იანეთი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იანეთი.
სოფელი
იანეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თემი იანეთი
კოორდინატები 42°10′50″ ჩ. გ. 42°25′11″ ა. გ. / 42.18056° ჩ. გ. 42.41972° ა. გ. / 42.18056; 42.41972
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 30
მოსახლეობა 2016[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები, მუსლიმები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
იანეთი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
იანეთი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)
იანეთი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
იანეთი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)

იანეთისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის სამტრედიის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე გუბისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 30 მეტრი, სამტრედიიდან 7 კილომეტრი. სოფელში მოქმედებს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. სოფელში არის რკინიგზის სადგური, კომპიუტერული ცენტრი, ბენზინ და გაზგასამართი სადგური. სოფელში მდინარე გუბისწყალზე გამოვლენილია ქვიშა-ხრეშის საბადო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. 1900-იან წლებში სოფელში მოქმედებდა აბრეშუმის საქსოვი მანუფაქტურა. აღდგომიდან მერვე დღეს სოფელში აღინიშნებოდა დღესასწაული „სტეფიანეობა.“[2]მეორე 1926 წლისთვის მისი მოსახლეობა შეადგენდა 2308 ადამიანს, ხოლო ფართობი 23,8 კმ²-ს.[3] საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მესიმინდეობა, მეჩაიეობა, მეცხოველეობა, მებოსტნეობა.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იანეთში პირველი სკოლა 1900 წელს გაიხსნა, იგი ერთკლასიანი იყო და მდებარეობდა რკინიგზის ბაქანთან ახლოს. იგი ჯერ ორკლასიან, მოგვიანებით კი ოთხკლასიან სკოლად გადაკეთდა. იანეთში საშუალო სკოლა გაიხსნა 1936 წელს. 2007 წელს იანეთის №1 საჯარო სკოლას შეუერთდა იანეთის №2 საბაზო სკოლა. სოფელში არის ბაგა-ბაღი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1926 2308
2002[4] 2341 Increase2.svg
2014 2016 Decrease2.svg

სოფლის მოსახლეობის ნაწილს შეადგენენ რეპატრიანტი მესხები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ჟურნალი „მოგზაური“ N8/9 გვ. 853, 1901 წ.
  3. ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა საქართველოს ეროვნული არქივი
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II