ეროსი მანჯგალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეროსი მანჯგალაძე
დაბ. სახელი ეროსი მანჯგალაძე
დაბ. თარიღი 3 მარტი, 1925
ღანირი, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი 26 იანვარი, 1982 (56 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა მსახიობი

ეროსი აკაკის ძე მანჯგალაძე (დ. 3 მარტი, 1925, ღანირი — გ. 26 იანვარი, 1982, თბილისი) — ქართველი მსახიობი და სპორტული კომენტატორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1961). სკკპ წევრი 1957 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წელს თბილისის 34-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიწვიეს საქართველოს რადიოკომიტეტში დიქტორად[საჭიროებს წყაროს მითითებას]. 1947 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი პედაგოგ დიმიტრი ალექსიძის ხელმძღვანელობით. მუშაობდა კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ცხინვალის თეატრში. სამსახიობო კარიერა დაიწყო 1948 წელს შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, კინო კარიერა — 1958 წლიდან. მეტად საინტერესო ეკრანული სახეები შექმნა მსახიობმა ქართულ კინოში: ალექსანდრე („წარსული ზაფხული“), ვარდენი („შეხვედრა წარსულთან“), მილიციის რწმუნებული („ქვევრი“), გეორქ გეორქოვი („ვერის უბნის მელოდიები“), ჩორეხი („ნატვრის ხე“), სევერიან წივწივაძე („თოჯინები იცინიან“) და სხვები. ბოლო ხუთი წელი ეროსი მანჯგალაძე შოთა რუსთაველის თეატრში მოღვაწეობასთან ერთად მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ კინომსახიობთა თეატრში დირექტორად და მსახიობად, სადაც რამდენიმე დასამახსევრებელი სცენური სახე შექმნა.

სახელი გაითქვა როგორც მსახიობმა, ასევე როგორც რადიოსა და ტელევიზიის დიქტორმა და კომენტატორმა. იყო ქართული სპორტული რეპორტაჟების პიონერი. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

მის სახელს ატარებს სპორტული სტადიონი სამტრედიაში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსთაველის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1961: საქართველოს სახალხო არტისტი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]