კონქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონქი (ბერძ. κόγχη [konche] — „ნიჟარა“) — ნახევარგუმბათი, რომელსაც იყენებენ შენობათა ნახევრადცილინდრული ნაწილების გადასახურად (აფსიდა, ნიში). თავდაპირველად გაჩნდა აღმოსავლურ-ელინისტურ არქიტექტურაში, ფართოდ იყენებდნენ რომაულ და ბიზანტიურ ხუროთმოძღვრებაში, შუა საუკუნეთა ქრისტიანულ საკულტო ნაგებობებში. კონქს ხშირად ამკობდნენ მოზაიკით ან მოხატულობით, რომლებზე გამოსახული იყვნენ ღვთისმშობელი ან სხვა ქრისტიანი წმინდანები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]