შინაარსზე გადასვლა

ზემო ნოღა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო ნოღა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თემი ტოლები
კოორდინატები 42°04′15″ ჩ. გ. 42°16′08″ ა. გ. / 42.07083° ჩ. გ. 42.26889° ა. გ. / 42.07083; 42.26889
ცენტრის სიმაღლე 200
მოსახლეობა 293[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო ნოღა — საქართველო
ზემო ნოღა
ზემო ნოღა — იმერეთის მხარე
ზემო ნოღა
ზემო ნოღა — სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ზემო ნოღა

ზემო ნოღასოფელი საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში (იმერეთის მხარე).

მდებარეობს იმერეთის მაღლობის სამხრეთ მთისწინეთში, მდ. ხევისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 200 მ-ზე, სამტრედიიდან 17 კმ-ში, საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 9 კმ-ში.

ისტორიულად სოფელი ნოღა შედიოდა საჯავახოს მხარეში,[2][3] რუსეთის იმპერიის მმართველობის დროს — ოზურგეთის მაზრის ჩოხატაურის უბანში.[4] 1920-იანი წლების დასაწყისში სოფელი გაიყო ზემო ნოღად და ქვემო ნოღად. 1950 წლიდან[5] 1990-იან წლებამდე ორივე სოფელი კვლავ გაერთიანებული იყო ნოღას სახელით. საბჭოთა პერიოდში შედიოდა სამტრედიის რაიონის გამოჩინებულის, შემდეგ საჯავახოს, ბოლოს — ტოლების სასოფლო საბჭოში.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 293 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[6] 913
2002[7] 496 228 268
2014[1] 293 135 158
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 347.
  • დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019. — გვ. 117-119.
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. გვენეტაძე ე. გაგუა გ., „საჯავახოს მხარე“ // „პარალელი“ : ჟურნალი, თბილისი, 2013, № 5, გვ. 217, ISSN 0235-8417.
  3. ჩხატარაიშვილი ქ., გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, თბ.: მეცნიერება, 1985. — გვ. 48.
  4. ჭიჭინაძე ზ., საქართველოს ბატონყმობის ფაქტიური მასალები, ტ. I, 1924. — გვ. 78-79.
  5. საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს უწყებები, № 19, 1950. — გვ. 11.
  6. Кавказский календарь на 1910 год
  7. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II