანი“; ლიტერატურული ძიებანი, IV, 1948; სიაში ზოგი სხვა აზნაურიც „ბოიარის შვილადაა“ წოდებული).
    პლ. იოსელიანის მიხედვით, ვახტანგს რამდენიმე სხვა ეპისკოპოსთან ერთად „არსენი ურბნელი“ გაჰყვა (Исторический взгляд на состояние Грузии, გვ. 82). ეს არსენი (დოლენჯიშვილი) მანგლელი იყო (ს. ყუბანეიშვილი, დავით გურამიშვილი, იქვე).
  184. მისი (ასევე - მიტროპოლიტ ქრისტეფორე თუმანიშვილისა), ალბათ, გვიანდელი ხელჩართვა („მოწამე ვართ“) არის დომენტი IV-ის მიერ 1726-1727 წწ. სტამბულში გაცემულ საბუთებში (1449, № 2307; შდრ. ქრონიკები, ტ. 3, გვ. 113-114; მაგალითად, ქრისტეფორე 1737 წ. ჯერ კიდევ წინამძღვარი იყო, - ნ. ბერძენიშვილი, მსეი, ტ. 2, № 34).
  185. დომენტი IV-ის „სიცოცხლეში მისად სულიერ შვილად მოყუანილი და კურთხეული“ (დსსი I, № 421; ასევე იხ. - ს. ჩხეიძე, “საქართველოს ცხოვრება“ (1742 წელს)); ტრაგიკულად აღესრულა (ცსა, ფ. 1461, № 6).
  186. XVI ს-ის ხელნაწერში არის რომელიღაც ურბნელის მინაწერი. წიგნი იყო (შემდეგ მროველი) იოსებ ერისთვისშვილისა (ბერობისა და არქიმანდრიტობის დროს), ნათლისმცემლის უდაბნოში, შემდეგ სვეტიცხოველში. მასში, სხვათა გარდა, არის იოსებისა და იონა გედევანიშვილის („იონა ბერი გედავანის“) მინაწერები (ასევე - „კათალიკოსის“, ან „კათალიკოს იოსების“ ხელრთვა; არაა მითითებული გამოცემაში), ასევე - „ხელრთვა: „ურბნელი იოვანე (?)“ (ქხა, A I-1, გვ. 160; საძიებელში - „ურბნელი იოვანე“ - გვ. 491). ხელნაწერში (A-57) „ურბნელი“ ასეც იკითხება, ხოლო „იოვანე“ შესაძლოა ივარაუდებოდეს ( [ი]-ვ-ე ). მაგრამ ხელრთვის ამ ნაწილში ცხადად იკითხება „ნკლზ“. მართლაც, ეს ხელრთვა პრაქტიკულად ემთხვევა ნიკოლოზ ხერხეულიძის ხელმოწერას: „ურბნელი ნიკოლოზ“ (Hd-3816; Hd-2445; ცსა, 1448, № 4408). ამიტომ „იოვანე ურბნელი“ სიის შედგენისას მხედველობაში არაა მიღებული.
  187. 1762 წლიდან მაინც; სამთავნელი 1759 წელზე ადრე ვერ იქნებოდა. მიტროპოლიტის ხარისხი უნდა ჰქონოდა (Hd-8255). ურბნელობამდე რომელიღაც მონასტრის წინამძღვარი იყო (Hd-9642). ბერობამდე, შესაძლოა, იყო ფარემუზ გურამიშვილი (მისი ბეჭედი – „სახუცე ფარემუზ“ (დსსი, ტ. 1, № 534). აღკვეცისას, სავარაუდოდ, ახალი სახელი ამის მიხედვით იქნებოდა შერჩეული).
  188. იხ. შენიშვნა მროველ იოსებ ერისთვისშვილზე; ასევე ის, რომ ხელნაწერ H-656-ში (ქხა, H6, 1953 წ.) მიტროპოლიტად იხსენიება, რომელი ხარისხიც ურბნისისა და ხონის კათედრებს არ ჰქონიათ, მაგრამ ჰქონდა რუისის კათედრას და, შესაბამისად, იოსებ ერისთვისშვილს.
  189. ბოლო ცნობა 1770 წლის თითქმის ბოლოსაა (Ad-692) და ალბათ მომდევნო წელს გარდაიცვალა.
    1763 წელს სახელის გარეშე იხსენიება რომელიღაც ურბნელი (1449, № 2529), რომელიც საყდრის ყმების მოძიებაზე ზრუნავდა, შესაძლოა, ის (ახლად გამწესებული) იოსები ყოფილიყო.
  190. ცსა, ფ. 2, № 274, ფ. 236.
  191. Hd-11200, ფ. 30; ცსა, ფ. 2, № 274, ფ. 236; ასევე - Акты, ტ. 4, გვ. 164 - ურბნისისა და ნიქოზის შემოსავლები გარდაცვალებამდე.
  192. იუსტინე გარდაიცვალა 1814 წ. 3 ივნისს ურბნისში (ნ. ბერძენიშვილი, მსეი, ტ. 2, № 287); შდრ.: 31 დეკემბერს (Hd-11200). ანდერძი უფრო ადრე ჰქონდა შედგენილი (Hd-14136-14139, 8632).
  193. „კაცი მაღლისა სათნოებისა, ღირსი ვითარცა მეუდაბნოე. მომხილველი ტრაპეზუნტისა და აღკვეცილი ახლოს მისა ნათლისმცემლისა უდაბნოჲსა; წინამძღვარმან მან უდაბნოჲსა ამის უწოდა სახელი თვისი“ (ცხოვრება მეფის გიორგის მეათცამეტისა). მთავარეპისკოპოსის ხარისხი ჰქონდა (Sd-3046).
    მისი ანდერძი (Sd-3044) 1808 წ. დეკემბრისაა. შდრ.: ზოგი ხელნაწერის მინაწერში (თუმცა მინაწერი რუსეთში, 1819 წელსაა გაკეთებული) ნათქვამია, რომ „წმიდა ურბნელი იულიოს თუხარელი მიიცვალა ქართლს, ურბნისს, წელსა 1811-სა“ (მ. სურგულაძე, ქართულ ფეოდალურ საგვარეულოთა ისტორიიდან, 1999, გვ. 41), მაგრამ ანდერძიდან ერთ კვირაში იქ მყოფი გერვასი სამთავნელი მას „კურთხეულად“ (განსვენებულად) მოიხსენიებს (იქვე).
    მითითებულ ნაშრომში იულიოს თუხარელი შეცდომითაა გაიგივებული („იუსტინე-იულიოსი“) იუსტინე ურბნელთან, რომელიც „პატრიარქთან იყო განუყრელად“ (ასეთი უფრო იუსტინე მაღალაძე შეიძლება ყოფილიყო, რომელსაც რამდენიმე კათედრა ეკავა, მათ შორის - სამთავროსი).
    იულიოსს ბერად აღკვეცამდე ოჯახი ჰყავდა - ანდერძში იხსენიება მისი შვილი, სხვა საბუთში კი (ქსძ, ტ. 8, № 599) - „ურბნელის შვილები“ (მათში ტაძრის კრებული არ იგულისხმება, რადგან პირი, ვინც მათზე წერდა, თავად ურბნისის დეკანოზი იყო). მითითებულ ნაშრომში შესწავლილი, თუხარელთა საგვარეულოზე არსებული დოკუმენტების მიხედვით, შესაძლოა, იულიოსი მანამდე ყოფილიყო 1780 წ. მოხსენიებული მღვდელი იოანე თუხარელი.
  194. ნ. შოშიაშვილის ურბნელთა საკმაოდ სრულ სიაში (დასახ. ნაშრომი, გვ. 154; პირველი ასეთი სია ე. თაყაიშვილს ეკუთვნის - დასახ. ნაშრომი, გვ. 59) რამდენიმე შეცდომაა, ხოლო 1799-1801 წლებში დასახელებული ურბნელების - ზაქარიასა და ზაალის შესახებ ცნობა არაა გაზიარებული; ყველა ეს შეცდომა მომდინარეობს დ. ფურცელაძის წიგნიდან „Грузинские церковные гуджари“.
  195. ურბნელად განაწესეს 1808 წ. 31 დეკემბერს - „ვარწმუნეთ... განსაგებელად ეპარხია ურბნისისა... სრულითა იმედოვნებითა, რომელ განმგეობისა თანა მათ მონასტერთასა შემძლებელ არს მწყსუად მისსაცა ყოვლითა წარმატებითა და ნამდვილ ესევითარიცა მოლოდება ჩუენი განამართლა შემდგომსა ჟამსა შინა მოპოებითა დაკარგულთა მამულთა მისთა და დაწყებითა საჭიროთა მას შინა შენობათათა და მასთანვე კეთილითაცა მწყსითა სულიერისა ამის სამწყსოისათა“ (Qd-2172, 1810 წ.).
  196. ცსა, ფ. 2, № 274, ფ. 237.
  197. მაგ., Акты, IV, გვ. 153. რასაკვირველია, ანტონი მას მღვდელმთავრადაც აკურთხებდა, მაგრამ ახალ მმართველობას ეპარქიებისა და ეპისკოპოსების რიცხვის შემცირება თავიდანვე მიზნად ჰქონდა დასახული (1803 წ. პ. ციციანოვს „ეჩვენებოდა“, რომ ქართლში ერთ ეპარქიაზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ „მათი ერთიანად გაუქმება ხალხის სარწმუნოებისადმი მიდრეკილობის გამო საშიში იქნებოდა“; იმავე დოსითეოსის წილკნელად კურთხევა ჯერ კიდევ 1803 წელს შეაჩერეს და წილკნელობა სამთავნელს გადაეცა, რათა ასეთი „წესით“ მღვდელმთავართა რაოდენობა „ბუნებრივად“ შემცირებულიყო) და სხვა მღვდელმთავართა, საერთოდ სასულიერო წოდებაში კურთხევასაც, მხოლოდ მთავრობის ნებართვით მოითხოვდნენ (Акты, ტ. 2, გვ. 264, 268-269; ტ. 4, გვ. 141-142, 154).
  198. 1890-იან თუ 1900-იან წლებში ურბნისში კვლავ იქნა შემოღებული ეპისკოპოსის კათედრა, თუმცა მას, ცხადია, ნომინალური მნიშვნელობა ჰქონდა.