შინაარსზე გადასვლა

ოჟიოს წმინდა ნინოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოჟიოს წმინდა ნინოს ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ნაგებია რიყის ქვით. გვიანდელი შეკეთების დროს ნახმარია აგური. ინტერიერში კედლები შელესილი ყოფილა. ძეგლი დაზიანებულია. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან (გვიანდელია) და დასავლეთიდანაა. დასავლეთ შესასვლელი შიგნით სწორკუთხაა, გარედან სამცენტრიანი თაღი ხურავს. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდაში, ერთი თარაზულად გადახურული სარკმელი და ორი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. სარკმლის გადახურვა კონქის ქუსლის დონეზეა. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიდგმული. დარბაზი გადახურულია რიყის ქვით ნაგები, წესიერი ფორმის კამარით, რომლის წვერი ოდნავ შეტეხილია. დასავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია.