სოფელი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე დააარსა ეფთვიმე გენათელმა და მანვე ააშენა წმინდა გიორგის ტაძარი. შედიოდა საჯავახოს მხარეში და აერთიანებდა სოფლებს: ზედა გომი, გომნატეხები, კორმაღალი, კვირიკე[2] დასახლებულ პუნქტს - გომს, ერქვა „მუხაღრუა“. ტოპონიმი „გომი“ ნახსენებია შვეიცარიელი მეცნიერის და მოგზაურის დიუბუა დე მონპერეს მოგზაურობათა მესამე წიგნში. სოფლის ტაძარში 1878-1882 წლებში მღვდლად მსახურობდა მიხეილ ცინცაძე, კალისტრატე ცინცაძის მამა.[3]
სოფელში პირველი სკოლა 1896 წელს დაარსდა "მუხაყრუის ერთკლასიანი სასწავლებლის" სახელწოდებით. 1924 წელს იგი დაწყებით, ხოლო 1930 წელს შვიდწლიან სკოლად გადაკეთდა. ახლანდელი სამსართულიანი შენობა 1973 წელს აიგო. სკოლას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ზაპოროჟიეს ოლქისვასილევსკის რაიონის სოფელ სკელკის საშუალო სკოლასთან. ამ სოფლის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა დაბლაგომის მცხოვრები ივანე გოგიშვილი.