საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1945)
Jump to navigation
Jump to search
საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება | |
შექმნის თარიღი | 28 მარტი, 1945 |
---|---|
ხელისმომწერნი | საქართველოს ეკლესია |
საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1945) — საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითადი კანონი, რომელიც მიღებულია 1945 წლის 28 მარტს, საქართველოს VIII საეკლეიო კრების (1937 წ.) სახელით.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1945 წლის 28 მარტს საქართველოს ეკელსიის წმიდა სინოდმა მიიღო საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომელიც შეთანხმებული იყო მე-4 და მე-8 საეკლესიო კრებათა მიერ დამტკიცებულ დებულებებთან და აგრეთვე იმჟამად საბჭოთა კავშირში მოქმედ სამოქალაქო კანონებთან. ახალი დებულების მიხედვით საქართველოს ეკლესიის სრული მმართველია კათოლიკოს-პატრიარქი, რომელთანაც არსებობდა ,,კათოლიკოს-პატრიარქის თანა სინოდი", მისი წევრები მხოლოდ მღვდელმთავრები იყვნენ, რომელთა რაოდენობაც ძალზე მცირე იყო.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ,,დებულება საქართველოს ეკელსიის მართვა-გამგეობისათვის", 1945 წ.
- მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული. გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე", თბილისი, 2017.
|
|