ჭაგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ჭაგანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თემი ღანირი
კოორდინატები 42°13′43″ ჩ. გ. 42°22′30″ ა. გ. / 42.22861° ჩ. გ. 42.37500° ა. გ. / 42.22861; 42.37500
ცენტრის სიმაღლე 50
მოსახლეობა 483[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 3917
ჭაგანი — საქართველო
ჭაგანი
ჭაგანი — იმერეთის მხარე
ჭაგანი
ჭაგანი — სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ჭაგანი

ჭაგანი — სოფელი საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ღანირის თემში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 50 მ, სამტრედიიდან 9 კმ. ჭაგანი მდებარეობს მდინარე ჭურთავას ხეობაში, გარშემო ესაზღვრება სოფლები: დიდი ჯიხაიში, ღანირი, დაბა კულაში. სოფელი ერთთავად ვაკეზეა გაშენებული, ამაღლებული ადგილები არ გვხვდება. მიწა ნესტიანია, კარგად ხარობს სიმინდი და ბამბუკი. სოფელში მდებარეობს მარიამ ღვთისმშობლის სახელობის XVIII-XIX საუკუნეში ხის მასალისგაან აგებული მთავარანგელოზის ეკლესია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის წარმოშობაზე ბევრი ვერსია არსებობს. ფრანკფურტის უნივერსიტეტის ქართულენოვან ჩანაწერებში მოხსენებულია, როგორც ტაო-კლარჯეთში ქართულ ნასოფლარ ჭანთჭალიდან დევნილი წარჩინებულების სამფლობელოდ. სავარაუდოა, რომ მათი შთამომავლებია ის ჭანთჭალელიშვილები (ჭანჭალეიშვილი), რომლებიც დღესაც ცხოვრობენ სოფლის ტერიტორიაზე. სოფელში ასევე მრავლად არიან: ქაჯაიები, ყლარჯეიშვილები, არველაძეები, მანჯგალაძეები, ხვიჩიები, კანდელაკები და სხვები. სოფელი შედიოდა მიქელაძეების სათავადოში.[2]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 483 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1911[3] 2475
2002[4] 653 297 356
2014[1] 483 232 251

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ. 42-45

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ. 42
  3. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 222.
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II