შინაარსზე გადასვლა

ნიგორზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ნიგორზღვა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თემი საჯავახო
კოორდინატები 42°05′11″ ჩ. გ. 42°19′51″ ა. გ. / 42.08639° ჩ. გ. 42.33083° ა. გ. / 42.08639; 42.33083
ადრეული სახელები ნიგოზღრუა[1]
ცენტრის სიმაღლე 120
მოსახლეობა 325[2] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნიგორზღვა — საქართველო
ნიგორზღვა
ნიგორზღვა — იმერეთის მხარე
ნიგორზღვა
ნიგორზღვა — სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნიგორზღვა

ნიგორზღვასოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, საჯავახოს თემში. მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან 120 მეტრი, სამტრედიიდან 12 კილომეტრი. სოფელში დგას XVIII საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

ფეოდალურ ხანაში სოფელი შედიოდა საჯავახოს მხარეში.[3] 1958 წელს ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპედიციამ სოფელ ნიგორზღვაში ჩაატარა კვლევითი სამუშაოები, რის შედეგადაც არაერთი უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთი და საცხოვრებელი პალატა იქნა აღმოჩენილი. აქ მოპოვებული ნივთების ნაწილი ინახება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში. სოფლის ტერიტორიაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო დარანის გამოქვაბულთა კომპლექსმა, სადაც აღმოჩენილმა დამბაჩამ და ხანჯალმა ვარაუდი გამოიწვია, რომ გამოქვაბულები შესაძლოა თავშესაფრად ან სამალავად გამოიყენებოდა. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ სოფელი ნიგორზღვა საკმაოდ ადრეული პერიოდიდან იყო დასახლებული. დარანის გამოქვაბულებს მინიჭებული ჰქონდათ ადრეული შუა საუკუნეების კულტურული ძეგლის სტატუსი და მათი მეცნიერული შესწავლა აქტიურად მიმდინარეობდა. XX საუკუნის 90-იანი წლების განუკითხაობამ ეს ისტორიული ძეგლი შეიწირა. სოფელში გავრცელებული გვარებია: თარგამაძე, გაგუა, ქორიძე, ჩაჩუა, ჩხაიძე, ტონია, ზამთარაძე, შანიძე, კალოიანი, თევზაძე, არდიშვილი და სხვა.[4]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დაიბადა გივი გაგუა და კონსტანტინე თარგამაძე.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 325 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[5]528252276
2014[2] 325156169
  • დვალაშვილი გ.,გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019.  გვ. 127–132.
  1. ჩხატარაიშვილი ქ., გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, თბ.: მეცნიერება, 1985.  გვ. 10.
  2. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  3. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 217 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
  4. „ოჯახში რამდენი სულიც იყო იმდენი ქათამი ან ინდაური იკვლებოდა და იმდენივე ხაჭაპური ცხვებოდა“ — სამტრედიის სოფელი ნიგორზღვა რუბრიკაში „ჩემი სოფელი“. topnews.com.ge (2019-06-14). ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2020.[მკვდარი ბმული]
  5. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.