საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1927)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება
დეტალები
შექმნის თარიღი 21-27 ივნისი, 1927
ხელისმომწერნი საქართველოს ეკლესია

საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1927)საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითადი კანონი, რომელიც მიღებულია 1927 წლის 21-27 ივნისს გამართულ სრულიად საქართველოს საეკლესიო IV კრებაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეკლესიის ახალი მწყემსმთავრის ასარჩევად 21-27 ივლისს მეოთხე საეკლესიო კრება გაიმართა. აღნიშნულ კრებაზე დამტკიცებული იქნა საქართველოს ეკელსიის ახალი მართვა-გამგეობის დებულება, რომელშიც გარკვეული ცვლილებები იქნა შეტანილი. ცვლილებების მიზეზს საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაც წარმოადგენდა, როდესაც ახალმა მთავრობამ საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობის სხვა, უფრო მძიმე პოლიტიკა გამოამჟღავნა. ახალ დებულებაში წარმოდგენილი იყო 15 ეპარქია, რომელთაგანაც რეალურად მხოლოდ 9-ს ჰყავდა მღვდელმთავარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ,,დებულება საქართველოს ეკელსიის მართვა-გამგეობისათვის", ტფილისი, 1928.
  • მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული. გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე", თბილისი, 2017.