დაფნარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
დაფნარი
Samtredia.png
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თემი გომი
კოორდინატები 42°06′20″ ჩ. გ. 42°19′38″ ა. გ. / 42.10556° ჩ. გ. 42.32722° ა. გ. / 42.10556; 42.32722
დაარსდა ძვ. წ. V-II სს
ცენტრის სიმაღლე 40
მოსახლეობა 541[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დაფნარი — საქართველო
დაფნარი
დაფნარი — იმერეთის მხარე
დაფნარი

დაფნარისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გომის თემში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, რკინიგზის სადგური. ზღვის დონიდან 40 მეტრი, სამტრედიიდან 7 კილომეტრი. სოფელში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. სოფელს ემსახურება დაბლაგომის საჯარო სკოლა. სოფელი მოხსენიებულია გალაკტიონის ლექსში „გურიის მთებს“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მიდამოებში, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირას, ნაპოვნია ძვ. წ. V-II სს. ნასოფლარი და სამაროვანი. 1966-1973 წწ. გათხრების შედეგად (ხელმძრვანელი ნ. კიღურაძე) აღმოჩნდა ბუნებრივ და ხელოვნურ ტერასებზე აგებული ბათქაშით შელესილი წნული ოთკუთხა ფაცხები. საოჯახო სამაროვნები განლაგებულია ცალკეულ ბუდეებად, როგორც ჩანს, საკარმიდამო ნაკვეთებზე. სამარხებად გამოყენებულია ორმოებში ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად ჩადგმული საღვინე ქვევრები. გვხვდება როგორც მდიდრული, ისე ღარიბული სამარხები. არქეოლოგიური მასალა (თიხის ჭურჭელი, ვერცხლისა და ბრინჯაოს სამკაულები, მონეტები) მოწმობს ქონებრივ დიფერენციაციას სასოფლო თემის შიგნით. დაფნარი ანტიკური ხანის ქალაქ ვანის სასოფლო-სამეურნეო გარეუბანი იყო. მოსახლეობა მისდევდა მევენახეობა-მეღვინეობას და ცაბმული იყო სასაქონლო-ფულად ურთიერთობაში, რასაც ხელს უწყობდა მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ კომუნიკაციათა სიახლოვე.

დაფნარი შედიოდა ჯერ ქვაბულიძეთა საერისთავოში, შემდეგ კი ჭილაძეების სათავადოში. სოფელში შემორჩენილია ადგილი „ჭილა მეფის ნასახლარი“.[2] სოფელში იდგა ღვთისმშობლის შობის ეკლესია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 541 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 677 312 365
2014[1] Decrease2.svg 541 270 271

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 218 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II