ზემო ხოდაშნის კვირაცხოვლის ეკლესია
იერსახე
ზემო ხოდაშნის კვირაცხოვლის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ზემო ხოდაშნის სამხრეთით 300 მეტრზე, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (5,7 X 3,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კედლები შიგნიდან შელესილია, გარედან შელესილობის მხოლოდ კვალი შეიმჩნევა. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ოდნავ ნალისებრი ფორმის აფსიდაა, რომლის ღერძზე, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხევლის შუაში დგას ოთხკუთხა პრიზმის ფორმის ტრაპეზი. დარბაზს გრძივ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. შიგნით ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 91.