გორისა და ატენის ეპარქია
| გორისა და ატენის ეპარქია | ||
| გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი | ||
| ძირითადი ინფორმაცია | ||
|---|---|---|
| ქვეყანა : | ||
| ფართობი : | 2310,35 კმ² | |
| მოსახლეობის რაოდენობა : | ||
| ეპარქიალური ცენტრი : | ქალაქი გორი | |
| დაარსდა : | 2013 წლის 11 ოქტომბერს | |
| საკათედრო ტაძარი : | გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი | |
| მმართ. ეპისკოპოსის ტიტული : | მიტროპოლიტი გორისა და ატენისა, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე | |
| მმართ. ეპისკოპოსი : | ანდრია (გვაზავა) | |
გორისა და ატენის ეპარქია — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია. მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში და მოიცავს თანამედროვე გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. სამღვდელმთავროს ესაზღვრება: აღმოსავლეთიდან - სამთავისისა და კასპის ეპარქია, ჩრდილოეთიდან - ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია, დასავლეთიდან - ურბნისისა და რუისის ეპარქია, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია, სამხრეთიდან - წალკის ეპარქია.
2013 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით სამთავისისა და გორის ეპარქია გაიყო ორად: გორისა და ატენის და სამთავისისა და კასპის ეპარქიებად. გორისა და ატენის ეპარქიის მმართველად დარჩა მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), სამთავისისა და კასპის ეპარქიის მართველად გამოირჩა იღუმენი დამიანე (ხუფენია), იკურთხა 2013 წლის 3 ნოემბერს.