ნაბაკევი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)
| სოფელი | |
|---|---|
|
ნაბაკევი | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მხარე | იმერეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ნაბაკევი |
| კოორდინატები | 42°12′25″ ჩ. გ. 42°19′23″ ა. გ. / 42.20694° ჩ. გ. 42.32306° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 35 მ |
| მოსახლეობა | 423[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ნაბაკევი — სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კვირიკე, ნინუაკუთხე, ჩხენიში, ხუნჯულაური). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 35 მეტრი, სამტრედიიდან 5 კილომეტრი. სოფელში დგას XV საუკუნის ჯვარცმის ეკლესია. სოფელი შედიოდა მიქელაძეების სათავადოში.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1882 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თაოსნობით გაიხსნა ორკლასიანი სასწავლებელი, რომელიც მოთავსებული იყო ერთსართულიანი ხის ექვსოთახიან შენობაში, ახლად გახსნილ სკოლაში მუშაობდა 5 მასწავლებელი. 1931 წლიდან მიენიჭა რევოლუციონერის, ვანო სტურუას სახელი. 1937 წლიდან დაწყებითი სკოლა გადაკეთდა 7 წლიან სკოლად. 1942 წლიდან 7 წლიანი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად. 1948 წლიდან საშუალო სკოლა კვლავ გადაკეთდა 8 წლიან სკოლად, ხოლო 1952 წლიდან ისევ საშუალო სკოლად.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 423 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 564 | 263 | 301 |
| 2014[1] | 197 | 226 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 55-58
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
| |||||||||||||