ივანე იანტბელიძე
ივანე იანტბელიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
14 იანვარი, 1954 სამტრედია |
საქმიანობა | მსახიობი |
მეუღლე(ები) | ფიქრია ყუშიტაშვილი |
ჯილდოები | პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, 2006 |
ივანე (ვანო) იანტბელიძე (დ. 14 იანვარი, 1954, სამტრედია) — ქართველი მსახიობი, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი და სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1986).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ივანე იანტბელიძე დაიბადა 1954 წლის 14 იანვარს ქალაქ სამტრედიაში. 1971 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1975 წელს კი — შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1975 წლიდან თელავის სახელმწიფო თეატრის მსახიობია, 2001 წლიდან კი — ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია, ასევე საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ყოველწლიური პრემია სეზონში შესრულებული საუკეთესო სახისათვის „ალალე“ (1987) და „ჰენრიხ მეოთხე“ (1993), პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „ორი ხევსური“ (2006).
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1973: „ბრძოლაში მხოლოდ „მოხუცები“ მიდიან“ (ვანო კობახიძე, მფრინავი)
- 1975: „თერთმეტი იმედი“ (ბრეგვაძე)
- 1976: „ატი-ბატი, შლი სოლდატი...“ (ვანო კოდერიძე, რიგითი «რაინდი ვეფხვის ტყავის გარეშე»)
- 1982: „სევდიანი საყვირი“ რეჟ. დავით კობახიძე
- 1984: „ათოვდა ზამთრის ბაღებს“ რეჟ. გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი
- 1995: „ხიზნები“ რეჟ. ლეილა გორდელაძე
- 2006: „ორი ხევსური“ (ფაფახო ხანი) რეჟ. ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი
- 2015: გვარდია (Гвардія), უკრაინული მინი-სერიალი, ოთხი სერია (გურამ ლევიძე, რესტორნის მფლობელი)
ნათამაშები როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თელავის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1986: საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი[1]
- 1987: საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ყოველწლიური პრემია სეზონში შესრულებული საუკეთესო სახისათვის „ალალე“
- 1993: საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ყოველწლიური პრემია სეზონში შესრულებული საუკეთესო სახისათვის „ჰენრიხ მეოთხე“
- 2006: პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში„ორი ხევსური“