სამთავისისა და კასპის ეპარქია
იერსახე
| სამთავისისა და კასპის ეპარქია | ||
| სამთავისის ტაძარი | ||
| ძირითადი ინფორმაცია | ||
|---|---|---|
| ქვეყანა : | ||
| ფართობი : | 803,2 კმ² | |
| მოსახლეობის რაოდენობა : | ||
| ეპარქიალური ცენტრი : | ქალაქი კასპი | |
| დაარსდა : | 2013 წლის 11 ოქტომბერს | |
| მმართ. ეპისკოპოსის ტიტული : | ეპისკოპოსი სამთავისისა და კასპისა, ყოვლადუსამღვდელოესი მეუფე | |
| მმართ. ეპისკოპოსი : | დამიანე (ხუფენია) | |
სამთავისისა და კასპის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეპისკოპოსო, მოიცავს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. ეპარქია 2013 წლის 11 ოქტომბერს სამთავისისა და გორის ეპარქიის გაყოფის შედეგად ჩამოყალიბდა[1]. ეპარქიას ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი დამიანე ხუფენია. კათედრა და რეზიდენცია მდებარეობს სამთავისსა და კასპში. ეპარქიაში მოქმედებს ქვათახევისა და რკონის მონასტრები.
მოქმედი ტაძრების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კასპის ვახტანგ გორგასლის საკათედრო ტაძარი
- კასპის თეოდორე ტირონის ეკლესია;
- კასპის წმიდა გიორგის ეკლესია;
- კავთისხევის წმიდა გიორგის ორი ეკლესია;
- ოკამის ღვთისმშობლის ეკლესია;
- ოკამის წმინდა გიორგის ეკლესია;
- დოესის წმიდა სამების ტაძარი;
- ახალქალაქის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;
- მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;
- გომის ნათლისმცემლის ტაძარი;
- ერთაწმინდის წმიდა ევსტატი პლაკიდას ტაძარი;
- ნიაბის წმიდა გიორგის ტაძარი;
- ხანდაკის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;
- ეზატის იოანე ნათლისმცემლის ტაძარი.
- სობისის წმიდა გიორგის ტაძარი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სინოდის სხდომის ოქმი გამოქვეყნდა. ნეტგაზეთი, 2013.10.14.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
| |||||||
| ||||||||||